წელი: 2021

Home 2021
ბასილაშვილმა მოგება გაიხსენა
ჩანაწერი

ბასილაშვილმა მოგება გაიხსენა

როგორც იქნა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვების გემო გაიხსენა. ბოლოს ჩვენებურმა 10 თვის წინ იმარჯვა დევისის თასზე, ხოლო ATP-ს ტურნირებზე 2020 წლის 25 თებერვლის მერე არ მოეგო. ზედიზედ 11 მარცხის შემდეგ კი, შობას, ანთალიაში იტალიელ ანდრეა არნებოლდს მოუგო – 4:6, 7:5, 6:1. რეიტინგში 40-ე ჩოგანი ბასილაშვილი ტურნირზე მეექვსე ნომრად არის განთესილი და მეტოქესთან ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ძალიან...

პედრისა და მესის შოუ
ჩანაწერი

პედრისა და მესის შოუ

კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონას” მიმდინარე სეზონში ასე კარგად არ უთამაშია — „ბლაუგრანამ” „სან მამესზე” „ბილბაოს” 3:2 მოუგო. შოუს მთავარი გმირები პედრი და ლეო მესი იყვნენ. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს — ინიაკი უილიამსმა მე-3 წუთზე გაიტანა, თუმცა მეთხუთმეტეზე პედრიმ გაქვითა. შესვენებამდე 7 წუთით ადრე „ბარსა” მესიმ” გაიყვანა წინ. ამ ეპიზოდში მესის დარტყმაზე არანაკლებ ეფექტური იყო პედრის მიერ...

სიტი ფინალშია და… ლივერპულს ეზომება
ჩანაწერი

სიტი ფინალშია და… ლივერპულს ეზომება

„მანჩესტერ სიტისა” და ლიგის, იმავე „კარაბაოს” თასის რომანი გრძელდება. 25 აპრილს, „უემბლიზე”, „ქალაქელები” შეეცდებიან ბოლო რვა სეზონში მეექვსედ მოიპოვონ ეს ტროფი. მას მერე, რაც „სიტის” სათავეში პეპ გვარდიოლა ჩაუდგა, მარტო პირველი სეზონი გაცდა, 2018 წლიდან მოყოლებული კი გუნდი ყოველ წელიწადს იგებს ლიგის თასს — 2017-18, 2018-19, 2019-20. ახლა „ქალაქელები” ისევ ფინალში არიან და თუ გაიმარჯვებენ,...

უეფამ ლობანოვსკი გაიხსენა
ჩანაწერი

უეფამ ლობანოვსკი გაიხსენა

ევროფეხბურთის მმართველმა ორგანომ საკუთარ საიტზე სოლიდური სტატია მიუძღვნა უკრაინელ გენიოსს. ვალერი ლობანოვსკი ყველაზე პროდუქტიული მწვრთნელი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. „ვასილიჩმა“ ფეხბურთელობისას კიევის „დინამოში“, ოდესის „ჩერნომორეცსა“ და დონეცკის „შახტარში“ იბურთავა, კიევში სსრკ-ის ჩემპიონობა და თასიც მოიპოვა, მერე კი თამბრუდამხვევი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო: სსრკ ჩემპიონი (კიევის დინამო) – 8. სსრკ თასი (დინამო) – 6. ევროპის თასების მფლობელთა თასი...

ბასილაშვილი წელს არნაბოლდით იწყებს
ჩანაწერი

ბასილაშვილი წელს არნაბოლდით იწყებს

ზედიზედ 11 შარშანდელი მარცხის შემდეგ კორტს ანტალიაში დაუბრუნდება საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ანტალიაში მაინც და მაინც ძლიერ შემადგენლობას არ მოუყრია თავი. ამის დასტურია ისიც, რომ რეიტინგში მე-40 ჩოგანი ბასილაშვილი ტურნირზე მეექვსე ნომრად არის განთესილი. ტურნირის საპრიზო ფონდი კი 361.800 ევროა. პირველ წრეში 28 წლის ქართველის მეტოქე იტალიელი ანდრეა არნაბოლდი იქნება, რომელიც რეიტინგში 267-ე ჩოგანია....

