საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბრძანა, ნაკრებმა რომ სამი თამაში წააგო, ფედერაცია რა შუაშიაო? ბუნებრივია, ამ ლოგიკით, ფედერაცია არც იმასთანაა კავშირში, ჩვენს გუნდებს წლიდან წლამდე აგვისტოშივე რომ კინწისკვრით ერეკებიან ევროტურნირებიდან. ამ კვირაში ევროპის საკლუბო ტურნირების მატჩები გაიმართა, რომლებშიც უეფას წევრი 55-დან 36 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ესტონეთი იქაა, სომხეთი, აზერბაიჯანი, სლოვენია, ყაზახეთი, გიბრალტარიც კი… ბალასტი გარეთ დარჩა:...
ბათუმი: გოლები, გოლები, გოლები…
წვიმიან ბათუმში ჩემპიონატის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გაიმართა. მასპინძელმა ბათუმელებმა „ლოკომოტივს“ 7:3 მოუგეს… მათი 8:1-იც გავიხსენოთ აპრილში „შუქურასთან“ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბათუმი“ ქართულ „ბაიერნად“ ყალიბდება. ბავარიელებმა იციან ხოლმე ასეთი ანგარიშებით მეტოქეების განადგურება. „ბაიერნთან“ შედარება, ცხადია, ცოტა ხუმრობანარევია, მაგრამ მაინც. არადა, „რკინიგზელები“ ზღვისპირელთათვის ბოლო დროს უხერხული მეტოქეები არიან და პირველი ტაიმის შემდეგაც, ყველაზე თამამი მეპროგნოზეც ვერ...
ნონა გაფრინდაშვილი NETFLIX-ის წინააღმდეგ!
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ! უდიდესმა მოჭდრაკემ კალიფორნიის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. უფრო სწორად, ნონას სახელით იურიდიული პროცედურები ავტორიტეტულმა ქართულმა იურიდიულმა კომპანია BLB-მ ჩაატრა. ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს ეს კომპანია იცავს. სარჩელი გიგანტური სტრიმინგ-კომპანია Netflix-ის გახმაურებულ სერიალს, “ლაზიერის გამბიტს” ეხება. სერიალში მიზანმიმართულად არის გაჟღერებული მცდარი ცნობები ნონა გაფრინდაშვილის სრულიად უნიკალური კარიერული მიღწევების შესახებ. ფაქტების გაყალბებამ და სერიალში ნონა...
მესის მოუწყობელი პარიზული ცხოვრება
ლეო მესი პარიზში თავის გემოზე ჯერ ვერ მოწყობილა. არგენტინელი მეგავარსკვლავი ოჯახთან ერთად კიდევ სახლის ძიებაშია. მესის თანაკლუბელმა და თანამემამულემ ანხელ დი მარიამ თქვა, რომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის პარიზული ცხოვრება გარედან უფრო ლამაზად ჩანს, სინამდვილეში კი პრობლემურია. არგენტინულმა გაზეთმა „ოლემ“ დი მარიას ციტატა მოიყვანა. ნახევარმცველი ამბობს, რომ „მესის ახალი ცხოვრება არც ისე კარგია“. დი მარია:...
რიის ჯეიმსი ქურდებს კვალში უდგას
ინგლისის ნაკრებისა და „ჩელსის“ ვარსკვლავმა რიის ჯეიმსმა გაასაჯაროვა საოცარი ვიდეო სადაც ჩანს, თუ როგორ შედიან მის სახლში ქურდები, რომლებიც მედლებსა და თასებს იპარავენ. 21 წლის ფეხბურთელის თქმით, ეს ამბავი სამშაბათს მოხდა. ქურდებს ბევრ სხვასთან ერთად ევრო 2020-ის, ჩემპიონთა ლიგისა და სუპერთასის მედლებიც გაუყოლებიათ ხელს. ვინაიდან ვიდეოზე ყველაფერი შესანიშნავად ჩანს, მომხდარის დეტალურად აღწერა საჭიროდ აღარ მიგვაჩნია....
