თვე: ივნისი 2022

Home 2022 ივნისი
ყველაზე ცუდი ფორმა
ჩანაწერი

ყველაზე ცუდი ფორმა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ახალი 2022-2023 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა. ფორმის დიზაინი ტრადიციულ, ძველებურ ფერებშია შესრულებული, მუქი ლურჯი მაისურა თეთრ-წითელი ვერტიკალური ზოლებით. საკლუბო ლოგო კი ამჯერად  შუაშია განთავსებული. ახალმა ფორმამ ქომაგებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთმა დაწერა ინსტაგრამში: „ყველაზე ცუდი ფორმა, რომელიც ოდესმე მინახავს,“ მეორე: „ნაგავია.“ თუმცა უმეტესობას მოეწონა. მთავარი კი ის არის, რომ ფოტოსესიაში ახალი ფორმით...

ქეცბაია კვიპროსზე დაამტკიცეს
ჩანაწერი

ქეცბაია კვიპროსზე დაამტკიცეს

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრები ჩაიბარა. ჩვენებური კონტრაქტით მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე იმუშავებს, თუმც წარმატების შემთხვევაში საქმეს გააგრძელებს. საინტერესოა, რომ აქვე გეტყვით, რომ თემურს კვიპროსელების გაწვრთნა-მომზადებაში სოსო ჭედია და ფიზიოთერეპევტი როლანდ ხვადაგიანი დაეხმარებიან. ქეცბაიას დებიუტი 24 სექტემბერს ექნება, როცა კვიპროსელები ერთა ლიგის ეგიდით ბერძნებს უმასპინძლებენ და თუ დაამარცხებენ საჩვენო საქმეს გააკეთებენ. საბერძნეთი ხომ...

ისკოს მთხოვნელი არ ჰყავს
ჩანაწერი

ისკოს მთხოვნელი არ ჰყავს

ხვალ ისკო „რეალის” ყოფილი ვარსკვლავი გახდება — შემტევ ნახევარმცველს „ლოს ბლანკოსთან” კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ისკო 30 წლისაა. ის ყოველთვის გამორჩეული ნიჭით იყო დაჯილდოებული და როგორც „რეალის” ასევე ესპანეთის ნაკრების მნიშვნელოვან წევრად ითვლებოდა, მაგრამ თანდათან ვითარება შეიცვალა და ისკო ბოლო სეზონში გულშემატკივრის თვალთახედვიდან ფაქტობრივად გაქრა. მისი სახელის მქონე კაცს, მითუფრო თავისუფალი აგენტის რანგში,...

სფურზი ძლიერდება
ჩანაწერი

სფურზი ძლიერდება

„ტოტენჰემ” ჰოთსპური” სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა: 24 საათში „ევერტონისგან” რიშარლისონს იყიდის, „ბარსელონა” კი კლემან ლენგლეს იჯარით დათმობაზე დაიყაბულა. „ევერტონი” ბრაზილიელის სანაცვლოდ 50 მილიონ გირვანქას ითხოვს. „დეზები” ამ თანხის გადახდაზე თანახმანი არიან, მაგრამ ფულის ჩარიცხვის სტრუქტურაზე უთანხმდებიან გამყიდველს. რიშარლისონის ყოფილ კლუბ „უოტფორდს” 40 მილიონს ზემოთ ნებისმიერი თანხიდან 10 პროცენტი ეკუთვნის. 2018 წელს, ლივერპულელებმა ფორვარდი მისგან სწორედ 40...

ბასილაშვილი მესამე ეტაპზეა
ჩანაწერი

ბასილაშვილი მესამე ეტაპზეა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე წინ მიიწევს. ჩვენიანმა ტურნირის მეორე მატჩიც მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ნიდერლანდელ ტიმ ვან რიტოვენსა და ამერიკელ რეილი ოპელკას შორის მოგებული იქნება და კაცმა რომ თქვას, არც ერთია დაუმარცხებელი, არც – მეორე. ქვენტინ ჰალისთან დღევანდელი შეხვედრა კი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ნიკამ, შეიძლება ითქვას, ბეწვის ხიდზე გაიარა, თუმც ბოლოს მაინც საჩვენო ანგარიში დაფიქსირდა...

