ევროპული რაგბის მთავარი საკლუბო ტურნირი ფრანგულმა „ბორდომ“ მოიგო, რომელმაც ფინალში „ნორთჰემპტონ სეინთსი“ დაამარცხა. რანგით მეორე ევროტურნირზე – ჩელენჯ თასზე კი პირიქით მოხდა – ინგლისურმა კლუბმა ფრანგულს აჯობა, კერძოდ, „ბათმა“ ქართველების „ლიონს“ სძლია. პარალელურად პრო დ2-ში პლეი-ოფი დაიწყო… ჩემპიონთა თასი ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა თავის მესამესაჩემპიონთათასო ფინალში მეორე ტიტულის მოპოვებას ლამობდა, მაგრამ „წმინდანებმა“ ვერაფერი მოუხერხეს უმძლავრს „ბორდოს“,...
ჭდე: ნიკა ამაშუკელი
ნიკა ამაშუკელი – ჩემპიონთა თასის ფინალის რეფერი!
ამასაც ვეღირსეთ! ათიოდე წლის წინათ ვერც წარმოვიდგენდით, რომ ქართული რაგბი ასეთ აღიარებას ეღირსებოდა, თუმცა რეალობა ისაა, რომ ნიკა ამაშუკელი პირველი ქართველი სარაგბო მსაჯია, რომელიც ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის ფინალს რეფერის რანგში მოემსახურება. პრინციპში, ამ ახალგაზრდა კაცის მიზანდასახულმა შრომამ, რაგბის სიღრმისეულმა ცოდნამ, განვითარების საოცარმა უნარმა და ამ თამაშის უსაზღვრო, ფანატიკურმა სიყვარულმა თავიდანვე ცხადჰყო, რომ ადრე თუ...
ნიკა ამაშუკელი ბობოლათა მარაქაში
ამ რამდენიმე დღის წინ „ვორლდ რაგბის“ ხელმძღვანელობამ საკმაოდ მოულოდნელი და ქართველებისვის მეტად სასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო – არბიტრი ნიკა ამაშუკელი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე გასამართ მსოფლიო თასზე მთავარი არბიტრის რანგში იმუშავებს! ეს ამბავი მართლაც სენსაციურია, რადგან ქართული სარაგბო თემი და თავად ნიკა ამგვარ აღიარებას კი მოელოდნენ, მაგრამ არა წლეულს, არამედ მომდევნო მსოფლიო თასისთვის. მაგრამ მსოფლიო...
საფრანგეთში: ნიკა, ბექა, საბა, თედო, გიორგი…
ბექა გიგაშვილმა „ტულონისა“ და „რასინგ-92“-ის შეხვედრის 58-ე წუთზე პარიზელები დაალელოვა და ანგარიში გაათანაბრა – 14:14. მაგრამ, მასპინძელთა სამწუხაროდ, ქართველი ბურჯის გასვლა და სტუმართა დომინაცია ერთი იყო. შეხვედრა „რასინგმა“ 31:14 მოიგო და ცხრილში მეორე საფეხურამდე დაწინაურდა. გიგაშვილისთვის ეს სეზონში მესამე ლელო იყო, თანაც ზედიზედ მეორე მატჩში გატანილი. გამარჯვებულთა სასტარტოში კი ბექას პირისპირ გურამ გოგიჩაშვილი იდგა, ხოლო...
ამაშუკელი და ელექტრო BMW
ნიკა ამაშუკელს სარაგბო სამყაროში ყველა იცნობს. მისი გლობალური ცნობადობა წლიდან წლამდე, მატჩიდან მატჩამდე იზრდება და ეს იმ ბედნიერ შემთხვევათაგანია, როცა ახალგაზრდა კაცს თავისი საქმე თავდავიწყებით უყვარს, მაგრამ მიღწეულზე არ ჩერდება და საკუთარ განვითარებაზე ყოველდღიურად შრომობს. ნიკა 27 წლისაა და ის მორაგბე კი არა, სარაგბო მსაჯია. ამ პროფესიისთვის მეტისმეტად ახალგაზრდა კია, მაგრამ უკვე იმდენს მიაღწია, მრავალ...




