გაბრიელ პაულისტა „ვალენსიას“ სამი კვირით გამოაკლდება. ბრაზილიელი ცენტრალური მცველი გასულ შაბათს „მესტალიაზე“ „ვილიარეალთან“ შეხვედრაში დაშავდა. მას მარჯვენა ფეხზე ორთავა კუნთი აქვს დაშავებული. გამოჯანმრთელებას 21 დღე დასჭირდება.
ამრიგად, პაულისტა კვირას, „ატლეტიკოსთან“ ვერ ითამაშებს. ის მოედანს ვერც 21 ნოემბერს, „რეალ სოსიედადთან“ შეხვედრაში დაუბრუნდება. „ღამურებს“ კიდევ გაუმართლათ, რომ ორშაბათიდან სანაკრებო თამაშები იწყება და ესპანეთის ჩემპიონატში წყვეტაა.
თუ ყველაფერი კარგად წავიდა, პაულისტა ხოსე ბორდალასის განკარგულებაში 27 ნოემბერს, „რაიო ვალეკანოსთან“ დაბრუნდება.
ლა ლიგის ბოლო ორ ტურში პაულისტას ორჯერ მოუხდა არასასურველ ეპიზოდში მონაწილეობა. ჯერ იყო და „ბეტისთან“ სტუმრად შეხვედრაში ის ბორხა იგლესიასს დაეჯახა და ნოკდაუნში ჩავარდა. ის სტადიონის ახლოს, საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ექიმებმა გამოიკვლიეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი დამართნია.
სამი დღის შემდეგ, გუნდისთვის თავდადებულმა პაულისტამ დასვენება არ ინება და „ვილიარეალთან“ მოედანზე გავიდა, მაგრამ 72-ე წუთზე იგრძნო, რომ ფეხი აწუხებდა, მეტი აღარ შეეძლო.
„ვალენსიას“ ამბებით კი იმიტომ ვინტერესდებით, რომ იქ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
