გერმანიის ნაკრები ავიაკატასტროფას გადაურჩა.
ბუნდესნაკრები რეიკიავიკში, ისლანდიის ნაკრებთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის 4:0 მოგების შემდეგ სამშობლოში ბრუნდებოდა, მაგრამ გზაში პრობლემები შეექმნა.
ისლანდიიდან მათი თვითმფრინავი ჩვეულებრივ აფრინდა, მაგრამ პრობლემები შოტლანდიის ცაზე შეიქმნა. როგორც გერმანული მედია წერს, თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა და ავარიული დაშვება აუცილებელი გახდა.
საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და თვითმფრინავი ედინბურგის აეროპორტში მშვიდობიანად დაეშვა, ხოლო პრობლემების მოგვარების შემდეგ გერმანიში გაფრინდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
