„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ბარსელონას” წინადადებაზე უარი თქვა. კატალონიელებს უნდოდათ, ფრენკი დე იონგის სანაცვლოდ 29 წლის ჰარი მაგუარი მიეღოთ.
შეგახსენებთ, რომ მაგუაირი „მანჩესტერ იუნაიტედს” 2019 წელს 80 მილიონი გირვანქა დაუჯდა. ეს თანხა „იუნაიტედმა” „ლიდსს” გადაუხადა. მანკუნიანელთა ახალ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს მასთან მუშაობა უნდა.
დე იონგის ფასი კი 69 მილიონი გირვანქაა. ჰოლანდიელს „ოლდ ტრეფორდისკენ” უჭირავს გეზი. თავიდან მხარეებს საერთო ენის გამონახვა უჭირდათ, მაგრამ გასულ უქმეებზე საქმე დაიძრა.
ტენ ჰაგსა და დე იონგს ერთად „აიაქსში” უმუშავიათ. ნახევარმცველი 25 წლისაა. როგორც ჩანს, ახალ მწვრთნელს თანამემამულის ყიდვა ძალიან უნდა.
„იუნაიტედს” დანიელი კრისტიან ერიკსენის გადაბირებაც სურს. ერიკსენი მათ და „ბრენტფორდს” შორის აკეთებს არჩევანს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
