Breaking News

Day: June 7, 2022

ამაშუკელი და ელექტრო BMW

ნიკა ამაშუკელს სარაგბო სამყაროში ყველა იცნობს. მისი გლობალური ცნობადობა წლიდან წლამდე, მატჩიდან მატჩამდე იზრდება და ეს იმ ბედნიერ შემთხვევათაგანია, როცა ახალგაზრდა კაცს თავისი საქმე თავდავიწყებით უყვარს, მაგრამ მიღწეულზე არ ჩერდება და საკუთარ განვითარებაზე ყოველდღიურად შრომობს. ნიკა 27 წლისაა და ის მორაგბე კი არა, სარაგბო მსაჯია. ამ პროფესიისთვის მეტისმეტად ახალგაზრდა კია, მაგრამ უკვე იმდენს მიაღწია, მრავალ…

Read more

მხითარიანმა ლიგა მოისურვა

სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. მილანურ კლუბთან ის ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს გაგრძელების პერსპექტივით. გარიგება ჯერ წერტილდაუსმელია, თუმც ბევრიც არაფერი უკლია – სამედიცინო შემოწმება და ხელმოწერა-წარდგენა. ჰენრიხ მხითარიანი საუკეთესო სომეხი ფეხბურთლია, რომელმაც კარიერა შინ, „პიუნიკში“ დაიწყო, იყო უკრაინულ „მეტალურგში“ და „შახტარში“, „დორტმუნდში“, მანჩესტერში“, „არსენალსა“ და 2019 წლიდან „რომაში“… რომაელებს მხითარიანის შენარჩუნება ძალიანაც კი სურდათ,…

Read more

ინტერი – ინძაგი – უკეთესი კონტრაქტი

მართალია, „ინტერი“ წლეულს იტალიის ჩემპიონი ვერ გახდა (სკუდეტო თანაქალაქელმა „მილანმა“ მოიპოვა), მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მაინც კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის მუშაობით და დაკავებული მეორე ადგილის მიუხედავად ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს. იტალიური „კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, 46 წლის სპეციალისტს არსებულ ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით, 2024 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებენ და წელიწადში ჯამაგირად 4 მილიონის ნაცვლად, 5,5…

Read more

კიჭა წმინდა იაკობის გზაზე

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო, გასულ კვირადღეს, მეუღლესთან ერთად წმინდა იაკობის გზაზე დაიძრა. მანძილი ერთობ შთამბეჭდავია – 280 კილომეტრი. წმინდა იაკობის გზა (El Camino de Santiago) მომლოცველთა გზა გახლავთ ესპანეთში. გალისიაში მდებარე სანტიაგო-დე-კომპოსტელას ტაძრისაკენ, სადაც ტრადიციის მიხედვით მოციქული იაკობ ზებედესია დაკრძალული. საქმე ის არის, რომ რონალდომ 2018 წელს, მაშინ დაბალი ლიგის საფეხბურთო კლუბ „ვალიადოლიდის“ აქციათა საკონტრლო…

Read more

შაკირას შფოთიანი დღეები

ცნობილი გახდა, რომ კოლუმბიელი პოპ-მომღერალი შაკირა, თავის ოდინდელ პარტნიორს, „ბარსელონას“ მცველ ჟერერ პიკეს დაშორდა. მომღერალმა ის ღალატში ამხილა. და არ გაინტერესებთ ვისთან უღალატა პიკემ? თანაგუნდელ გავის დედასთან! 45 წლის შაკირა და 35 წლის პიკე ერთად 11 წელიწადს ცხოვრობდნენ და ორი შვილი ჰყავთ. თითქოს ეს არ ეყოფოდაო, შაკირას მოხუცი მამა ცუდად დაეცა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. „მეგობრებო…

Read more

ოთხგზის ბათუმი!

კვირას თბილისის „დინამო არენაზე“ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. სიცხის მიუხედავად, 15 ათასამდე მაყურებელი მაინც შეიკრიბა, ამდენად, გადამწყვეტი მატჩის მონაწილე „ბათუმსა“ და „ყოჩებს“ არც გულშემატკივრის ქომაგობა მოჰკლებიათ: ბათუმელებს აჭარიდან ჩამოყოლილი ფანები უჭედნენ მხარს, ხოლო „ყოჩები“ მხოლოდ ფორმალურადაა ბოლნისური კლუბი, თორემ ყველაზე ძველ ქართულ სარაგბო კლუბს ბაზაც თბილისში აქვთ და მორაგბეთა უდიდესი ნაწილიც…

Read more

გიორგი მიქაუტაძემ გიბრალტართან 12 206 მეტრი ირბინა

5 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ეროვნულ გუნდს სტუმრად 5:2 მოუგო, მაგრამ ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ეს გუნდები რამდენიმე დღეში, 12 ივნისს თბილისშიც უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, ამიტომ ქართველი მკითხველისთვის ბულგარეთის ნაკრების თემა აქტუალურია. გთავაზობთ ბულგარული საიტის 7sport-ის მოკლე წერილს, სადაც რაზგრადში ჩატარებული შეხვედრა სხვა კუთხით არის დანახული: „ჩვენს ნაკრებს საუკეთესო პერიოდი აშკარად არ უდგას. გუნდმა რაზგრადში…

Read more

რონალდუ და მესი ასეულშიც ვერ მოხვდნენ

გამოქვეყნდა მსოფლიოს ასი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სია, რომელშიც ვერც კრიშტიანუ რონალდუ მოხვდა და ვერც ლეო მესი. ამპარტავანი ინგლისელები კი ჩივიან, რომ ოცდაათეულში მათი ნაკრების კაპიტანი და მთავარი ვარსკვლავი ჰარი კეინი არ არის. სიის შედგენაზე სპორტის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის (CIES) თანამშრომლები მუშაობდნენ. ეს გახლავთ დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ნეუშატელში მდებარეობს. აქ, 100 ყველაზე ფასეული ფეხბურთელის…

Read more