რამდენი ვწერეთ კრიშტიანუ რონალდუს ახალ მანჩესტერულ სახლ-კარზე, ის კი სხვაგან გადასახლდა. მიზეზს არ იკითხავთ? თურმე დილაობით სოფლის ცხვრები აღვიძებდნენ. 36 წლის ვარსკვლავმა ერთი შვიდსაძინებლიანი აგარაკი მეორე ასეთსავე აგარაკში გადაცვალა. თამაშებს შორის კარგი დასვენება მჭირდებაო. რონალდუს ახალი საცხოვრებელი 3 მილიონი გირვანქა ღირს. ადრე ის სხვა მანჩესტერელ ფეხბურთის ვარსკვლავს ეკუთვნოდა. გეხსომებათ, როდესაც კრიშტიანუმ ირლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი...
რეკორდი თან გაიყოლა
რუსეთში ამ კაცს ხან მოღალატე ეძახეს, ხან აგენტი, არადა მასზე ტიტულოვანი და დამსახურებული ცოტა ჰყავდათ. 14 სექტემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა უროს ტყორცნაში ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონი იური სედიხი. 35 წლის წინ მისი დამყარებული მსოფლიო რეკორდი (86,74 მ.) დღემდე ხელუხლებელია. სედიხმა კარიერის ბოლოს ფრანგულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი და მეუღლესთან – ბირთვის კვრაში ოლიმპიურ...
იანგ ბოიზი მარტო რონალდუს უგებს
საინტერესო ფაქტი: შვეიცარიული „იანგ ბოიზი“ ჩემპიონთა ლიგაში მარტო იმ გუნდებს უგებს, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს. შვეიცარიულმა კლუბმა ისტორიის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მეორე მოახერხა და სულ ორჯერ მოიგო. 14 სექტემბერს ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში „იანგ ბოიზმა“ შინ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2:1 მოუგო, რომლის რიგებშიც პორტუგალიელი ირჯებოდა და ანგარიში გახსნა კიდეც. მანამდე, 2018-19 წლების სეზონში...
კარმელო ენტონი: ლეიკერსი 900 წლის ბებიაა
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ახალწვეულმა კარმელო ენტონიმ გუნდის საკმაოდ ხანდაზმულ ასაკზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს „ლეიკერსი“ NBA-ის ისტორიაში ყველაზე ასაკიან გუნდად იქცა – საშუალოდ 32,8 წელი. „ველოდით, რომ ამ თემაზე ბევრს ისაუბრებდნენ. თითქოს, სპორტში გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ ყველაფერი უნდა მიატოვო და წახვიდე. არადა, ჩვენ არ ვბერდებით – ჩვენ ვბრძენდებით. წარმოიდგინეთ, რომ იტალიურ რესტორანში მიხვედით და...
პირველად ჩემპიონთა ლიგაში
უმთავრესმა ევროტურნირმა ერთდრულად რამდენიმე თრილერი შემოგვთავაზა, მაგრამ ისტორიას ყველა ვერ შემორჩება. სევილიის „რამონ სანჩეს პისხუანზე“ კი ნამდვილად ისტორიული მატჩი შედგა. აქამდე ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში ოთხი პენალტი არასოდეს დანიშნულა, აქ კი ინებეთ – მხოლოდ პირველმა ტაიმმა დაიტია. მშრალი ქრონოლოგია ასეთი გახლავთ: 11-ე წუთი. სევილიელი დიეგო კარლოსი საკუთარ საჯარიმოში სტუმარი „ზალცბურგის“ შემტევ კარიმ ადეიემს ეუხეშა. პენალტი...
მარიხუანა დოპინგად აღარ ჩაითვლება
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო (WADA) სპორტში აქამდე აკრძალული ნივთიერების, კაბანისის სტატუსზე გადახედვას აპირებს. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ სპორტსმენებს უფლება ექნებათ მარიხუანა მოიხმარონ. WADA-ში აცხადებენ, რომ კაბანისი 2022 წლის ჩათვლით აუცილებლად ჩაითვლება აკრძალულ ნივთიერებად, რის შემდეგ მისი სტატუსის შეცვლაზე, აუცილებლად დაფიქრდებიან. გეტყვით, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით ბოლო ხმაურიანი ინციდენტი ამერიკელი მძლეოსანის, შაკირა რიჩარდსონის დისკვალიფიკაცია იყო, რის გამოც...
რონალდუს საღამო ჩაუმწარეს
კრიშტიანუ რონალდუს მორიგი ისტორიული საღამო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ათი კაცით დარჩენამ და „იანგ ბოიზთან“ 1:2 წაგებამ დაჩრდილა. საღამო რონალდუსთვის ისტორიული იმიტომ იყო, რომ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ის იკერ კასილიასს გაუტოლდა. მცირე ისტორიულ შედეგად კი ის შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებულმა პორტუგალიელმა, ლიგის პირველსავე შეხვედრაში გოლი შეაგდო. კრიშტიანუმ თანამემამულის, ბრუნო ფერნანდეშის პასით მე-13 წუთზე...
0:3 მესის შემდგომ ეპოქაში
ლეო მესის გარეშე დარჩენილმა „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაში ახალი ეპოქა შინ, „ბაიერნთან“ 0:3 დამარცხებით დაიწყო. გულშემატკივარს უნებლიედ, წამით მაინც გაახსენდებოდა 2019/20 წლების გათამაშების მეოთხედფინალი ლისაბონში, როდესაც ბავარიელებმა კატალონიელებს 8:2 მოუგეს. „რეკორდმაისტერის“ მთავარი გმირი რობერტ ლევანდოვსკი იყო. სამიდან ორი გოლი მან გაუტანა „ბლაუგრანას“, რომელიც ამ შეხვედრაში მეტოქეს ჩამოუვარდებოდა. მასპინძელთა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა რონალდ დე ბურმა 3-5-2 განლაგებით ამჯობინა...
ნეი და გოლიათი
არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ნეიმარი კალათბურთზეა შეყვარებული, რეგულარულად ადევნებს თვალს NBA-ს და ბევრ ვარსკვლავთან მეგობრობს. ამჟამად NBA-ში პაუზაა და კალათბურთელები კურორტებზე არიან მიმოფანტულნი. ასოციაციის ბოლო ორი სეზონის დაცვითი ტიპის საუკეთესო მოთამაშე რუდი გობერი კი მშობლიურ საფრანგეთში იმყოფება. ისე როგორ იქნებოდა, გობერს საყვარელი საფეხბურთო კლუბისთვის გვერდი აევლო?! ჰოდა, პსჟ-ის საფეხბურთო და „იუტა ჯაზის“ საკალათბურთო სუპერვარსკვლავების ფოტოც...
ენას რომ ძვალი ჰქონდეს…
საქართველოს ნაკრებმა ერთკვიარიან მონაკვეთში 3 მატჩი ითამაშა. როგორ ითამაშა, ახლა ამაზე არ ვლაპარაკობთ. ამაზე შოთა არველაძემ ილაპარაკა. რა თქვა, არც ამაზე შევჩერდებით, თუმცა იოლად მიხვდებით, რომ სამი სამარცხვინო წაგების შემდეგ კარგს არაფერს იტყოდა. რის გამოც ამ წერილს ვწერთ, ამის მერე მოხდა: შოთა არველაძეს უთხრეს, რომ თავისი საქმისთვის მიეხედა. თავისი საქმისთვის მიეხედა, შოთა არველაძეს: ⚽ საქართველოს...









