
ლეო მესი პარიზში თავის გემოზე ჯერ ვერ მოწყობილა. არგენტინელი მეგავარსკვლავი ოჯახთან ერთად კიდევ სახლის ძიებაშია.
მესის თანაკლუბელმა და თანამემამულემ ანხელ დი მარიამ თქვა, რომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის პარიზული ცხოვრება გარედან უფრო ლამაზად ჩანს, სინამდვილეში კი პრობლემურია.
არგენტინულმა გაზეთმა „ოლემ“ დი მარიას ციტატა მოიყვანა. ნახევარმცველი ამბობს, რომ „მესის ახალი ცხოვრება არც ისე კარგია“.
დი მარია: „როდესაც ლეო სადილად მიდის, ყოველთვის მოტოციკლები ან მანქანები ახვევია. მაგრამ, აქაურმა ხალხმა სხვისი პატივისცემა იცის და თუ ჩვენ სადმე შევდივართ, ყველა თავს გვანებებს. თუმცა, წასასვლელი მაინცდამაინც არსად გვაქვს“.
მესის პარიზში სახლი ჯერ არ აქვს. ის, მისი მეუღლე ანტონელა და სამი შვილი სასტუმრო „როიალ მონსოში“ ცხოვრობენ.
ეს გახლავთ ოტელი, რომლის ყველაზე იაფი ნომერი დღე-ღამეში 1000 ევროა. მას აქვს ექვსი რესტორანი და კინოთეატრი.
„როიალ მონსო“ გაიხსნა 1928 წელს. ცნობილ ადამიანთა შორის, ვისაც ამ სასტუმროში უცხოვრია, იყვნენ უინსტონ ჩერჩილი და რობერტ დე ნირო.
ამბობენ, რომ 2017 წელს, სანამ პარიზში სახლს შეარჩევდა, ამავე სასტუმროში ცხოვრობდა ნეიმარი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