გასახდელში ბოთლი ისროლეს
ჩანაწერი

გასახდელში ბოთლი ისროლეს

ბრაზილიელი მათეუს კუნია „ჰერტაში” ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ის 21 წლისაა, თავდამსხმელია და ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით თამაშის მოგება შეუძლია. თუმცა, მას, როგორც ბევრს ბრაზილიელს, ხასიათის ცვალებადობა ახასიათებს. სტაბილური არ არის, რასაც გერმანიაში მაინცდამაინც არ მისალმებიან. „ჰერტას” მწვრთნელზე, ბრუნო ლაბადიაზე, კუნიას ასეთი ქცევა ეტყობა ძალიან მოქმედებს. ერთი მხრივ მას ფორვარდის თამაში მოსწონს და მისგან ბევრს ელის, მეორე...

ტოტენჰემი ავტობუსს ეძებს
ჩანაწერი

ტოტენჰემი ავტობუსს ეძებს

ინგლისში იხუმრეს, ის დროა, „ტოტენჰემში” ვინმემ გაიხსენოს თავგადახსნილი ავტობუსი სად დააყენეს, მტვერი გადაწმინდონ და შეამოწმონ, დადის თუ არაო. „დეზებს” 13 წელიწადია არაფერი მოუგიათ და აი, ახლა, „კარაბაოს” ანუ ლიგის თასამდე ერთი ნაბიჯღა აკლიათ. მუსა სისოკოსა და სონის გოლებით მათ „ბრენტფორდს” რთულ ბრძოლაში 2:0 მოუგეს და ფინალში გავიდნენ. „ბრენტფორდი” ჩემპიონშიფის გუნდია, რომელიც მნიშვნელოვანი თასის ნახევარფინალს ისტორიაში...

მესი და რამოსი ერთ გუნდში
ჩანაწერი

მესი და რამოსი ერთ გუნდში

ესპანურ მედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსმა უკვე აცნობა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, რომ ფრანგულ პსჟ-ში აპირებს გადასვლას. მისი თქმით, პარიზელთა ხელმძღვანელობა ტოპ-კლუბის შენებას მისი და ლეო მესის ირგვლივ აპირებს. შესაძლოა, ეს რამოსის მხრიდან ერთგვარი ფანდიც იყოს. 34 წლის ვეტერანს „რეალმა“ კონტრაქტის ორი ვარიანტი შესთავაზა. პირველი ერთწლიანია და ხელფასი იგივე რჩება, ორწლიანი კი ჯამაგირის 10...

ლაპორტა ფავორიტია
ჩანაწერი

ლაპორტა ფავორიტია

„ბარსელონა“ არჩევნების მოლოდინშია. როგორც იცით, 24 იანვარს კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. კანდიდატი ცხრაა… ცნობილმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ, Mundo Deportivo-მ, წინასაარჩევნო გამოკითხვა ჩაატარა. შედეგების მიხედვით, „ბარსელონას“ 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოგების ფავორიტი კლუბის ყოფილი ხელმძღვანელი ჟოან ლაპორტაა, რომელსაც სხვა კანდიდატებთან შედარებით საგრძნობლად დიდი უპირატესობა აქვს. ლაპორტას მხარს გამოკითხულთა 52.3% უჭერს, მეორე ადგილზე ვიქტორ ფონტია, რომელსაც...

ერთგულები და… თითქმის ერთგულები
ჩანაწერი

ერთგულები და… თითქმის ერთგულები

კარიერა ერთ კლუბში. არც ერთი მატჩი სხვა კლუბში… არიან ფეხბურთელები რომლებიც მხოლოდ ერთ კლუბთან ასოცირდებიან და თითქმის მთელი კარიერა ერთ ადგილას გაუტარებიათ (მაგ. ჯიჯი ბუფონი, სტივენ ჯერარდი) მაგრამ სწორედ ეს „თითქმის“ არის ის, რის გამოც ისინი „ყველაზე ერთგულ 11 საუკეთესოს“ შორის ვერ მოხვდნენ… აქ კი იმ ვარსკვლავების თერთმეტეული ნახეთ, რომლებიც ბოლომდე ერთი კლუბის ერთგულები დარჩნენ....