იტალიურმა Tuttosport-მა გამოთვალა, რა უჯდება „იუვენტუსს“ აარონ რემზისთან თანამშრომლობა. სათამაშო წუთებით თუ ავიღებთ, რემზი უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუს შემთხვევაში იყო…
უელსელმა 2021 წელს ჯამში 840 წუთი გაატარა მინდორზე და ხელფასით გამოდის, რომ ერთ წუთში 8 928 ევროს უხდიან. ისე, რემზის წლიური ხელფასი 7 მილიონი ევროა.
კრიშტიანუ რონალდუმ 11 507 წუთი ითამაშა და წუთში 7 821 ევრო გამოსდიოდა.
დიდი შანსია, რემზიმ ამ ზამთარს დატოვოს ტურინი. მას ისევ პრემიერლიგაში იწვევენ, ყველაზე მეტად კი ჩაფულიანებული „ნიუკასლი“ აქტიურობს.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
