პსჟ ნეიმარს ყიდის

Home კატეგორიის გარეშე პსჟ ნეიმარს ყიდის
პსჟ ნეიმარს ყიდის

I would not be at the top level if I were not serious' - Neymar hits back  at critics over party lifestyle accusations | Goal.comკლუბიდან გამოსული ინფორმაციით, პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მომავალ ზაფხულს გუნდის გადახალისებას აპირებს და მისი გეგმის შემადგენელი ნაწილი ნეიმარის გაყიდვაცაა.

ბრაზილიელის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი ევროა, არადა, გეხსომებათ, რომ თავის დროზე მასში 222 მილიონია გადახდილი.

ფაქტია, რომ ნეიმარმა პსჟ ევროპულ მწვერვალზე ვერ აიყვანა. 29 წლის ბრაზილიელის მსურველთა შორის რამდენიმე ინგლისური კლუბი და ესპანური „ბარსელონაა“.

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".