ნეი და გოლიათი

Home აქეთურ-იქითური ნეი და გოლიათი
ნეი და გოლიათი

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ნეიმარი კალათბურთზეა შეყვარებული, რეგულარულად ადევნებს თვალს NBA-ს და ბევრ ვარსკვლავთან მეგობრობს.

ამჟამად NBA-ში პაუზაა და კალათბურთელები კურორტებზე არიან მიმოფანტულნი. ასოციაციის ბოლო ორი სეზონის დაცვითი ტიპის საუკეთესო მოთამაშე რუდი გობერი კი მშობლიურ საფრანგეთში იმყოფება.

ისე როგორ იქნებოდა, გობერს საყვარელი საფეხბურთო კლუბისთვის გვერდი აევლო?!

ჰოდა, პსჟ-ის საფეხბურთო და „იუტა ჯაზის“ საკალათბურთო სუპერვარსკვლავების ფოტოც გამოცხვა, რომელმაც ერთ დღეში მოიარა სოციალური ქსელები – მეტისმეტად სახალისოა გაბარიტებში სხვაობა.

No description available.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".