„არსენალს” ეგონა თავი ქუდში ჰქონდა — „ლიდს იუნაიტედიდან” რაფინიას ყიდულობდა და შუა მოლაპარაკებებში გახლდათ გართული, როდესაც „ჩელსიმ” ჯიბეზე ხელი გაიკრა და 60 მილიონი გირვანქა გამოაჩინა. „მეთოფეთა” წინადადება კი 30 მილიონის ფარგლებში ტრიალებდა. ბრაზილიელის აგენტმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა დეკუმაც მომენტი ხელიდან არ გაუშვა და ახლა გარემარბი უკვე „სტემფორდ ბრიჯის” კარზე აკაკუნებს. დასავლეთ ლონდონელებს შეტევის ხაზის გადახალისება...
ბეილი – Let’s gooo!
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა შემტევმა გარეთ ბეილმა ამერიკულ „ლოს ანჯელესთან“ ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ძალიან ბედნიერი ჩანს. „Let’s gooo! ვეღარ ვითმენ როდის შევხვდები ახალ თანაგუნდელებს“, – აღფრთოვანებული წერს უელსელი ტვიტერში. მანამდე ის „კარდიფ სიტიში“ უნდა გადასულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა „გარეთი ჩვენთვის დიდი ძალა იქნებოდა. ვფიქრობ, „ლოს ანჯელესის“ შეთავაზება ძალიან მაცდური აღმოჩნდა და უარი ვეღარ...
ბასილაშვილი აგრძელებს, გორგოძემ დაამთავრა
უიმბლდონის პირველი წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 37 წლის ჩეხს, ლუკაშ როსოლს მოუგო და ამ პრესტიჟული ტურნირის მომდევენო ეტაპზე გავიდა. როსოლი, რომელიც ATP-ს რეიტინგში 280-ე ადგილზეა, კერკეტი კაკალი გამოდგა და ჩვენებურმა მძიმე ბროლაში იმარჯვა – 6:7; 7:6; 3:6; 6:3;6:3. ბასილაშვილი სეტებში ორჯერ აგებდა, მაგრამ მატჩის შემოტრიალება მაინც შეძლო. პირველი და მეორე სეტი ერთნაირი გამოდგა: ჯერ ბასილაშვილმა დააბრეიკა...
ხორვატიამ რვას არ გაგვაკარა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში წყალბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ხორვატიასთან 7:13 დამარცხდა და ბრძოლას 9-12 ადგილებისთვის გააგრძელებს. 13 გაშვებული გოლის მიუხედავად ისევ კარგად ითამაშეს ჩვენმა მეკარეებმა, მაგრამ თავდასხმაში ისევ ვერ ვივარგეთ. ბევრჯერ ვერ გამოვიყენეთ მეტობა, ერთხელ ორკაციანიც. ხშირი იყო შეტევაში ჯარიმა და ამ ყველაფერმა მარცხამდე მიგვიყვანა. შესვენებამდე 4:7 ვაგებდით, მესამე მეოთხედში კი, გოლიც ვერ გავიტანეთ,...
ბარსელონა რომას უჩივლებს
„ბარსელონამ” მკაცრი განცხადება გაავრცელა. კლუბი „რომას” სასამართლოში ჩივილით ემუქრება. იტალიურ კლუბს, რომლის მწვრთნელიც კატალონიელების ძველი მტერ-მოყვარე, პორტუგალიელი ჟოზე მოურინიუა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უთქვამს უარი „ჟოან გამპერის თასის” ტრადიციულ გათამაშებაში, უფრო სწორად კი შეხვედრაში მონაწილეობაზე. „გამპერის თასი” ამხანაგური თამაშია, რომლითაც ზაფხულობით, „კამპ ნოუზე” სეზონი იხსნება. წლეულს კატალონიელებს მეტოქედ „რომა” ჰყავდათ შერჩეული. თამაში 6 აგვისტოს იყო დანიშნული....
