560 დღიანი განშორების შემდეგ, „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნდა და „სელტას“ 5:2 მოუგო. ქარიმ ბენზემამ ჰეთ-თრიქი შეასრულა. დარჩენილი ორი გოლი ვინისიუსმა და 18 წლის ახალწვეულმა ედუარდო კამავინგამ გაიტანეს. ვინისიუსმა გიჟივით იზეიმა, მაყურებლებში ავარდა. „სელტამ“, თავის მხრივ, პირველ ტაიმში ორჯერ შეაგდო, ორჯერ დაწინაურდა (1:0 და 2:1), მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდთან გამკლავება მისთვის მეტისმეტი აღმოჩნდა. განახლებულ ლეგენდარულ სტადიონზე...
მამარდაშვილის ვალენსია სამეულშია
ოთხი ტურის შემდეგ, ლა ლიგის ცხრილს 10 ქულით „რეალი“, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ და „ატლეტიკო“ ლიდერობენ. სეზონის წინ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ „ღამურები“ ასეთ კამპანიაში ამოყოფდნენ თავს. ცხრილის ზედა სამეულში უმალ „ბარსელონას“ დაასახელებდნენ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. მეხუთე ტურში კი მამარდაშვილის გუნდი უკვე სერიოზული გამოცდის წინაშე წარსდგება — ის „მესტალიაზე“ „რეალს“ უმასპინძლებს. „რეალი“არც „ხეტაფეა“ (1:0), არც...
რადუკანუ – ჩოგბურთის კონკია
ეს მართლაც ზღაპრის სიუჟეტია. სამი თვის წინ, 8 ივნისს, 18 წლის ემა რადუკანუ მსოფლიოს 366-ე ჩოგანი იყო და WTA ტურის ტურნირის ძირითად ბადეში პირველად ითამაშა. როგორც ბრიტანეთის ახალგაზრდა ჩოგბურთელთა პროგრამის სტიპენდიანტმა, ნოტინგემის ტურნირის “ველური ბარათი” მიიღო და… პირველივე წრეში დამარცხდა. მომდევნო სამ თვეში მან სულ სამ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და აქედან ორი “დიდი მუზარადის” იყო....
ტიაგო კესიეში გავცვალოთო
„ლივერპულის“ ვარსკვლავი ტიაგო ალკანტარა შეიძლება „ენფილდ როუდიდან“ წავიდეს. 30 წლის ბრაზილიური წარმოშობის ესპანელმა იურგენ კლოპის გუნდსა და ტაქტიკას ფეხი ვერ აუწყო, რის შესახებაც გერმანელი ვეტერანი დიტმარ ჰამანი თავის ბლოგში მხარეებს ჯერ კიდევ როდის აფრთხილებდა. მერსისადიზე თამაშის პერიოდში ტიაგო მეტწილად სათადარიგოთა სკამზე ზის. იტალიური წყაროების თანახმად ალკანტარა, რომელიც 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონის მაზინიოს ვაჟია, იანვარში შეიძლება...
ჰოლივუდის სადარი დაბრუნება
კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებას დიდი ხმაური ახლდა. იყვნენ ისეთებიც, ვისაც ეჭვი ეპარებოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ პორტუგალიელის დებიუტი ამხელა აჟიოტაჟის შესაფერისი ვერ იქნებოდა და შაბათ საღამოს გარდაუვალი იმედგაცრუების წამს ელოდნენ, მაგრამ მათ რონალდუ არ ცოდნიათ. მსოფლიო ფეხბურთის დიდმა ვარსკვლავმა ჰოლივუდის დარი საღამო ოსკაროსნის ბრწყინვალებით დაამშვენა — „ნიუკალს იუნაიტედის“ კარში პირველი ორი გოლი შეაგდო და ფრთაშესხმულ...
დონარუმა იტალიაში ბრუნდებაო
არ გაგიკვირდეთ, თუ ჯანლუიჯი დონარუმა უკვე ამ ზამთარს იტალიაში დაბრუნდეს, მაგრამ არა „მილანში“, არამედ „იუვენტუსში“. დონარუმა პსჟ-ში ამ ზაფხულს გადაბარგდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. 22 წლის გოლკიპერს დიდი მიზნები ჰქონდა, მაგრამ პარიზელთა მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო სრულად ენდობა კეილორ ნავასს. შესაბამისად, ჯანლუიჯი დონარუმას სათადარიგოთა სკამის ხეხვა უწევს, რაც იტალიელის სანაკრებო კარიერას ნამდვილად ვერ წაადგება. ასეთ პირობებში...
ნეიმარი მამამ გაყიდა
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჟოან ლაპორტა „ბარსელონაში“ ნეიმარის დაბრუნებას გეგმავდა. მან ამ მიზნით პარიზში ორი წარმომადგენელი მიავლინა, რომლებიც პირადად შეხვდნენ ბრაზილიელს. იმ საუბრისას ნეიმარმა არ დამალა, რომ თავადაც გულით სურდა „ბარსაში“ დაბრუნება. მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა. ამ საუბრიდან მეორე დღეს პსჟ-ის ერთ-ერთმა ბოსმა ნეიმარის მამის ანგარიშზე 20 მილიონი ევრო ჩარიცხა, რამდენიმე დღეში კი ნეიმარმა პარიზში დარჩენის...
ფიფა ქვეყანას ეძებს
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას ეძებს. საქმე ის არის, რომ იაპონიის მთავრობამ უარი თქვა ამ ტურნირის მასპინძლობაზე, მიზეზად კი, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაცია დაასახელა. შეგახსენებთ, რომ იაპონია უარის თქმას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც აპირებდა, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა. შესაძლოა, უარი არც ახლა თქვან, მაგრამ ორგანიზატორებს კოვიდ-რეგულაციების გამო შეზღუდვების დაწესება მოუწევთ. სავარუდოდ, ფიფა ახალ...
ჯოკოვიჩის ნაბიჯი სასწაულამდე
სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ერთადერთი გამარჯვება აშორებს მიღწევამდე, რომელიც მას ლეგენდათა შორისაც კი გამორჩეულად აქცევს. თუკი კვირას ნოვაკი US OPEN-ის ფინალში რუს დანიილ მედვედევს დაამარცხებს, კარიერაში 21-ე სლემტიტულს მოიპოვებს და ვაჟთა ჩოგბურთის ერთპიროვნული რეკორდსმენი შეიქნება. სადღეისოდ ის რეკორდს (20-20 სლემტიტული) როჯერ ფედერერთან და რაფაელ ნადალთან იყოფს. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, რაც აშშ-ის ღია პირველობის ამ...
ალექსანდერ-არნოლდი ათი მეტრით წინ
„ლივერპულის“ გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ინგლისელ კოლეგას გარეთ საუთგეიტს უსაყვედურა. კლოპის აზრით, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველია და ნაკრებში მისი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაყვანა შეცდომაა. 22 წლის ლივერპულელმა გასულ შაბათს ანდორასთან სანაკრებო შეხვედრის პირველ ტაიმში, მოედნის შუაში თამაში დააჭაშნიკა. ინგლისმა ანდორას 4:0 მოუგო და I ჯგუფს 16 ქულით ლიდერობს. მოსაზრებამ, რომ ალექსანდერ-არნოლდს ნახევარმცველობაც შეუძლია, არ...









