წელი: 2021

Home 2021
დე ბრუინი ხელფასზე ვაჭრობს
ჩანაწერი

დე ბრუინი ხელფასზე ვაჭრობს

კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში” 2015 წელს „ვოლფსბურგიდან” გადავიდა და „ეტიჰედზე” მსოფლიო კლასის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. ახლა მას შესაძლებლობა ეძლევა „ქალაქელებთან” ფაქტობრივად „საპენსიო” ხელშეკრულება გააფორმოს, მაგრამ არ ჩქარობს. 29 წლის ბელგიელისა და „სიტის” ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლამდეა, კლუბის ბოსებს კი უნდათ, რომ დე ბრუინი მათთან 2025 წლამდე დარჩეს. ცხადია, კონტრაქტის ვადის ასეთ გახანგრძლივებას ხელფასის მნიშვნელოვანი გაზრდაც...

ბარსას კოვიდმა შეუტია
ჩანაწერი

ბარსას კოვიდმა შეუტია

„ბარსელონამ” სამშაბათს ვარჯიში გააუქმა. მიზეზი: სტაფის ორ წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდა. გადაიდო რონალდ კუმანის პრეს-კონფერენციაც, რომელიც 1 საათზე იყო დანიშნული. კატალონიური კლუბის მთელი შემადგენლობა, ფეხბურთელებიან-მოსამსახურეებიანად დამატებითი PCR ტესტების ჩასატარებლად წაიყვანეს. „ბარსას” ოფიციალურ განცხადებაში წერია: „ორშაბათს ჩატარებული PCR ტესტების შედეგად გაირკვა, რომ პირველი გუნდის სტაფის ორ წევრს covid 19 სჭირს. ამის შესახებ კლუბმა დაუყოვნებლივ შეატყობინა სპორტულ და...

მუხლებზე დაეცა და ატირდა
ჩანაწერი

მუხლებზე დაეცა და ატირდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს ახალი, გამკაცრებული რეგულაციების გამოცხადება ხეირიანად დაწყებულიც არ ჰქონდა, რომ „საუთჰემპტონისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა დენი ინგსმა თავისი ყოფილი გუნდის, „ლივერპულის” დაცვას აჯობა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა — 1:0. პრემიერი ბრიტანელების წინაშე ზუსტად საღამოს 8 საათზე გამოვიდა, როდესაც „საუთჰემპტონისა” და „ლივერპულის” შეხვედრა დაიწყო. ჯონსონმა ხალხს უთხრა, რომ ამიერიდან ლოქდაუნი...

მესი შემადგენლობაში ვერ მოხვდა
ჩანაწერი

მესი შემადგენლობაში ვერ მოხვდა

ამასაც მოვესწარით: ვიღაცამ გაბედა და ლეო მესი შემადგენლობის მიღმა დატოვა. ეს „ვიღაც“ არც მეტი, არც ნაკლები, ფრანგული გამოცემა L’Eguipe გახლავთ. ფრანგებმა 2020 წლის სიმბოლური ნაკრები 4-4-2 სისტემით შეადგინეს და მასში მესის ადგილი ვერ ნახეს. საუკეთესო 11-ეული ასე გამოიყურება:

კარი სამქულიანებს უტევს
ჩანაწერი

კარი სამქულიანებს უტევს

სტეფ კარი რომ ქულუხვი ბიჭია, მთელმა საკალათბურთო სამყარომ იცის. „გოლდენ სტეიტის“ მთავარმა ლიდერმა ამ დილით კარიერის რეკორდი დაამყარა და „პორტლენდთან“ (137:122) მატჩში 62 ქულა მოინაგრა. სტეფმა 31-დან 16 სროლა გამოიყენა, აქედან 16 იყო სამქულიანი და რვამ მიზანს უწია. შედეგად, კარის კარიერაში უკვე 2500 სამქულიანი მოუგროვდა და ახლა ორი MVP-ის ტიტულის მფლობელის წინ მხოლოდ ორი კალათბურთელია...

