„მანჩესტერ სიტის” აღმასრულებელმა დირექტორმა ფერან სორიანომ პოდკასტ Dr Football-ში გასულ სეზონს გადახედა და ჩემპიონთა ლიგაში „რეალის” წარმატებას კბილი გაჰკრა. სორიანო „სიტის” გარდა იმავე პოზიციაზე სხვა კლუბებშიც მუშაობს, კერძოდ „ნიუ იორკ სიტისა” და „მელბურნ სიტიში”. ის 2003-08 წლებში „ბარსელონას” გენერალური მენეჯერი იყო. იოლი მისახვედრია, რომ კაცი, რომელიც „ბარსას” გენერალურ მენეჯერად მუშაობდა და „რეალის” წარმატებას კრიტიკის თვალით უყურებს, კატალონიელია.
„ახლა ხალხი მადრიდელთა წარმატებაზე ლაპარაკობს, ჩემი აზრით კი სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ მათ იღბალი დაეხმარა. მეტიც, მე ვიტყოდი, რომ „პარი სენ ჟერმენთან”, „ჩელსისთან” და „ლივერპულთან” ისინი დამარცხებას იმსახურებდნენ. ახლა ყველამ დაივიწყა, რომ 1980-იან წლებში „რეალს” ფანტასტიკური გუნდი ჰყავდა, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო, იქ ემილიო ბუტრაგენიო თამაშობდა და მან ჩემპიონთა თასი ვერ მოიგო”.
შემდეგ სორიანომ „მანჩესტერ სიტისა” და მის პრიორიტეტებზე ილაპარაკა:
„ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენს მთავარ მიზანს არ წარმოადგენს, რადგან მის მოგებასა თუ ვერ-მოგებაში როლს იღბალი თამაშობს. ხშირად საქმე კარგად არ აგეწყობა და მორჩა, გავარდნილი ხარ. ასე დაგვემართა ნახევარფინალში („რეალთან”). თუმცა, საბოლოოდ საუკეთესო გუნდი ის არის, ვინც იმარჯვებს. ასეთია ჩვენი ხელობა. ჩვენ ამით ვჭამთ პურს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
