საოცარი პატრონები ჰყავს გიორგი მამარდაშვილის კლუბს „ვალენსიას” — თუკი გუნდში ვინმე კარგი ფეხბურთელი ეგულებათ, ყიდიან, გუნდის გაძლიერებაზე კი არ ფიქრობენ. ბოლო დღეებში მათ კიდევ შეამსუბუქეს შემადგენლობა. გაასხვისეს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, 33 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი გაბრიელ პაულისტა. ფეხბურთელი, რომელიც შვიდი სეზონის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა „ღამურებს”, „ატლეტიკოში” გადავიდა. მადრიდელები ახალ მოთამაშეს სავარაუდოდ პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში [...]
ჭდე: გაბრიელ პაულისტა
კალა: დრო ყველა კლოუნს თავის ადგილს მიუჩენს
„მესტალიაზე”, „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრაში მომხდარ ინციდენტს დასასრული არ უჩანს. მატჩის დამთავრების შემდეგ „კადისის” ფეხბურთელმა ხუან კალამ, რომელსაც ორი წლის წინ ვალენსიელი მუკტარ დიაკაბის შეურაცხყოფას აბრალებდნენ, დიაკაბისა და გაბრიელ პაულისტას გასაგონად საჯაროდ დაწერა: „დღეს პაულისტას და მის მეგობარს მოედანი განაწყენებულებს არ დაუტოვებიათ. დღეს არ გაუკეთებიათ განცხადებები, არ მოუტანიათ მამხილებელი ვიდეოჩანაწერები, სამაგალითო გულშემატკივრები მოწმეებად არ მოუყვანიათ. [...]
ნერვები, ბოდიში და ორი თამაში
გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა, 32 წლის ბრაზილიელმა გაბრიელ პაულისტამ ბოდიში მოიხადა — ხუთშაბათს, „რეალისა” და „ვალენსიას” შეხვედრაში მან თანამემამულის, ვინისიუს ჟუნიორის წინააღმდეგ იუხეშა. „რეალმა” „ვალენსიას” 2:0 მოუგო. ანგარიში უკვე 2:0 იყო, როდესაც ვინისიუსმა მარცხენა ფრთიდან მორიგი გარღვევა წამოიწყო. ამ დღეს მადრიდელთა თავდამსხმელი იშტაზე იყო და „ღამურების” ისედაც პრობლემებით აღსავსე დაცვას ატერორებდა. პაულისტას ნერვებმა უმტყუნა და მოწინააღმდეგეს [...]
სამეფო თასის ფინალი: ორი სტილის ბრძოლა
დღეს, შუაღამისას ესპანეთის „სამეფო თასის” ფინალია: ერთმანეთს ორი განსხვავებული სტილის გუნდი, „ბეტისი” და გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” შეხვდება. „ბეტისს” ბურთის კონტროლი და ინიციატივა უყვარს, რასაც ხოსე ბორდალასი ალბათ პრესინგს, სისწრაფეს, ზონაში შეგდებულ პასებს, ბურთის მინიმალურად დაყოვნებასა და სიზუსტეს დაუპირისპირებს. superdeports აზრით, დღევანდელი მეტოქე განსხვავდება იმ გუნდებისგან, რომელთაც „ღამურები” ბოლო პერიოდში შეხვდნენ. „კადისი”, „რაიო” და „ოსასუნა” ცდილობდნენ [...]
ვალენსიას დაცვას ტრავმაღა აკლდა
გაბრიელ პაულისტა „ვალენსიას“ სამი კვირით გამოაკლდება. ბრაზილიელი ცენტრალური მცველი გასულ შაბათს „მესტალიაზე“ „ვილიარეალთან“ შეხვედრაში დაშავდა. მას მარჯვენა ფეხზე ორთავა კუნთი აქვს დაშავებული. გამოჯანმრთელებას 21 დღე დასჭირდება. ამრიგად, პაულისტა კვირას, „ატლეტიკოსთან“ ვერ ითამაშებს. ის მოედანს ვერც 21 ნოემბერს, „რეალ სოსიედადთან“ შეხვედრაში დაუბრუნდება. „ღამურებს“ კიდევ გაუმართლათ, რომ ორშაბათიდან სანაკრებო თამაშები იწყება და ესპანეთის ჩემპიონატში წყვეტაა. თუ ყველაფერი [...]
ბარსა ფიცხელ ბრძოლაშია
„ბარსელონამ” ხუთგოლიან თრილერში გაიმარჯვა და ლა ლიგის ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა — „ბლაუგრანამ” „მესტალიაზე” „ვალენსიას” 3:2 აჯობა. სტუმართაგან ორი გოლი ლეო მესიმ გაიტანა, ერთი — ანტუან გრიზმანმა. 34 ტურის შემდეგ, 76 ქულით ლიდერობს „ატლეტიკო”, რომელსაც „რეალი” და „ბარსა” ორი ქულით ჩამორჩებიან. ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. სტუმრებმა კარგად დაიწყეს. მათი თამაში აღარ ჰგავდა იმას, რომლის გამოც [...]





