საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ საქართველოს ნაკრების მომავალ ამხანაგურ მატჩებზე ისაუბრა და ცალკე შეეხო რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლუკა გაგნიძის საკითხს: „ევროპის ჩემპიონატამდე დიდი დრო აღარ დარჩა და ვცდილობთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. წინ ორი რთული და საინტერესო ამხანაგური თამაში გველოდება, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან. ძალიან კარგია, რომ ასეთ გუნდებთან ვთამაშობთ, რადგან...
ჭდე: ლუკა გაგნიძე
ფიფა რუსეთიდან ფეხბურთელებს უშვებს
ფიფა ყველა იმ ლეგიონერს, რომლებიც რუსულ კლუბებში თამაშობენ, 10 დღეში წასვლის უფლებას მისცემს. ცხადია, კონტრაქტების გაწყვეტა ყოველგვარი საჯარიმო სანქციების გარეშე მოხდება. ფიფას ამ ნაბიჯისკენ რამდენიმე დღის წინ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერათაშორისო ფედერაციამ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და 1 ივნისამდე არ გაიხსნება, ფიფა რუსეთიდან წასული ფეხბურთელებისთვის გამონაკლისს დაუშვებს და სასურველ კლუბში მოწყობის...
ლუკა ურალში
თბილისიდან მოსკოვის „დინამოში“ გადასული 18 წლის ლუკა გაგნიძე რუსებმა ურალში გააუშვეს, ადგილობრივ კლუბში გაანათხოვრეს. გაგნიძის მიმართ ინტერესი სხვა ქვეყნებიდანაც იყო, თუმც საბოლოოდ არჩევანი სწორედ ეკატერინბურგში შეჩერდა, მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებაო. წინა სეზონში „ურალი“ რუსულ პრემიერლიგაში მე-12 ადგილზე გავიდა. ეკატერინბურგელთა მთავარი მწვრთნელია 54 წლის იური მატვეევია. გუნდის ღირსებას იცავენ პოლონელი, რუმინელი, უკრაინელი, კოსოვოელი და ხორვატი ლეგიონერები....
ბათუმმა გაასამა
„ბათუმმა“ მიმდიმარე სეზონში მესამედ დაამარცხა უშუალო კონკურენტი – „დინამო.“ ერთხელ ბათუმში და აი, ხუთშაბათს მეორედ თბილისში. თუ შარშანდელ ჩემპიონატს გავიხსენებთ, მაშინაც კარგა ხანს ლიდერობდნენ ზღვისპირელები მაგრამ სტაბილურობა აკლდათ, დაუგეგმავ ქულებს კარგავდნენ და ბოლოს მაინც თბილისელებმა აჯობეს. წლეულსაც დაახლოებით იგივე სცენარით ვითრდება მოვლენები, ქულა-ქულაში მიჰყვებიან ერთმანეთს. თუმცა, ერთი განსხვავებით: „ბათუმი“ უფრო გაძლიერდა და გამოცდილებაც მოემატათ. „დინამო“...
მანდარინობა ზესტაფონში
დიდი ამბავი იყო ხუთშაბათს ზესტაფონის „დავით აბაშიძეზე“: ბათუმის „დინამომ“ მეზობელ „შუქურას“ 8:1 მოუგო… ვერ ვიტყვით, რომ ამ გუნდებს შორის რეალურად ასეთი სხვაობაა. აქ უფრო ის მოდელი ამუშავდა, როცა ერთს ყველაფერი გამოსდის, მეორეს – არაფერი. ხდება ხოლმე. თუმცა, ამით სულაც არ ვაკნინებთ ბათუმელთა წარმატებას. კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩემპიონობის რეალური კანდიდატები არიან და ამას თამაშის ხარისხიდან...



