დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებული კრიშტიანუ რონალდუს დებიუტს ელოდებიან და 2003 წლის ამბავს იხსენებენ, როდესაც 18 წლის პორტუგალიელმა პირველად ითამაშა ამ კლუბის მაისურით „ბოლტონის“ წინააღმდეგ. იმ თამაშში რონალდუმ კამერუნელ ერიკ ჯემბა-ჯემბასთან ერთად შედგა მოედანზე ფეხი. ჯემბა-ჯემბაც პირველად თამაშობდა მანჩესტერული გუნდის სახელით. ჯემბა-ჯემბა დღეს 40 წლის არის და იგონებს: „კრიშტიანუს და მე „ბოლტონთან“ ერთად გვქონდა დებიუტი. იმ...
შოკოლადის რონალდუ
ქალბატონმა მარია დოლორეშ დუშ სანტუშ ავეირუმ სოციალურ ქსელში საინტერესო ფოტო დადო. ინტერნეტში ფოტოთი ვინ გინდა გააკვირვო, მაგრამ ეს ქალბატონი კრიშტიანუ რონალდუს დედა გახლავთ და ფოტოზე შვილის შოკოლადის სკულპტურასთანაა გადაღებული. ფოტოს წარწერა ახლავს: “ვინმეს ხომ არ გსურთ შოკოლადი? ეს მხოლოდ ჩემია!”. ფიგურა მთლიანად შოკოლადისაა და ნატურალურ ზომებშია შესრულებული. “ქმნილების” ავტორი პორტუგალიელი კულინარი ჟორჟე კარდოზუ გახლავთ. მან...
მესიმ პელეს გადაასწრო
ლეო მესი სამხრეთ ამერიკის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლივიასთან (3:0) მატჩში მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. შედეგად, „ალბისელესტეს“ კაპიტანს 79 გოლი დაუგროვდა და ლეგენდარული პელე, რომლის რეკორდი, 77 გოლი, აქამდე ხელშეუხელებელი იყო, უკან მოიტოვა. შეგახსენებთ, რომ სანაკრებო დონეზე რეკორდი მესის მუდმივ მეტოქეს, კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის, რომელმაც სექტემბრის სანაკრებო მატცებისას ირანელ ალი...
US OPEN: უილიამსი-ჰინგისი მეორდება
აშშ-ის ღია პირველობის სტარტზე ასეთ პროგნოზს ნამდვილად ვერავინ გააკეთებდა. 1999 წლის შემდეგ „დიდი მუზარადის“ ტურნირს თინეიჯერული ფინალი არ ჰქონია. მაშინ იმავე ნიუ-იორკში 17 წლის სერენა უილიამსმა 18 წლის მარტინა ჰინგისი დაამარცხა. ამჯერად სლემტიტულს 19 წლის კანადელი ლეილა ფერნანდეში და 18 წლის ბრიტანელი ემა რადუკანუ გაითამაშებენ. ლეილა ფერნანდეშმა წარმოუდგენლად რთული გზა გაიარა ფინალამდე. თავად განსაჯეთ: მესამე...
მას ემუქრება სათადარიგოთა სკამი
კატალონიური გაზეთი „სპორტი“ „ბარსელონას“ მთავარი მოქიშპის მადრიდის „რეალის“ საქმეებს მიმოიხილავს და ვარაუდობს, რომ „თეთრები“ შეცდნენ, როდესაც „რენისგან“ 18 წლის ედუარდო კამავინგა იყიდეს. მადრიდელებს კამავინგა 30 მილიონი ევრო დაუჯდათ, მაგრამ შედეგების მიხედვით ამ თანხას შეიძლება კიდევ 15 მილიონი დაემატოს. ფრანგულ კლუბთან ნახევარმცველის კონტრაქტს ვადა გაისად ზაფხულში უნდა გასვლოდა. „სპორტი“ ფიქრობს, რომ კამავინგა „რეალის“ თავკაც კარლო ანჩელოტის...
