როგორც ცნობილია, შალვა სუთიაშვილის, ზაურ თევდორაშვილისა და ლუკა გოგინავას „ანგულემი“ საფრანგეთის მეორე ელიტური სარაგბო ლიგა პრო დ2-დან ნახევრად სამოყვარულო ნასიონალში დაქვეითდა და ჩამოთვლილ ქართველთაგან უკანასკნელმა თავს უკვე უშველა.
24 წლის მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა მომავალი სეზონიდან 2024 წლის ზაფხულამდე „გრენობლში“ ითამაშებს, რომელიც მიმდინარე პრო დ2-ის პლეი-ოფისთვის ემზადება. შეხსენებისთვის: „ანგულემამდე“ ლუკას კარიერაში „რასინგ-92“ და „ბრივი“ იყო, ხოლო სულ ახლახან ნიჭიერი მორაგბე საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყო მიწვეული.
მანამდე ანალოგიური მიწვევა კიდევ ერთ ლუკას – აზარიაშვილს ჰქონდა მიღებული, მაგრამ ბორჯღალოსნად მისი და გოგინავას კურთხევა ახლო მომავლისთვის გადაიდო. 21 წლის უნივერსალური ბურჯი აზარიაშვილი „მონპელიეს“ აღზრდილია, გასული სეზონი განათხოვრების წესით „ბიარიცში“ დიდი წარმატებით ჩაატარა და პრო დ2-ის პლეი-ოფში გასული კლუბისგან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმების წინადადება მიიღო.
თავის ამჟამინდელ კლუბთან თანამშრომლობა კიდევ ერთმა ქართველმა ბურჯმა გაახანგრძლივა. 22 წლის ლაშა მაჭარაშვილი (7 მატჩი გასულ ჩემპიონატში) 2017 წლიდან „მონ-დე-მარსანში“ თამაშობს და ამ გუნდის ღირსებას მომავალ სეზონშიც დაიცავს – მხარეები ამაზე ახლახან შეთანხმდნენ.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 20:29კაპიტან გორგაძის 20
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 16:01მატკავას ქულები და 7 ლელო
აქეთურ-იქითური21/10/2026 | 21:49ბრონკანის სანოემბრო 36
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:43ნინი, გელა და მატკავა-შოუ