საქართველომ მაგრად მოიგო
ჩანაწერი

საქართველომ მაგრად მოიგო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკა გაანადგურა. მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩვენებმა 20:7 იმარჯვეს და 1 ივლისს იაპონიას შეხვდება, რომელმაც, თავის მხხრივ ავსტრალიას 15:7 მოუგო. სწორედ საქართველო – იაპონიას შორის გამარჯვებული მოიპოვებს მე-9 ადგილს. ს.აფრიკასთან მატჩის კი როგორც ანგარიშიდან ჩანს ჩვენების აშკარა უპირატესობით წარიმართა და ოთხივე მეოთხედი სათავისოდ დაასრულეს. დეიან...

ჩარონე ჩელსიში
ჩანაწერი

ჩარონე ჩელსიში

ახალ მფლობელთან ერთად, „ჩელსიში“ მართლაც ახალი ეპოქა იწყება. ახლახან ახალი დირექტორები წარადგინეს: ბარბარა ჩარონე, ჯონათან გოლდშტეინი და დანიელ ფილკენშტეინი. ამათგან ყველაზე საინტერესო ჩარონეს პერსონაა. ის ცნობილი ჟუენალისტი და პოპ-პიარია. 70 წლის ჩარონეს 40 წლის განმავლობაში უმუშავია მადონასთან, როდ სტიუარტთან, „როლიგ სტოუნზთან“. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვს „სტოუნზის“ გოტარისტ კიტ რიჩარდსთან, რომელზეც წიგნიც დაწერა და 1977 წელს...

ჯორდები გაბრაზდნენ
ჩანაწერი

ჯორდები გაბრაზდნენ

რამდენიმე დღის წინათ „ნიუკასლმა“ ახალი, 2022-2023 სეზონის მესამე სათამაშო ფორმა წარადგინა და სკანდალში გაეხვა. დიზაინი თეთრ – ღია მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი და ძალიან ჰგავს საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების ფორმას… მოგეხსენებათ, 2021 წლის ოქტომბერში კლუბი 300 მილიონ გირვანქად საუდის არაბეთის ე. წ. სუვერენულმა ფონდმა იყიდა და იდეაში სუპერკლუბის შექმნას აპირებენ. ფორმის დიზაინმა „კაჭკაჭების“ ქომაგთა უმრავლესობის აღშფოთება...

დინამოს დიდი ამბავი
ჩანაწერი

დინამოს დიდი ამბავი

29 ივნისი თვალსაჩინო ნიმუშია იმის, როგორ არ ვუფრთხილდებით ისტორიას! 60 წლის წინ ამ დღეს, საკალათბურთო „დინამომ“ ჩემპიონთა თასი მოიგო. ჟენევურ ფინალში ქართველმა კალათბურთელებმა მადრიდის „რეალი“ 90:83 დაამარცხეს. არც იქამდე და არც მერე, არც ერთ სახეობაში ქართულ კლუბს ჩემპიონთა თასი არ მოუგია. ახლა კი, მიმოვიხედოთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენს გარშემო ადამიანების უმრავლესობამ ყველაზე დიდი საკლუბო გამარჯვების...

ფონტი: ყველაფერი ცუდი ლაპორტას ბრალია
ჩანაწერი

ფონტი: ყველაფერი ცუდი ლაპორტას ბრალია

წელიწადზე მეტი გავიდა მას მერე, რაც „ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტამ გაიმარჯვა. მისმა ოპონენტებმა მაშინ ძალები გააერთიანეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ლაპორტა დღეისათვის სრული მხარდაჭერით სარგებლობს. თუნდაც ის რად ღირს, რომ ბოლო კრებებზე მის წინადადებებს კლუბში მხარი ფაქტობრივად ყველამ დაუჭირა, მაგრამ ოპონენტებს რა გამოლევს. მაგალითად, ზოგი კითხულობს, რატომ გააჩერა მწვრთნელის თანამდებობაზე რონალდ კუმანი ასე დიდხანს, ზოგი...