„რეალის” მწვრთნელად კარლო ანჩელოტი დაინიშნა, თუმცა, მანამდე მადრიდის კლუბი აქტიურად განიხილავდა მისი თანამემამულის, ანტონიო კონტეს კანდიდატურას. „თაიმზის” პოდკასტ „სატრანსფერო ფანჯრის” წამყვანმა დანკან კესტლისმა თქვა, რომ „ლოს ბლანკოსის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი კონტესთან მოლაპარაკებებსაც კი აწარმოებდა, მაგრამ კინაღამ ფეხბურთელების აჯანყება გამოიწვია. პერესს დაახლოებით ათი ფეხბურთელი დაკავშირებია და უთქვამს, თუ კონტეს მოიყვან, მე გუნდიდან წავალო. პრეზიდენტს რომ დაუნახავს...
მოკრივეების სამი ლიცენზია პარიზიდან
ქართველმა მოკრივეებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს დელეგაციას სამი ლიცენზია შემატეს. ამ ზაფხულს იაპონიის დედაქალაქში სახილ ალახვერდოვი (52), ესკერხან მადიევი (69) და გიორგი ხარაბაძე (75) გაემგზავრებიან. ჩვენებმა ლიცენზიები პარიზში მოიპოვეს, თუმცა, ტურნირი ჯერ კიდევ შარშან ლონდონში დაიწყო და კოვიდ-პანდემიის გამო შეწყდა. წლეულს კი ინგლისმა ტურნირის გაგრძელებაზე უარი თქვა და ლიცენზიები პარიზში გათამაშდა. სამივე მათგანს პირველი ბრძოლები...
ატლეტიკო სიმეონეს არ უშვებს
2020-21 წლების ესპანეთის ჩემპიონის, მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს. ესპანური მედიის ცნობით, ახალი ხელშეკრულება ესპანურ კლუბსა და არგენტინელ სპეციალისტს შორის 2024 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. შეთანხმება უკვე მიღწეულია, დარჩა მხოლოდ ფორმალური საკითხები. შეგახსენებთ, რომ სიმეონეს მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს. არგენტინელი „ატლეტიკოს“ 2011 წლიდან წვრთნის და მეორედ...
დუდუ და პერპინიანი
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში რეგულარული სეზონი დასრულდა, ხოლო პრო დ2-ში ჩემპიონი გამოვლინდა. რეგულარული „ტულუზმა“ მოიგო, ხოლო მეორეზე „ლა როშელი“ გავიდა – პარალელურად ჩემპიონთა თასის მფლობელი და ფინალისტი. ცნობისთვის, ესენი იმ იშვიათ ფრანგულ კლუბთაგანნი არიან, რომლებშიც არცერთი ქართველი მორაგბე არ ირიცხება და პლეი-ოფში მეორე წრიდანაც სწორედ ეს გუნდები ჩაებმებიან. პლეი-ოფის პირველ წრეში...
ბუსკეტსი კოვიდიანია. სწავლობენ კონტაქტებს
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ნაკრების კაპიტან სერხიო ბუსკეტსს covid-19 დაუდასტურდა. საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებულმა ტესტირებამ მხოლოდ ერთი კოვიდიანი ფეხბურთელი აღმოაჩინა და ის პროტოკოლის დაცვით, სასწრაფო დახმარების მანქანით, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. რასაკვირველია, ბუსკეტსს შეკრებაზე სხვა ადამიანებთანაც ექნებოდა კონტაქტი. ისინი გამოავლინეს და დანარჩენი ჯგუფისგან განაცალკევეს. ამიერიდან, ესპანეთის ნაკრები ვარჯიშებზეც დაიყოფა. დროებით, ფეხბურთელთა ის ჯგგუფი, რომელსაც კაპიტანთან კონტაქტი...
პარიზი მბაპეს ქალაქია
„პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კილიან მბაპეზე ჭორაობას წერტილი დაუსვა, არსად გადადისო. 22 წლის მბაპეს პარიზელებთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ანუ გაისად ამ დროს ეწურება და თუ მანამდე ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა, თავისუფალი აგენტი გახდება. ამიტომ წერდნენ წარამარა, რომ ფრანგი ფორვარდი „პარკ დე პრენსიდან” ამ ზაფხულს წავა და მას „რეალს” უკავშირებდნენ. „ყველას გასაგონად, მკაფიოდ...
თამაში, რომელიც არ უნდოდათ
ინგლისის ნაკრებმა ევრო 2020-ის წინ, ბოლო მოსამზადებელი თამაში, რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ნაკრების მიერ სტუმრად (2:1) დამარცხებულ რუმინეთს 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი მარკუს რეშფორდმა პენალტით გაიტანა. 23 წლის და 218 დღის რეშფორდი ისტორიის წიგნში შევიდა. ახლა ის არის ინგლისელთა ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი. აქამდე მაიკლ ოუენი იყო, რომელმაც გუნდს პირველად 2003-ში სლოვაკეთთან უკაპიტნა. ორივე რეკორდი მიდლსბროში,...
სანიოლმა საქართველო დაინახა
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა მეხუთე მატჩი გამართა. ყველაზე ცუდი. ჩვენები ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდნენ. არადა, დასაწყისში ანგარიშის გახსნა ჩვენებს შეეძლოთ – მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა საბა ლობჟანიძემ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. ვერც იმას ვიტყვით, რომ გოლის გატანის შემთხვევაში თამაშის სცენარი შეიცვლებოდა და ჩვენები რამე სასურველ შედეგს მიიღებდნენ. ნიდერლანდებთან საქართველოს ნაკრები ერთ დიდ ლანდად...
ფედერერი პარიზში დაიღალა
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა „როლან გაროსი“ დატოვა. 39 წლის ვეტერანი მერვედფინალში მატეო ბერეტინის 7 ივნისს უნდა დაუპირსიპირებოდა, მაგრამ თუ „მხირული როჯერის“ სიტყვებით ვენდობით, იტალიელი მეოთხედფინალში უბრძოლველად გავა. „მერვედფინალში ვარ და ეს დადებითი შედეგია, მაგრამ ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ტურნირის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე. ასეთ დატვირთვებს ჩემთვის ძალიან დიდი ენერგია მიაქვს და შესაძლოა, რომ ამ ეტაპზე დასვენება...
ჩავიმ თქვა
როგორც კი „ბარსელონამ” გამოაცხადა, რომ მწვრთნელის თანამდებობაზე რონალდ კუმანს ტოვებს, კლუბის ლეგენდამ ჩავი ერნანდესმა „ლა ვანგუარდიასთან” ინტერვიუში დუმილი დაარღვია. ჰოლანდიელის სამსახურიდან გაშვების შემთხვევაში ჩავი „ბლაუგრანას” მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო. „ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, „ბარსელონას” უკვე ორჯერ ვუთხარი უარი. ხან ოჯახს ვიმიზეზებდი, ხან პროფესიულ ფაქტორებს, ხანაც კონტრაქტს. „ბარსასთვის” უარის თქმა ყოველ ჯერზე ძალიან მძიმე იყო,...









