სულ რამდენიმე დღეში, 25 აგვისტოს გაიმართება მატჩი „ბიარიცსა“ და „ოიონაქსს“ შორის და ამით დასაბამი მიეცემა 2022-2023 წლების სარაგბო სეზონს. ტრადიციულად, საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონი პრო დ2 სხვა მნიშვნელოვან ტურნირებზე ოდნავ ადრე იწყება და რაგბის ქართველი ქომაგისთვის ეს უცხოური შეჯიბრება იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მასში ყველაზე მეტი ქართველი ლეგიონერი მონაწილეობს. ესეც უკვე ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. კარსმომდგარ სეზონში...
ჭდე: შალვა სუთიაშვილი
ფრანგული ფინიში ქართული დუბლით
საფრანგეთსა და ინგლისში სარაგბო ჩემპონატების ტოპ-ლიგების რეგულარული სეზონები დასრულდა. გიორგი კვესელაძემ თავის „გლოსტერში“ დამკვიდრება სეზონის ფინიშზეღა შეძლო, თუმცა მიუხედავად ბოლო მატჩში მრისხანე „სარასენსის“ ძლევისა, „გლოსტერმა“ საპლეიოფო ოთხეულში შეღწევა მაინც ვერ მოახერხა. ამდენად, კვესელაძისთვის საკლუბო სეზონიც აქ დასრულდა. მისი ბედი საფრანგეთში მოასპარეზე მრავალმა ბორჯღალოსანმაც გაიზიარა, თუმცა არც ისეთები არიან ცოტანი, ვინც ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. რეგულარული პირველ...
გოგინავა გრენობლშია
როგორც ცნობილია, შალვა სუთიაშვილის, ზაურ თევდორაშვილისა და ლუკა გოგინავას „ანგულემი“ საფრანგეთის მეორე ელიტური სარაგბო ლიგა პრო დ2-დან ნახევრად სამოყვარულო ნასიონალში დაქვეითდა და ჩამოთვლილ ქართველთაგან უკანასკნელმა თავს უკვე უშველა. 24 წლის მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა მომავალი სეზონიდან 2024 წლის ზაფხულამდე „გრენობლში“ ითამაშებს, რომელიც მიმდინარე პრო დ2-ის პლეი-ოფისთვის ემზადება. შეხსენებისთვის: „ანგულემამდე“ ლუკას კარიერაში „რასინგ-92“ და „ბრივი“ იყო,...
ჯავახიას ლელომ ორიაკს მოაგებინა
საფრანგეთის ყველაზე ქართველმრავალმა კლუბმა – „ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში ლიგის აუტსაიდერ „ანგულემს“ უმასპინძლა და 33:21 დაამარცხა. ორიაკელები ამ მატჩამდე ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდნენ, ამ გამარჯვების შემდეგ კი გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდნენ. აი, შალვა სუთიაშვილის,ზაურ თევდორაშვილისა და ლუკა გოგინავას „ანგულემმა“ კი ლიგიდან დაქვეითება ოფიციალურად გაიფორმა. დამარცხებულ გუნდში ქართველთაგან მხოლოდ გოგინავამ ითამაშა, რომელიც შეცვლაზე პირველივე ტაიმში,...
გოგინავას ლელომ აუტსაიდერს ვერ უშველა
საფრანგეთის პრო დ2-ის 26-ე ტურში ლუკა გოგინავამ სეზონში თავისი მეორე ლელო გაიტანა. მისი, შალვა სუთიაშვულისა და ზაურ თევდორაშვილის „ანგულემმა“ „მონტობანს“ უმასპინძლა და 31:32 დამარცხდა, რამაც მხოლოდ მცირე სხვაობით მარცხისთვის ბონუს-ქულა მოუტანა. „ანგულემი“ ცხრილის ფსკერზეა და სამშვიდობო ზონას მთელი 8 ქულით ჩამორჩება, რაც გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე საკმაოდ დიდ დეფიციტად უნდა მივიჩნიოთ. რაც შეეხება გოგინავას,...
რაზმი
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შემოდგომის პირველი ორი ტესტ-მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 1 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. ამ მატჩებისთვის ჯამში 38 მორაგბე მოემზადება, რომელთაგან 22 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა. 14 ნოემბრიდან ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასში“ ჩაერთვებიან, სადაც 14 ნოემბერს...
სუთიაშვილი – 38 წლამდე ანგულემში
იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების უხუცესმა წევრმა შალვა სუთიაშვილმა თავის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კარიერას სულ ცოტა 38 წლის ასაკამდე არ შეწყვეტს. უბერებელი მეორე-მესამეხაზელმა ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში გასულ შემოდგომაზე თავის მესამე მსოფლიო თასზე იასპარეზა, რის გამოც, სხვა ლეგიონერების მსგავსად, თავის ფრანგულ კლუბს გვიან შეუერთდა. სუთიაშვილმა „ანგულემში“ პირველად პრო...
მსოფლიოს საქართველო
მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრების 31-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეს ის 31 ბორჯღალოსანია, რომლებიც იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს. ნაკრებში რომ მწვავე კონკურენცია იყო, იქიდანაც ჩანს, რომ გუნდს მიღმა აღმოჩნდა მრავალნაცადი მარცხენა ბურჯი კარლენ ასიეშვილი, რომელმაც შოტლანდიასთან წაგებულ მატჩში ქართველთა ერთადერთი ლელო მიითვალა. ასევე ვერ მიდიან იაპონიაში კვაჭი გიორგი ჭყოიძე და გარემარბი გიორგი აფციაური,...
შოტლანდიამდე…
ვაკეში ვერგავსებულ „მიხეილ მესხზე“ ნამდვილი სარაგბო თრილერი გათამაშდა. ამხანაგური და საწვრთნელი სტატუსის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა და სამხრეთაფრიკულმა „საუზერნ კინგსმა“ ერთმანეთს უშეღავათო ბრძოლა დაუპირისპირეს და ეს ეხება სათამაშო დროის 80-ვე წუთს. გუნდებს განსხვავებული მიზნები აქვთ: ბორჯღალოსნები მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, ხოლო „სამხრეთელი მეფეები“ – პრო 14-ის ახალი სეზონისთვის. მაგრამ თამაშის მსვლელობას თუ გავიხსენებთ, მართლაც მოულოდნელი იყო ორივე...








