ფიფა ყველა იმ ლეგიონერს, რომლებიც რუსულ კლუბებში თამაშობენ, 10 დღეში წასვლის უფლებას მისცემს.ცხადია, კონტრაქტების გაწყვეტა ყოველგვარი საჯარიმო სანქციების გარეშე მოხდება. ფიფას ამ ნაბიჯისკენ რამდენიმე დღის წინ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერათაშორისო ფედერაციამ მოუწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და 1 ივნისამდე არ გაიხსნება, ფიფა რუსეთიდან წასული ფეხბურთელებისთვის გამონაკლისს დაუშვებს და სასურველ კლუბში მოწყობის უფლებას მისცემს.
ამ დროისთვის რუსეთის პრემიერლიგაში 133 ლეგიონერი თამაშობს. მათ შორის არიან ქართველებიც: ხვიჩა კვაარცხელია (რუბინი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი), გია გრიგალავა (ხიმკი), ჯიმი ტაბიძე (უფა), ლუკა გაგნიძე, ლუკა წულუკიძე (ორივე ურალი).
ჯერჯერობით, უცნობია რას აპირებენ ქართველები.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
