ლა ლიგის ბოლო ტურში, „ვალენსიასა“ და „ბილბაოს“ შეხვედრაში (1:1), მასპინძელთა კარში გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად მიმდინარე სეზონში პირველად ჩადგა სხვა მეკარე — 32 წლის ჯასპერ სილესენი, რომელიც ტრავმამდე გუნდის მთავარი გოლკიპერი იყო. „ვალენსიას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჰოლანდიელის მატჩისშემდგომი შთაბეჭდილებები გამოაქვეყნა.
***
ბედნიერი ვარ ძირითად შემადგენლობაში რომ დავბრუნდი და გუნდს დავეხმარე.
***
საკუთრივ თამაში პირველ ტაიმში ორივე გუნდისთვის ღია იყო. მომენტები ვერც ჩვენ შევქმენით და ვერც მეტოქემ. შემდეგ მათ ანგარიში გახსნეს. მაქსი გომესის მეორე ყვითელმა კი მდგომარეობა გაგვირთულა. მაგრამ, ჩვენ მტკიცე ხასიათი გამოვამჟღავნეთ. ათი კაცით ანგარიშის გათანაბრება შევძელით და ქულა მოვიპოვეთ.
***
ორი დამარცხების შემდეგ რთულ მდგომარეობაში ვიყავით. ახლა, „ბილბაოსთან“ ფრემ საკუთარი თავის რწმენა გაგვიძლიერა. ამ გუნდთან თამაში ყოველთვის ძნელია, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ქულა მოვიპოვეთ და ეს ძალიან კარგი იყო.
მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთ თამაშში მივიღე მონაწილეობა. ეს ადვილი არ არის, მაგრამ კალენდარი ნებისმიერი გუნდისთვის კალენდარია. ბევრი დრო არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ეს ვიცით და ჩვენსას ვაგრძელებთ.
***
შემდეგი შეხვედრა „კადისთან“ გვაქვს სტუმრად. ის რთული მეტოქეა, მაგრამ ჩვენი შემადგენლობით შევეცდებით გავიმარჯვოთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
