Breaking News

Day: June 10, 2022

დე იონგი ერიკ ტენთან ჰაგთან

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „ბარსელონას“ ნიდერლანდელი ფრენკი დე იონგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშებს. 25 წლის ნახევარმცველი და მისი აგენტი ინგლისელებს უკვე შეხვდნენ და თითქმის ყველა საკითხი შეათანხმეს. ფეხბურთელის მსურველებს შორის იყვნენ სხვა გრანდები – პსჟ, „ბაიერნი“ და „მან.სიტი“, თუმც, ჩანს, ბოლოს ერიკ ტენ ჰაგმა და მისმა გუნდმა უფრო მოინდომეს. ფრენკი დე იონგის სადღეისო სატრანსფერო ფასი 80 მილიონი…

Read more

Le Comte de Monte-Cristo

გახსოვთ ალექსანდრ დიუმას „გრაფი მონტე-კრისტო“? ფრანგუალდ მას Le Comte de Monte-Cristo ჰქვია. ეს ჩვენი ფრანგი მწვრთნელისთვის, ვილი სანიოლისთვის ვახსენეთ. მან ისეთი გუნდი შექმნა, როგორიც იმ რომანის მთავარი გმირი ედმონ დანტესია. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც უსამართლოდ დაიჭერენ და სიკვდილისთვის გაწირავენ. გადარჩება, მოძლიერდება და ყველას საკადრის სამაგიეროს გადაუხდის. როცა ერთა ლიგაში ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტდა, ორი ისეთი გუნდი შეგვხვდა…

Read more

გონზომ ვერ უშველა

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფში, გიბრალტარისა და ბულგარეთის ნაკრებებმა 1:1 ითამაშეს, რასაც ბულგარულმა საიტმა 24часа-მ ირონიით გმირობა უწოდა — გიბრალტარში ფრე ხუმრობა არ არისო. „მანამდე, ეგრეთწოდებულმა ლომებმა რაზგრადში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:1 ითამაშეს, საქართველოსთან კი 2:5 წააგეს, — წერს „24 საათი” და დასძენს, — ახლა ეროვნულმა გუნდმა, რომელსაც სათავეში დროებითი მწვრთნელი გეორგი ივანოვი უდგას, ფრედ…

Read more
No image

მაკედონიელებს შინ გოლები ვერ გააქვთ

ჩრდილოეთ მაკედონიური საიტი gol.mk წერს: „მაკედონიის ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგიდან ევრო 2024-ზე გასასვლელი გზა გაირთულა. მან შინ 0:3 წააგო საქართველოსთან, რომელმაც თავის მხრივ სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა და დარჩენილი თამაშების წინ ჩინებულ პოზიციაშია. სკოპიეში გუნდი რომელიც უტევდა, იყო მაკედონია, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენთვის შინ გოლების გატანა მტკივნეულ პრობლემად იქცა. ბლაგოია მილევსკის…

Read more

ჩურლინოვი გიბრალტარზე გადაერთო

ჩრდილოეთ მაკედონიისა და „შალკე 04″-ის მარჯვენაფლანგელის დარკო ჩურლინოვის აზრით სკოპიეში საქართველოს ნაკრებთან 0:3 წაგების შემდეგ მან და მისმა თანაგუნდელებმა თავი ხელში უნდა აიყვანონ და დარჩენილ შეხვედრებში გაიმარჯვონ. „საქართველოს ნაკრებთან ორჯერ თუ სამჯერ შევცდით და მეტოქემ დაგვსაჯა. ამ თვეში ერთი შეხვედრა დაგვრჩა, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. დღეს შეტევების დამაგვირგვინებელ ეტაპზე ვერ ვივარგეთ. ახლა საკუთარი ფეხბურთი კარგად…

Read more

რისტოვსკი: ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია

სკოპიეში საქართველოს ნაკრებთან 0:3 წაგების შემდეგ, სლოვაკური „სპარტაკ ტრნავასა” და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების 24 წლის თავდამსხმელი მილან რისტოვსკი ადგილობრივი მედიის თქმით პირველი იყო, ვისაც ჟურნალისტებთან გაჩერებისა და მწარე მარცხზე ლაპარაკის ვაჟკაცობა ეყო. „თუ გავიხსენებთ, როგორ ვემზადებოდით ამ მატჩისთვის და როგორ ველოდით მას, ძალიან გაწბილებულები დავრჩით. ხანდახან ფეხბურთი ასეთია, შეიძლება ითქვას დაუნდობელი. ყოველთვის ისე არ ხდება,…

Read more

მილევსკი: პრობლემა მომენტების რეალიზაცია იყო

საქართველოს ნაკრებმა სკოპიეში ჩრდილო მაკედონიის ეროვნულ გუნდს 3:0 მოუგო. ადგილობრივ მედიაში გამოითქვა აზრი, რომ მასპინძლებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ საგოლე დარტყმა ვერ შეასრულეს. ჩრდილოეთ მაკედონელმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ წაგებით გაწბილებულია, მაგრამ პირველი ადგილისთვის ბოლო ტურამდე იბრძოლებს. „საქართველომ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ასეთ შეხვედრას რომ წააგებ, აღარც კი იცი რა უნდა თქვა. ჩვენ სამ…

Read more

საქართველომ მაკედონია დაანგრია

როგორც იქნა საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ურთიერთშეხვედრებში ნავსი გატეხა და მეტოქეს პირველად მოუგო, თუმც მოგებაც არის და მოგებაც – ვილი სანიოლის გუნდმა სკოპიეში სამი უპასუხო გოლით იმარჯვა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ოთარ კიტეიშვილმა შესანიშნავი გოლები გაიტანეს, რითაც C ლიგის მე-4 ჯგუფში გამარჯვებულის ვინაობა, ფაქტობრივად, გადაწყვიტეს. თუ რამე სასწაული არ მოხდა,…

Read more