თვე: მაისი 2021

Home 2021 მაისი
რეალს ბოლო ტურის იმედი აქვს
ჩანაწერი

რეალს ბოლო ტურის იმედი აქვს

„რეალის” შანსი, შეინარჩუნოს ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ახლა უკვე მცირეა. მიზეზი ის გახლავთ, რომ „ატლეტიკომ” „ოსასუნას” 2:1 მოუგო, თუმცა „ლოს ბლანკოსმა” იმდენი კი მოახერხა, რომ ბრძოლას ბოლო ტურამდე განაგრძობს. მადრიდელებს ბილბაოში ჰქონდათ ძნელი მატჩი, რომელიც ნაჩოს ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. აღსანიშნავია, რომ „რეალის” მცველმა გოლი მაშინ გაიტანა, როდესაც „ატლეტიკოსა” და „ოსასუნას” შეხვედრაში ჯერ კიდევ 0:0 იყო....

თითქმის ჩემპიონი ატლეტიკოს დრამატული გამარჯვება
ჩანაწერი

თითქმის ჩემპიონი ატლეტიკოს დრამატული გამარჯვება

ლუის სუარესმა „ატლეტიკოსა” და „ოსასუნას” შეხვედრის 88-ე წუთზე გაიტანა გოლი, რომელიც მადრიდელებს სავარაუდოდ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს მოუტანს. მისი წყალობით „ატლეტიკომ” 0:1 ჩამორჩენა 2:1 მოგებად აქცია. შესაბამისად, ჩემპიონობის ბედი კვლავ დიეგო სიმეონეს გუნდის ხელში რჩება. ახლა, თუკი ლუის სუარესი და კომპანია ლა ლიგის პირველობის ბოლო ტურში „ვალიადოლიდს” დაამარცხებს, ტიტულსაც მოიპოვებს, მაგრამ თუ ქულებს დაკარგავს, „რეალი” კი...

პირველი ვარდი
ჩანაწერი

პირველი ვარდი

შაბათს ინგლისის თასის ფინალში „ლესტერმა“ 1:0 დაამარცხა „ჩელსი“. ეს შეხვედრა განსაკუთრებული იყო ლესტერელი ჯეიმი ვარდისთვის. ის პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, ვინც თასის გათამაშების ყველა, 13-ვე რაუნდში მიიღო მონაწილეობა. ბუნებრივია, ამ რეკორდს ვერავინ გააუმჯობესებს და მხოლოდ მისი გამეორება შეიძლება. ვარდის პირველი გოლი ინგლისის თასის გათამაშებაში ჯერ კიდევ 2007 წელს აქვს გატანილი. რაც შეეხება ტიტულებს, კარიერაში მეორეა –...

ქართველების სეზონური მონაგარი
ჩანაწერი

ქართველების სეზონური მონაგარი

პრო დ2 საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა კია, მაგრამ გლობალურად რომ შევაფასოთ, მასზე ძლიერი ევროპაში მხოლოდ ფრანგულივე ტოპ 14, ინგლისის პრემიერშიპი და შოტლანდიურ-უელსურ-ირლანდიურ-იტალიურ-აფრიკული პრო 14 არიან. პრო დ2-ში უამრავი ტოპ-მორაგბე თამაშობს და მათ შორის ქართველებიც ბლომად არიან. ეს შესავალი იმად დაგვჭირდა, რათა ამ ლიგაში 2020-2021 წლების რეგულარული სეზონის დასრულების შესახებ მოგვეთხრო, თანაც თუ დაქვეითებულების ვინაობა...

გოგინავა გრენობლშია
ჩანაწერი

გოგინავა გრენობლშია

როგორც ცნობილია, შალვა სუთიაშვილის, ზაურ თევდორაშვილისა და ლუკა გოგინავას „ანგულემი“ საფრანგეთის მეორე ელიტური სარაგბო ლიგა პრო დ2-დან ნახევრად სამოყვარულო ნასიონალში დაქვეითდა და ჩამოთვლილ ქართველთაგან უკანასკნელმა თავს უკვე უშველა. 24 წლის მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა მომავალი სეზონიდან 2024 წლის ზაფხულამდე „გრენობლში“ ითამაშებს, რომელიც მიმდინარე პრო დ2-ის პლეი-ოფისთვის ემზადება. შეხსენებისთვის: „ანგულემამდე“ ლუკას კარიერაში „რასინგ-92“ და „ბრივი“ იყო,...