საქმეს ოფიციალური სახე მიეცა
„ჩელსიმ” „მანჩესტერ სიტის” ოფიციალურად მიმართა. დასავლეთ ლონდონელებს რაჰიმ სტერლინგის გადაბირების საქმეზე ერთხელ და საბოლოოდ წერტილის დასმა უნდათ. სტერლინგს „ლურჯების” მწვრთნელთან თომას ტუხელთან „სტემფორს ბრიჯზე” თავისი როლის შესახებ უკვე ნალაპარაკები აქვს და ამიტომაც ტოვებს „ეტიჰედს” თამამად. ახლა „ქალაქელები” გაბრიელ ჟესუსს „არსენალში” 45 მილიონ გირვანქად გაყიდიან და ამ თანხას სტერლინგში აღებულ სავარაუდო 55 მილიონსაც დაამატებენ. საბოლოო გადაწყვეტილებას...
ხვიჩას გაცილებამდე
29 ივნისს, ელიგის მე-20 ტურში „ბათუმი“ „დინამოს“ უმასპინძლებს. წინა ორ წრეში ერთი შეეხვედრა ზღვისპირელებმა მოიგეს (3:0), მეორე ფრედ დამთავრდა (0:0). თამაშის შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიას გააცილებენ ბათუმიდან. 1 ივლისიდან ის ოფიციალურად გახდება იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელი. ძალიან საინტერსო თამაში უნდა გამოვიდეს. ტური 2 ივლისს დასრულდება. შემდეგ კი ელიგაში 13 აგვისტომდე შესვენება გამოცხადდება. ახლა კი მე-19 ტურის...
სიტის დირექტორი: რეალი იღბალა გუნდია
„მანჩესტერ სიტის” აღმასრულებელმა დირექტორმა ფერან სორიანომ პოდკასტ Dr Football-ში გასულ სეზონს გადახედა და ჩემპიონთა ლიგაში „რეალის” წარმატებას კბილი გაჰკრა. სორიანო „სიტის” გარდა იმავე პოზიციაზე სხვა კლუბებშიც მუშაობს, კერძოდ „ნიუ იორკ სიტისა” და „მელბურნ სიტიში”. ის 2003-08 წლებში „ბარსელონას” გენერალური მენეჯერი იყო. იოლი მისახვედრია, რომ კაცი, რომელიც „ბარსას” გენერალურ მენეჯერად მუშაობდა და „რეალის” წარმატებას კრიტიკის თვალით...
იუნაიტედმა ბარსას ვარიანტი დაიწუნა
„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ბარსელონას” წინადადებაზე უარი თქვა. კატალონიელებს უნდოდათ, ფრენკი დე იონგის სანაცვლოდ 29 წლის ჰარი მაგუარი მიეღოთ. შეგახსენებთ, რომ მაგუაირი „მანჩესტერ იუნაიტედს” 2019 წელს 80 მილიონი გირვანქა დაუჯდა. ეს თანხა „იუნაიტედმა” „ლიდსს” გადაუხადა. მანკუნიანელთა ახალ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს მასთან მუშაობა უნდა. დე იონგის ფასი კი 69 მილიონი გირვანქაა. ჰოლანდიელს „ოლდ ტრეფორდისკენ” უჭირავს გეზი. თავიდან...
მოაშორეთ ეს ქალი წყალს
ინცინდენტი ბუდაპეშტში 2022 წლის საწყლოსნო სპორტის სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატის დროს მოხდა. მოულოდნელად ამერიკელმა მოცურავემ, ანიტა ალვარესმა გონება დაკარგა და საცურაო აუზში ჩაიძირა. სპორტსმენი პირადმა მწვრთნელმა და აშშ-ს ნაკრების ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაარჩინა. ექიმებმა მომხდარი სტრესს დაუკავშირეს, თუმც მწვრთნელის თქმით ეს პირველი შემთხვევა არ არის, ალვარესს წყალში გონება ადრეც დაუკარგავს. მაინდამაინც აუზში უნდა დალიოს სული წყალში ჩასვლა...