ლესტერის ფანები ნაპოლის ფანებს თავს დაესხნენ
„ლესტერისა“ და „ნაპოლის“ ევროლიგის შეხვედრა გულშემატკივართა ჩხუბით დასრულდა. ზოგმა ქამარი მოიხსნა და იარაღად გამოიყენა. დაახლოებით 100 პოლიციელი და სტიუარდი გაეშურა „კინგ პაუერ სთედიუმის“ შორეულ კუთხესთან, სადაც 250 იტალიელ ფანს საფინალო სასტვენის შემდეგ ბოთლები დააყარეს. იყო შემაძრწუნებელი სცენები, როდესაც პოლიციელები ხელკეტების ქნევით ცდილობდნენ გაეკვლიათ გზა მოჩხუბართა შორის, რამენაირად რომ დაეშორებინათ ისინი. სტადიონის ინფორმატორი დინამიკებში დაჟინებით მოუწოდებდა...
თებერვლამდე როგორ ვიკადრებდით
„პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, ბრაზილიელმა ლეონარდომ „კანალ პლუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ბარსელონადან“ ლეო მესის გადაბირების დეტალებზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ პარიზელები მესის თაობაზე „ბარსას“ პირველად 2021 წლის თებერვალში დაუკავშირდნენ. ლეონარდოს აზრით, არგენტინელი ვარსკვლავის გადაბირების ოპერაცია მისმა კლუბმა საუცხოოდ ჩაატარა. „არ უარვყოფ, რომ ბარსელონელებს რამდენჯერმე ადრეც დავუკავშირდით, — განმარტა ლეონარდომ, — მაგრამ...
ახალი რევოლუციონერი
გეხსომებათ, რამდენიმე თვის წინ ევროპის საფეხბურთო სუპერლიგა რომ დაარსდა და 12 გუნდმა ევროპული ფეხბურთის გადატრიალება მოინდომა. თუმცა, უეფამ მათი ახალი ტურნირის მცდელობა ჩანასახშივე მოსპო. შედეგად, სუპერლიგა 9 გუნდმა დატოვა და ერთგულნი მხოლოდ „ბარსელონა“, მადრიდის „რეალი“ და ტურინის „იუვენტუსი“ დარჩნენ. თუმცა, ისე ჩანს, რომ, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგას მაინცდამაინც დიდი დღე არ უწერია. ევროტურნირები საფეხბურთო...
… სამაგიეროდ ჩვენ ქართველები ვართ
იცით, რამხელა ქვეყანაა მოლდოვა? ჩვენზე პატარა. იცით, რამდენია მოლდოვას მოსახლეობა? ჩვენზე ცოტა. იცით, რამდენია მოლდოვაში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე გადაანგარიშებით? ჩვენზე ნაკლები. იცით, რომელი იყო საუკეთესო კლუბი, სადაც საუკეთესო მოლდოველ ფეხბურთელს უთამაშია – „ბაშაქშეჰირი“. იცით, რამდენი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავთ მოლდოველებს? არც ერთი. იცით, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში რა იყო საუკეთესო მოლდოვური კლუბის ყველა დროის საუკეთესო...
ბევრი გოლი და ღრიალი
პეპ გვარდიოლამ რიად მაჰრეზს ისე უღრიალა, არასდროს რომ უღრიალია. ეს ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის შეხვედრის დროს მოხდა. „მანჩესტერ სიტი“ „ლაიფციგს“ ეთამაშებოდა. ინგლისური პრესას უკვირს, მწვრთნელმა ამ ღრიალ-ღრიალში ალჟირელს ლამის ცხვირი ცხვირზე მიადო, არადა მისი გუნდი უკვე 4:2-ს იგებდა, მაჰრაზს კი პენალტი ჰქონდა გატანილიო. გვარდიოლა სრულიად იყო მწყობრიდან გამოსული. დიახ, ზოგადად ის ემოციური კაცია და ჟესტიკულაციითაც...









