დავიდ ალაბას „ბაიერნთან” კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება და სხვადასხვა კლუბთან მოლაპარაკებისთვის ხელ-ფეხი ხსნილი აქვს. „მარკას” ინფორმაციით, 28 წლის ავსტრიელს ყველაზე კარგი ურთიერთობა „რეალის” წარმომადგენლებთან აქვს და მათ შორის შეთანხმებას ბევრიც არაფერი უკლია. რატომ მიდის ალაბა „რეკორდმაისტერიდან”? ხელფასზე ვერ მოილარაკეს. როგორც ამბობენ, ფეხბურთელი კვირაში 200 000 ევროს ითხოვდა. კარლ-ჰაინც რუმენიგემ, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, „ბაიერნის” დირექტორთა...
წელი: 2021
პრეზიდენტის მოლოდინში
იტალიელმა სუპერაგენტმა მინო რაიოლამ Sport1-თან ინტერვიუში თქვა, რომ ერლინგ ჰოლანდის შესახებ „ბარსელონას” პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატთან არ ულაპარაკია. რაიოლა: „მინდა გითხრათ, რომ „ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ჰოლანდის ტრანსფერის თაობაზე ერთთანაც არ მილაპარაკია. მათთან არ მილაპარაკია აგრეთვე ჩემი რომელიმე სხვა კლიენტის შესახებ. არც ვაპირებ. აი, როდესაც იანვრის ბოლოს გაირკვევა, რომელი მათგანი ჩაიბარებს კლუბს, მერე შეუძლიათ დამიკავშირდნენ”. თუ...
რატომ დაარტყა ბრაიტვაითმა?
„ბარსელონამ” 2020 წლის ბოლო შეხვედრაში „ეიბართან” 1:1 ითამაშა. ამ მატჩში დანიელმა მარტინ ბრაიტვაითმა პენალტი ვერ გაიტანა, ააცილა. აღწერილი ეპიზოდის გამო კატალონიაში ბევრი იმსჯელეს. სჯა-ბაასის მთავარი მიზეზი გახლდათ ის, თუ ლეო მესის არყოფნაში რატომ დაარტყა პენალტი დანიელმა და არა ანტუან გრიზმანმა ან მირალემ პიანიჩმა. შორიდან გამოჩნდა, რომ ბრაიტვაითი მივიდა ბურთთან, აიღო, დაარტყა და ააცილა, კატალონიის რადიომ...
პოჩეტინო ყოფილ კლუბს დაერევა
„ტოტენჰემ ჰოთსპური” ბრძოლისთვის ემზადება — მაურისიო პოჩეტინოს უგო ლორისის „პარი სენ ჟერმენში” გატაცების შესაძლებლობა არ უნდა მისცეს. ლონდონელები, როგორც ჩანს, კაპიტნის პარიზში გაქცევას მაინც არ გამორიცხავენ და სამარქაფო ვარიანტს ამზადებენ. მათ „ვესტ ბრომვიჩიდან” სემ ჯონსტონის ან „მანჩესტერ იუნაიტედიდან” დინ ჰენდერსონის გადაბირება დაუგეგმავთ. „სფურზის” ყოფილი, წარმატებული თავკაცი, არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო „პარი სენ ჟერმენში” მუშაობას დაყაბულდა. პსჟ...