მსოფლიოს ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ და სხვა
არსენ ვენგერმა ევროპელების პროტესტი აინუნში არ ჩააგდო და დოჰაში, ვეტერანი ვარსკვლავების წინაშე თავისი ახალი პროექტის წარდგინება მოაწყო. გეგმა მსოფლიოს ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას ეხება. ვენგერი ამტკიცებს, რომ მისი (იგივე ფიფას) პროექტი ფეხბურთელების გადაღლას შეამცირებს, თამაშის ხარისხს აამაღლებს და სანაკრებო მატჩების რაოდენობასაც შეკვეცავს. ფიფა, რომელსაც მხარს ევროპის გარდა სხვა კონტინენტები და მათი ფედერაციები სავარაუდოდ დაუჭერენ,...
ზოგი არსენალშიც არ იცრება
მიკელ არტეტა „არსენალში“ დაუსრულებელმა კოვიდპრობლემებმა დაღალა. ამჯერად, სანაკრებო კვირეულის დასრულების შემდეგ, მის 28 წლის შვეიცარიელ ფეხბურთელს გრანიტ ჯაკას მოუწია შინ დარჩენა. მას covid 19 შეეყარა. არტეტა, რომელიც 2020 წლის მარტში თავად პრემიერლიგის პირველი კოვიდინფიცირებული გახლდათ, ამბობს: „ჩვენ არ გვინდა ვირუსის ლუკმა გავხდეთ, ამიტომ ის ფეხბურთელები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, გარკვეულ ასპექტებში შეიზღუდებიან. თუკი ფეხბურთელი აუცრელია,...
გერმანიამ მოიგო და გადარჩა
გერმანიის ნაკრები ავიაკატასტროფას გადაურჩა. ბუნდესნაკრები რეიკიავიკში, ისლანდიის ნაკრებთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის 4:0 მოგების შემდეგ სამშობლოში ბრუნდებოდა, მაგრამ გზაში პრობლემები შეექმნა. ისლანდიიდან მათი თვითმფრინავი ჩვეულებრივ აფრინდა, მაგრამ პრობლემები შოტლანდიის ცაზე შეიქმნა. როგორც გერმანული მედია წერს, თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა და ავარიული დაშვება აუცილებელი გახდა. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და თვითმფრინავი ედინბურგის აეროპორტში მშვიდობიანად...
კობიაშვილი და პოლიტბიურო
აი, ქართულ ფეხბურთზე ბრეჟნევი რატომ უნდა გაგახსენდეს?! უფრო სწორად, ანეკდოტი, რომელიც „უძრაობის ხანად“ წოდებულმა იმ ეპოქამ დაგვიტოვა – ბრეჟნევი თავის სპეცვაგონში ზის და პოლიტბიურო ვაგონს აჯანჯღარებს, რომ მოძრაობის ილუზია შეუქმნასო. დაახლოებით ასეთ დღეში ვართ: ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგი ვაგონში ზის და ფეხბურთის ფედერაცია აჯანჯღარებს. განსხვავება ისაა, რომ თავს აღარავინ იტყუებს. თუ არ გჯერათ, სფფ-ის ვებ...
ესპანეთმა კოსოვოში მოიგო და ლიდერია
მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევ B ჯგუფში, ესპანეთის ნაკრებმა კოსოვოს სტუმრად მოუგო 2:0 და ვინაიდან საბერძნეთმა შვედეთს 2:1 აჯობა, ცხრილში ლაღად ლიდერობს, თუმცა კონკურენტზე ორი თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. ესპანელთა გოლები გაიტანეს პაბლო ფორნალსმა და ფერან ტორესმა. შედეგად, სექტემბრის სამ თამაშში „ლა როხამ“ 9 შესაძლებლიდან 6 ქულა შეიმატა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მხოლოდ გამარჯვებული...









