ერთა ლიგის C დონის მე-4 ჯგუფში, სადაც გამარჯვებულმა საქართველომ გიბრალტარში 2:1 მოიგო, რისთვისაც გვარიანი ძალისხმევა დასჭირდა, მეორე ადგილზე ბულგარეთი გავიდა. ბულგარელებმა სკოპიეში 1:0 მოუგეს ჩრდილოეთ მაკედონიას, რომლის მეორეობაშიც ალბათ ბევრს ეჭვი არ ეპარებოდა. ჩრდილოეთ მაკედონია ის გუნდია, რომელმაც ევრო 2020-ზე ითამაშა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან იტალია გააგდო. მასპინძლები მე-13 წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ: ტოდორ...
ჭდე: ბლაგოია მილევსკი
მილევსკი: პრობლემა მომენტების რეალიზაცია იყო
საქართველოს ნაკრებმა სკოპიეში ჩრდილო მაკედონიის ეროვნულ გუნდს 3:0 მოუგო. ადგილობრივ მედიაში გამოითქვა აზრი, რომ მასპინძლებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ საგოლე დარტყმა ვერ შეასრულეს. ჩრდილოეთ მაკედონელმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ წაგებით გაწბილებულია, მაგრამ პირველი ადგილისთვის ბოლო ტურამდე იბრძოლებს. „საქართველომ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ასეთ შეხვედრას რომ წააგებ, აღარც კი იცი რა უნდა თქვა. ჩვენ სამ...
მილევსკი: ქართველებს კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ…
დღეს სკოპიეში, 2007 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპული 26 წლის პოპ მომღერლის ტოდორ, იგივე ტოშე პროესკის სახელობის სტადიონზე ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოს უმასპინძლებს. თამაში საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. წინა საღამოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მასპინძლების მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ თქვა: „ჩვენ საქართველოს ნაკრები გავაანალიზეთ. მათ ბულგარელებთან დიდებულად ითამაშეს, მაგრამ ყველა...


