ჭდე: გრენობლი

Home გრენობლი
21 ვერ იკმარეს
ჩანაწერი

21 ვერ იკმარეს

საფრანგეთის პრო დ2-ის მე-8 ტური ქართველი ლეგიონერებისთვის უჩვეულოდ შედეგიანი გამოდგა. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ეს შედეგიანობა ორ კაცზე მოდის. ორმა ქუთაისელმა, ორმა ბორჯღალოსანმა – ოთარ გიორგაძემ და თედო აბჟანდაძემ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარეს, ჯამში თავის „მონტობანს“ 21 ქულა შესძინეს, მაგრამ გუნდმა „გრენობლთან“ საშინაო მატჩი მაინც დათმო – 33:34, მცირე სხვაობით მარცხისთვის სანუგეშო ბონუსი მიიღო და...

გოგინავა გრენობლშია
ჩანაწერი

გოგინავა გრენობლშია

როგორც ცნობილია, შალვა სუთიაშვილის, ზაურ თევდორაშვილისა და ლუკა გოგინავას „ანგულემი“ საფრანგეთის მეორე ელიტური სარაგბო ლიგა პრო დ2-დან ნახევრად სამოყვარულო ნასიონალში დაქვეითდა და ჩამოთვლილ ქართველთაგან უკანასკნელმა თავს უკვე უშველა. 24 წლის მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა მომავალი სეზონიდან 2024 წლის ზაფხულამდე „გრენობლში“ ითამაშებს, რომელიც მიმდინარე პრო დ2-ის პლეი-ოფისთვის ემზადება. შეხსენებისთვის: „ანგულემამდე“ ლუკას კარიერაში „რასინგ-92“ და „ბრივი“ იყო,...

დუდუ ქუბრიაშვილი – ჯერ გასინჯე, მერე განსაჯე
ჩანაწერი

დუდუ ქუბრიაშვილი – ჯერ გასინჯე, მერე განსაჯე

34 წლის ექს-ბორჯღალოსანი გასული წლის ოქტომბერში საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონ „პერპინიანს“ შეუერთდა და იმედოვნებს, რომ ფრანგული კატალონიის ქალაქის გუნდთან ერთად ტოპ 14-ში დაბრუნებას შეძლებს. მით უფრო, რომ წლის ბოლომდე გაფორმებული კონტრაქტი პერპინიანელებმა ვეტერან ვარსკვლავს 2022 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივეს. დავით (დუდუ) ქუბრიაშვილს საქართველოს ნაკრებში 50-მდე მატჩი აქვს ჩატარებული, ის მსოფლიო 2011 წლის თასის მონაწილეა, ხოლო სახელოვანი ბრიტანული...

ქართველები ტოპში
ჩანაწერი

ქართველები ტოპში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას რამდენიმე დღეში შეუდგება, მანამდე კი მისი კანდიდატები და სხვა ქართველი მორაგბეები შვებულებაში არიან, ისვენებენ და საკლუბო საქმეებს აგვარებენ. ამასობაში უამრავი ტრანსფერი გაკეთდა, რომელთაგან ერთ-ერთი აშკარად გამოირჩევა. ბექა გიგაშვილის ფრანგული კარიერა კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება. რუსეთის ჩემპიონატიდან საფრანგეთის ფედერალ 1-ში გადასულმა არცთუ ნორჩმა ბურჯმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და პრო D2-ის „გრენობლს“...