ხარობს ქომაგი. საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი მოგებული ამხანაგური მატჩით დახურა. ვილი სანიოლის გუნდს არც დასაკარგი ჰქონდა რამე და არც მოსაპოვებელი, ამიტომაც ფრანგმა სპეციალისტმა შემადგენლობაში როტაციას მიმართა და ამის მიუხედავად უზბეკეთი 1:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. მსგავსი ჩვენებს ერთა ლიგაზეც აქვთ გაკეთებული.
ეს იყო ის თამაში, სადაც უკეთესი საქართველოს ნაკრები უნდა დაგვენახა. თუმცა, ასე არ მოხდა – იყო ბევრი შეცდომა, არასწორი და გაურკვეველი გადაწყვეტილებებიც. ერთია, ბურთი მეტხანს გვქონდა, მეტს ვაკონტროლებდით და კარგი მომენტებიც შევქმენით. განსაკუთრებით, მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას შესვლის შემდეგ, რომელმაც 30 წუთში სამი მაგარი მომენტი შექმნა.
გოლი ბრიტანული გამოდგა – ფლანგზე კარგად გაისარჯა დავითაშვილი, საჯარიმოში ჩააწოდა და იქ დავით ვოლკოვმა დასწრებაზე თავით ითამაშა.
მთლიანობაში მეტოქეს ვაჯობეთ, მაგრამ სამუშაო ძალიან, ძალიან ბევრია…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
