ქალბატონმა მარია დოლორეშ დუშ სანტუშ ავეირუმ სოციალურ ქსელში საინტერესო ფოტო დადო. ინტერნეტში ფოტოთი ვინ გინდა გააკვირვო, მაგრამ ეს ქალბატონი კრიშტიანუ რონალდუს დედა გახლავთ და ფოტოზე შვილის შოკოლადის სკულპტურასთანაა გადაღებული. ფოტოს წარწერა ახლავს: “ვინმეს ხომ არ გსურთ შოკოლადი? ეს მხოლოდ ჩემია!”. ფიგურა მთლიანად შოკოლადისაა და ნატურალურ ზომებშია შესრულებული. “ქმნილების” ავტორი პორტუგალიელი კულინარი ჟორჟე კარდოზუ გახლავთ. მან სკულპტურაზე მუშაობას 200 საათი მოანდომა. როგორც კარდოზუ ამბობს, შთაგონება ევროპის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების გამარჯვების შემდეგ ეწვია. ფიგურა მომცრო კვარცხლბეკთან ერთად 120 კილოგრამს იწონის. თავად რონალდუს ერთობ მოეწონა ტყუპისცალი და ავტორის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაუშირებია. შოკოლადის რონალდუმ მისივე სახელობის მუზეუმში დაიდო ბინა.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
