თვე: ივნისი 2021

Home 2021 ივნისი
კაცი, რომელიც ბუნდესლიგის ორ კლუბზე ძვირია
ჩანაწერი

კაცი, რომელიც ბუნდესლიგის ორ კლუბზე ძვირია

საიტმა Transfermarkt.de ბუნდესლიგის ახალი საბაზრო ფასები გამოაქვეყნა. შედეგი კურიოზული გამოვიდა: 20 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მთელი „ვერდერი” და „შალკე”. „დორტმუნდის” ფორვარდის ფასი აქამდე 110 მილიონი ევრო იყო, გაძვირების შემდეგ კი 130 მილიონი გახდა. ამრიგად, ჰოლანდი „პარი სენ ჟერმენის” 22 წლის თავდამსხმელის კილიან მბაპეს შემდეგ მეორე ადგილზეა. მბაპე 160 მილიონი ევრო...

ცხოვრებაში ლუდი არ დაულევია
ჩანაწერი

ცხოვრებაში ლუდი არ დაულევია

დეკლან რაისი პირობას დებს, რომ თუ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდება, ცხოვრებაში პირველად დალევს ლუდს. კვირას ინგლისელები ხორვატიას ხვდებიან, „ვესტ ჰემის” ნახევარმცველმა კი თავისი ნათქვამით ყველაფერი დაჩრდილა. რაისმა თქვა: „იცით, რას გეტყვით? 22 წლის ვარ და ლუდი არ გამისინჯავს. ვფიცავ, სრული სიმართლეა. ხალხს უკვირს ამას რომ ვამბობ, მაგრამ ლუდის სუნი ისე მაღიზიანებს, რომ ახლოსაც არ...

გრიგალაშვილის ვერცხლი
ჩანაწერი

გრიგალაშვილის ვერცხლი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოსტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტატო გრიგალაშვილმა ფინალურ შეხვედრა ბელგიელ მატიას კასესთან, დამატებით დროში, იპონით წააგო და მხოლოდ ვერცლის მედალი ირგუნა. არადა, ჩვენებურმა ფინალამდე ჯერ სამხრეთკორეელი ძინ ლი მუნი დაამარცხა იპონით, შემდეგ შვედ რობინ პაცეკს ვაზარით აჯობა, მერვედფინალში ბერძენ ალექსიოს ნტანანციდისს 50 წამში მოუღო ბოლო, ხოლო ბელგიელ სამი...

ქალი და ავანსი
ჩანაწერი

ქალი და ავანსი

„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვით საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელდა! ჯერაც ყაზანის „რუბინის“ გარემარბმა საოცარი სეზონი გამოაცხო – ახლა უკვე საერთაშორისო, სანაკრებო დონეზეც და აბსოლუტურად დამსახურებულად მოიპოვა ეს საპატიო წოდება, რომელსაც, სხვათა შორის, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, კახა კალაძე, აკაკი დევაძე და ქართული ფეხბურთის სხვა ვარსკვლავი ატარებს. შეგახსენებთ: „სარბიელმა“ საქართველოს საუკეთესო...

ფეხბურთის ბიჭი
ჩანაწერი

ფეხბურთის ბიჭი

მისი თამაში ჯერ კიდევ პატარაობიდან გვახსოვს, მაგრამ მამამისმა, ბადრი კვარაცხელიამ ისეთი ამბავი მოგვიყვა, ყველაფერი გადაფარა… თურმე ხვიჩა კვარაცხელია 13-14 წლის იყო, როცა დილის 7 საათზე სახლიდან გადიოდა, 6 ნომერ ავტობუსში ჯდებოდა და ორი კილომეტრის სიშორეზე „დინამოს“ აკადემიაში მიდიოდა სავარჯიშოდ. მერე სწრაფად ბრუნდებოდა სახლში  და სკოლაში წასვლას ასწრებდა. ჰოდა, ასეთ ბავშვს მომავალში როგორ არ დაუფასდება? დღეს...

კვარა!
ჩანაწერი

კვარა!

„სარბიელის“ ტრადიციული, რიგით მე-19 გამოკითხვის შედეგების გამოცხადება ცოტა კი დაგვიგვიანდა, თუმც მიზეზიც ობიექტურია  – კოვიდ პანდემია, რის გამო, შარშანდელი გამოკითხვაც ჩავარდა… წლეულს, ისე როგორც წინა ორ ჯერზე, ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი კომპანია ინტერნეტსივრცეში. შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ, 2017 წელს, „ლიდერბეთთან“ ერთად...

აი, ვის ყიდულობს პარი სენ ჟერმენი
ჩანაწერი

აი, ვის ყიდულობს პარი სენ ჟერმენი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენმა” „მანჩესტერ სიტის” ვერ აჯობა და დამარცხდა. არადა, პარიზულ გუნდს, მანჩესტერულისა არ იყოს, რამდენი ხანია უდიადესთა მარაქაში უნდა გარევა — ლიგის მოგება სურს. და აი, როდესაც ევროპული ფეხბურთის ყველა გრანდს კორონაპანდემიამ ჯიბეები შეუთხელა, პსჟ ფულს დასტა-დასტა აფრიალებს და ახალ ფეხბურთელებს ყიდულობს. პარიზელთა პირველი შენაძენი იქნება 22 წლის მაროკოელი განაპირა მცველი...

ოქროკაცი!!!
ჩანაწერი

ოქროკაცი!!!

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა. შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, ვინაც სრული კომპლექტი შეავსო და ყველა დიდ ტურნირზე ოქროს მედლი მოიპოვა – ახლა ლაშა ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შავდათუაშვილმა ფინალში შვედ ტომი მაციას დამატებით დროში აჯობა, ოქროსკენ მიმავალ გზაზე კი პერუელი ალონსო ვონგა, ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა, ისრაელის წარმომადგენელი...

ბასილაშვილმა შტუტგარტი გამარჯვებით დაიწყო
ჩანაწერი

ბასილაშვილმა შტუტგარტი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტში დაწყებულ ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 618.735 ევროა, პირველ წრეში მასპინძელ დასტინ ბრაუნს 6:3; 7:6 მოუგო. ბასილაშვილი ტურნირზე მე-5 ნომრად არის განთესილი, ხოლო 36 წლის ბრაუნი რეიტინგში 330-ე ჩოგანია. შედეგად ჩვენებურს გამარჯვება არ გასჭირვებია. პირველ სეტში ბასილაშვილი 5:0 დაწინაურდა, შემდეგ ზედიზედ სამი ქულა დათმო, მაგრამ მეტოქეს მეტის უფლება არ მისცა. მეორე სეტში თანაბარი...

გამანადგურებელი მანშაფტი
ჩანაწერი

გამანადგურებელი მანშაფტი

იოაჰიმ ლიოვის გერმანია ბოლო საკონტროლო შეხვედრაში ევროპას შემაძრწუნებელი ძალის გუნდად წარმოუდგა. ბუნდესმანშაფტმა ლატვიას 7:1 მოუგო. ლიოვმა 3-4-3 განლაგება აირჩია. მარცხენა ფრთა რობინ გოსენსს ჩააბარა, მარჯვენა — ჯოშუა კიმიხს. ნახევარდაცვის შუაში ტონი კროოსი და ილქაი გუინდოგანი ტრიალებდნენ. გერმანიის ნაკრები ბურთს ლაზათიანად აგორებდა, ლატვია კი დაცვაში იდგა და პერიმეტრის გამაგრებას ცდილობდა. ბალტიისპირელთა წინააღმდეგობამ მე-19 წუთამდე გასტანა. მეცხრამეტეზე...