ფეხბურთელებისთვის გასულ შაბათს უთქვამს
ჩანაწერი

ფეხბურთელებისთვის გასულ შაბათს უთქვამს

„მარკა” ადასტურებს: ზინედინ ზიდანს თავისი ფეხბურთელებისთვის უკვე ნათქვამი აქვს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან მიდის. ეს ამბავი გასულ შაბათს, 8 მაისს მომხდარა. ლა ლიგაში „სევილიასთან” თამაშის (2:2) წინა დღეს, ვარჯიშის შემდეგ. იმ კვირაში „რეალი” „ჩელსისთან” დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ჟურნალისტები იხსენებენ, რომ 8 მაისის პრეს-კონფერენცია უჩვეულოდ გვიან დაიწყო და ახლა ნათელია, რომ დაგვიანების მიზეზი...

40! – ლევანდოვსკი გერდ მიულერს გაუტოლდა
ჩანაწერი

40! – ლევანდოვსკი გერდ მიულერს გაუტოლდა

რობერტ ლევანდოვსკიმ ერთ სეზონში 40 გოლი გაიტანა! უფრო სწორედ, მეორმოცე… რადგან წინ კიდევ კიდევ არის თამაში. „ბაიერნი” შინ „აუგსბურგს” შეხვდება. „შპორტ ბილდი“ წერს, რომ პოლონელის მეორმოცე გოლი („ბაიერნმა” ფრაიბურგში 2:2 ითამაშა) ულამაზო იყო, რადგან მან პენალტი დაარტყა. სამაგიეროდ, ის იყო ისტორიული — 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ლეგენდარული გერდ მიულერის 1971-72 წლების შედეგი გაიმეორა. შედეგი,...

ხარისხიანი ლეგიონერი
ჩანაწერი

ხარისხიანი ლეგიონერი

ქართველი ფეხბურთელი კახა მახარაძე 2009 წელს სათამაშოდ უზბეკეთში წავიდა. მაშინ ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ უზბეკეთი „მისი“ გახდებოდა. 33 წლის ფეხბურთელმა უზბეკეთის ჩემპიონატის მერვე ტურში ტაშკენტის „ლოკომოტივის“ მაისურით 150-ე მატჩი ითამაშა. სულ კი, 339 მატჩი დაუგროვდა. მახარაძე უზბეკეთში ყველაზე „ხარისხიან ლეგიონერად“ ითვლება: 5-გზის ჩემპიონი და 3-გზის თასის მფლობელია. მიუხედავად იმისა, რომ უზბეკური კარიერა „ლოკომოტივში“ დაიწყო, პირველი...

დაიანას მეტაბოლიკები სექსში ჩაუდეს
ჩანაწერი

დაიანას მეტაბოლიკები სექსში ჩაუდეს

2020 წლის 24 ნოემბერს უკრაინელი ჩოგბურთელი დაიანა იასტრემსკაია დოპინგ-ტესტზე ჩავარდა. მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის, მესტეროლონის მეტაბოლიკები აღმოაჩინეს. სპორტული არბიტრაჟის სასამართლოს პირველ მოსმენაზე იასტრემსკაიამ განაცხადა, რომ აკრძალული ნივთიერებები მის ორგანიზმში ყოფილ ბოიფრენდთან სქესობრივი აქტის შემდეგ აღმოჩნდა. თავიდან ახალგაზრდა კაცმა ჩოგბურთელის სიტყვები უარყო, მაგრამ იასტრემსკაიას მამის თხოვნის შემდეგ, აეღო საკუთარ თავზე დანაშაული, სისხლის ანალიზის ჩაბარება მოუწია. მანვე...

პსჟ მბაპეში სალაჰს ხედავს
ჩანაწერი

პსჟ მბაპეში სალაჰს ხედავს

ESPN-ის ცნობით, „ლივერპულის“ ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს შეიცვლის. ამავე ზაფხულს ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენს“, დიდი ალბათობით, კილიან მბაპე დატოვებს. მბაპეს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს და პსჟ მის გაყიდვას წლეულსვე შეეცდება, რათა ფინანსური დანაკარგი თავიდან აიცილოს. კლუბიც მისი შემცვლელის ძიებაშია და სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ პოტენციური კანდიდატების სია ჩამოწერს. ერთ-ერთი ვარიანტი...