სულ ასეთი კარგი ამბები დაგვბედებოდეს: 2021 წლის ბოლოს ესპანურმა „ვალენსიამ“ თბილისის „დინამოსგან“ გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტი გამოისყიდა. 21 წლის ქართველი მეკარე ვალენსიაში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. ცხადია, იქამდე თუ კიდევ არ მოაწონა გიორგიმ ესპანელებს თავი და კონტრაქტი გააგრძელებინა. მამარდაშვილის მიმართ „ღამურების“ ინტერესი წინა ევროსარბიელზე წარმატებული და თავდაჯერებული თამაშის შემდეგ დაიწყო. გიორგი „დინამოს“ აღზრდილია, თუმც თბილისის „ლოკომოტივში“...
წელი: 2021
მანჩესტერმა ამოისუნთქა
რალფ რანგნიკის პირველი პერიოდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ რთული გამოდგა. ამიტომ, ვითარების განმუხტვისთვის ასეთი მოგება მისწრება იყო: 3:1 „ბარნლისთან“. და აქ მხოლოდ ანგარიშზე არ ვამახვილებთ ყურადღებას, თამაშის ხარისხიც კარგი გამოვიდა. არადა, რა არის დასამალი, „ოლდ ტრეფორდის“ გარშემო უკვე კამათობენ იმის შესახებ, შეძლებს თუ არა გერმანელი მწვრთნელი ისეთი კალიბრის გუნდის გაძღოლას, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“. თავად განსაჯეთ, აქამდე იყო...
დემბელემ იუვე დაიბევა და ძიებას აგრძელებს
ოსმან დემბელეს „ბარსელონაში“ რთული პერიოდი უდგას. რამდენიმე კვირის წინ კლუბი მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობდა, მაგრამ ხელფასად ფეხბურთელისთვის არასასურველ თანხას სთავაზობდა. „ბარსელონას“ მიაჩნია, რომ გადაჭარბებული ჯამაგირები აღარ უნდა დანიშნოს. რასაკვირველია, ლაპარაკია კლუბის აზრით გადაჭარბებულ გასამრჯელოებზე. საბოლოოდ, ფრანგსა და ესპანურ კლუბს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა და როგორც კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა“ შეიტყო, დემბელეს აგენტს „იუვენტუსთან“ გაუკვაჭავს საქმე. ზაფხულში...
ატლეტიკო კოვიდს ებრძვის
დიეგო სიმეონე, კოკე, ანტუან გრიზმანი, ექტორ ერერა და ჟოაო ფელიქსი — ასეთია მადრიდის „ატლეტიკოს“ კოვიდინფიცირებულთა სია. ინფორმაცია „ატლეტიკოს“ შესახებ დაემატა ლა ლიგის გუნდებში Covid 19-ის ახალი ძალით გავრცელების ამბავს. „ბარსელონას“ უკვე ათი ავადმყოფი ჰყავს, „რეალმა“ კი ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ კიდევ ოთხი ინფიცირებული შეემატა. „ატლეტების“ განცხადებაში წერია, რომ მათი ავადმყოფები უსიმპტომოები არიან და შესაბამისი პროფილის ექიმების...
ბარსელონას კორონამ ტიკი-ტაკა ჩაუტარა
კორონავირუსმა დიდი კლუბი და დანდობა არ იცის — დაავადება „ბარსელონას“ კიდევ სამ ფეხბურთელს შეეყარა. ახლა, „ბლაუგრანაში“ სულ 10 ინფიცირებულია. სამნი, რომლებიც ადრე დაავადებულებს მიემატნენ არიან სერჟინიო დესტი, ფილიპე კოუტინიუ და ეზ აბდე. შეგახსენებთ, რომ კვირას „ბარსელონას“ მალიორკაზე აქვს თამაში. კლუბმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც წერია, რომ სამივე ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და შინ არის, თვითიზოლაციაში....
რეალის აღზრდილი ბარსელონაში?
ჩავის „ბარსელონაში“ ალვარო მორატას მიყვანა სურს. მადრიდის „რეალის“ აღზრდილი (15 წლის ასაკიდან), რომელიც ახლა „იუვენტუსშია“… ფორვარდი, რომელიც ბევრს არ უყვარს მომენტების განიავების გამო და ხშირად ამით GIF-ებსაც ქმნიან ხოლმე. ტრანსფერი რეალური ყოფილა. ესპანური და იტალიური პრესა წერს, რომ ჩავი პირადად ესაუბრა მორატას. მორატა „ატლეტიკოს“ ეკუთვნის და „იუვეში“ იჯარითაა, თუმცა ტურინელებს გამოსყიდვის უპირატესი უფლება აქვთ. ახლა...
მეკვლე მეტრეველი იქნება
ახალ წელს ქართული სპორტის მეკვლე ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი იქნება, რომელიც 1 იანვარს სათამაშოდ ფედერეკო დელბონისთან გავა. ეს იქნება ATP Cup-ის D ჯგუფის პირველი მატჩი საქართველოსა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მოგვიანებით კორტი საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების ლიდერებს, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და დიეგო შვარცმანს დაეთმობათ, შემდეგ კი წყვილთა მატჩის მონაწილეებიც გაირკვევა. ATP Cup-ზე საქართველოს ნაკრები 3 იანვარს პოლონეთს...
რემზი – წუთში თითქმის 9000 ევრო
იტალიურმა Tuttosport-მა გამოთვალა, რა უჯდება „იუვენტუსს“ აარონ რემზისთან თანამშრომლობა. სათამაშო წუთებით თუ ავიღებთ, რემზი უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუს შემთხვევაში იყო… უელსელმა 2021 წელს ჯამში 840 წუთი გაატარა მინდორზე და ხელფასით გამოდის, რომ ერთ წუთში 8 928 ევროს უხდიან. ისე, რემზის წლიური ხელფასი 7 მილიონი ევროა. კრიშტიანუ რონალდუმ 11 507 წუთი ითამაშა და წუთში 7 821...
რაინდობის გზაზე საგადასახადო ეჩხირებოდა
საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო ამბები დიდ ბრიტანეთშიც ხდება. ასე მაგალითად, ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექემი ბოლოს და ბოლოს რაინდი გახდება, რადგან… სახელმწიფოსთან ანგარიში გაასწორა. არა, რაინდი იმიტომ კი არ გახდება, რომ ხაზინასთან ურთიერთობა გაარკვია, არამედ იმიტომ, რომ ხაზინამ მისი სტატუსი წითლიდან მწვანედ შეცვალა და ახლა შეიძლება აღსრულდეს ის, რაც 2013 წელს უნდა მომხდარიყო. ინგლისის ნაკრების...
ტუხელი სულელი ხომ არ არის
თომას ტუხელის აზრით, როდესაც გუნდში ამდენი კოვიდინფიცირებული და დაშავებულია, ჩემპიონობაზე ფიქრი დიდი გულუბრყვილობაა. შინ, „ბრაიტონთან“ ნათამაშევი 1:1-ს გამო „ლურჯებმა“ ბურთი და მოედანი „მანჩესტერ სიტის“ დაუთმეს. არადა, რომელუ ლუკაკუს მიერ 28-ე წუთზე გატანილი გოლით ლონდონელები იგებდნენ. მათ სამწუხაროდ, დენი ველბეკმა 90+1 წუთზე გაქვითა. თუმცა, ტუხელის გუნდისთვის ყველაზე დიდი დარტყმა მაინც რის ჯეიმსის ტრავმა იყო. მან პირველ...