პელეს არ ასვენებენ
ჩანაწერი

პელეს არ ასვენებენ

„იუვენტუსმა” „უდინეზეს” 4:1 მოუგო, კრიშტიანუ რონალდუმ ოთხიდან ორი გაიტანა და გადაასწრო პელეს, რომელსაც 1956-77 წლებში, „სანტოსში”, ნიუ იორკის „კოსმოსსა” და ბრაზილიის ნაკრებში 757 გოლი აქვს გატანილი. ახლა, „იუვენტუსის” 35 წლის თავდამსხმელი ფეხბურთის ისტორიაში მეორე ბომბარდირია. რონალდუმ უდინელთა კარში თავისი 757-ე და 758-ე გოლები შეყარა და ახლა ერთით ჩამორჩება ჩეხ-ავსტრიელ იოჟეფ ბიკანს (გერმანული წაკითხვით იოზეფ ბიცანს)...

პეპბურთი სტემფორდ ბრიჯზე
ჩანაწერი

პეპბურთი სტემფორდ ბრიჯზე

სულ რაღაც 35 წუთში გაჩნდა ეჭვი, რომ „ჩელსი” პრემიერლიგაში საჩივარს შეიტანდა, კორონავირუსის მიზეზით „მანჩესტერ სიტისთან” ჩემი თამაშიც რატომ არ გადადეთო. „ევერტონს” ხომ გადაუდეს… არადა, „ევერტონი” წუწუნებდა, ჯობდა გვეთამაშაო. ახლა, უკეთესი იქნება თუ გაჩუმდება და რაც მოხდა იმას შეირგებს. მოკლედ, „ევერტონი” გადარჩა, რომ არ შეხვდა პეპ გვარდიოლას გუნდს მაშინ, როდესაც მას ექვსი წამყვანი ფეხბურთელი ავად ჰყავს...

ასენსიო ასენსიოს ემსგავსება
ჩანაწერი

ასენსიო ასენსიოს ემსგავსება

მარკო ასენსიო-ვილემსენი ძველებური ფორმის აღდგენის გზაზეა. არადა, ბევრს ეეჭვებოდა, რომ „რეალის” 24 წლის მამით ესპანელი და დედით ჰოლანდიელი შემტევი ამას შეძლებდა. ეგონათ, ასენსიო ისევე ჩაიკარგა, როგორც ბევრ იმედისმომცემ ახალგაზრდას მოსვლია. „რეალმა” 2021 წლის პირველ შეხვედრაში „სელტას” მოუგო — 2:0. ასენსიომ მეორე თავად გაიტანა, ხოლო პირველზე ლუკას ვასკესს ასისტენტობა გაუწია. ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს მუხლის ტრავმის გამო...

ამერიკა ინგლისს ინგლისში უგებს
ჩანაწერი

ამერიკა ინგლისს ინგლისში უგებს

2021 წელი იმით დაიწყო, რომ პრემიერლიგაში ამერიკელი მეპატრონეების რაოდენობამ ბრიტანელებისას გადაასწრო — ოკეანისგაღმელთა კორპორაციამ ALK Capital-მა „ბარნლი” იყიდა. აშშ-დან ინგლისში ჩასულმა ინვესტორებმა 200 მილიონი გირვანქა გადაიხადეს და კლუბის 84 პროცენტი შეიძინეს. ამრიგად, „ბარნლის” თავმჯდომარის თანამდებობა მაიკ გარლიკისგან ვინმე ალან პეისმა გადაიბარა, რომელიც მწვრთნელ შონ დაიკს უახლოეს მომავალში დიდ მხარდაჭერას დაჰპირდა. ახალმა თავმჯდომარემ თქვა: „ჩვენ მზად...

დე ხეაზე გული ერევა
ჩანაწერი

დე ხეაზე გული ერევა

„ასტონ ვილასთან“ 2:1 მოგებული შეხვედრა სარეკორდო აღმოჩნდა მანკუნიანელთა მეკარე დავიდ დე ხეასთვის – მან „მანჩესტერის“ მაისური 327-ედ მოირგო. ეს საუკეთესო შედეგია არაბრიტანელ ფეხბურთელთა შორის. მანამდელი რეკორდი (326) როი კინს ეკუთვნოდა და 15 წელიწადი ვერავინ გაეკარა. როი კინს ეკუთვნის ყველაზე სკანდალური გამონათქვამი დე ხეას მისამართით: „ის ყველაზე უფრო გადაჭარბებულად შეფასებული მეკარეა. დე ხეაზე გული მერევა“. ბრიტანელების ჩათვლით...