თვე: მაისი 2021

Home 2021 მაისი
რეალმა ბოლოს მაინც გატეხა მეტოქე
ჩანაწერი

რეალმა ბოლოს მაინც გატეხა მეტოქე

„რეალმა” იწვალა, მაგრამ საბოლოოდ გატეხა „ოსასუნას” დაცვა, მეტადრე კი შეუვალი მეკარე სერხიო ერერა და უმნიშვნელოვანესი ორი ქულა მოიპოვა — 2:0. თამაშის ბედი 76-ე წუთზე ტრადიციული თავურით ედერ მილიტაომ გაიტანა. მან ისკოს მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი შეაგდო სტუმართა კარში. მადრიდელთა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა გარისკა, ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსისთან” საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრის წინ ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი...

ბასილაშვილი BMW Open-ის ფინალშია
ჩანაწერი

ბასილაშვილი BMW Open-ის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის BMW Open-ის ფინალში. დღეს 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ორი მატჩი მოიგო. თავსხმა წვიმის გამო საქართველოს პირველ ჩოგანს გუშინდელი მოსაგები მატჩი სლოვაკ ნომბერტ გომბოსთან სადღეისოდ გადმოუტანეს. ბასილაშვილმა ორივე სეტის მეხუთე გეიმში ბრეიკი გააკეთა და 6:4, 6:4 იმარჯვა. ჩვენებური ნახევარფინალში გავიდა, სადაც ნორვეგიელ კასპერ რუდის შეხვდა და ძალიან მარტივად, 6:1, 6:2 დაამარცხა. ჩოგბურთელები სულ...

ხინჩეგაშვილის ოცნება კორონამ დაამსხვრია
ჩანაწერი

ხინჩეგაშვილის ოცნება კორონამ დაამსხვრია

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქართველი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ლადოს 6-9 მაისს სოფიაში სალიცენზიო ტურნირზე უნდა ეჭიდავა, მაგრამ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. ეს ავტომატურად ნიშნავს სოფიის ტურნირის და შესაბამისად, ტოკიოს ოლიმპიადის მიღმა დარჩენას. „ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია“, – დაწერა ოლიმპიურმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში. ადვილი გასაგებია...

მესი ჩინური ვაქცინით აიცრება
ჩანაწერი

მესი ჩინური ვაქცინით აიცრება

კატალონიური TV3-ის ცნობით, კოპა ამერიკაზე მონაწილეობისთვის ლეო მესი covid 19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აიცრება. მისთვის ვაქცინას ბარსელონაში სამხრეთ ამერიკიდან საგანგებოდ ჩაიტანენ. შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა ივნის-ივლისში კოლუმბიასა და არგენტინაში ჩატარდება. სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონტინენტური ასოციაცია, კონმებოლი, აპირებს შეჯიბრების ყველა მონაწილე დაავალდებულოს, იყოს აცრილი. მისმა პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა განაცხადა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ტურნირის დაგეგმილ ვადებში ჩატარება...

ჰენდერსონი ევროს, ლივერპული კი ალბათ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება
ჩანაწერი

ჰენდერსონი ევროს, ლივერპული კი ალბათ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ლივერპულელი ჯორდან ჰენდერსონი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. იურგენ კლოპმა თქვა, რომ მას გამოჯანმრთელებისა არაფერი ეტყობა. ვარჯიშის განახლებამდე შესაძლოა კვირები იყოს წინ. ინგლისის ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატს ხორვატიასთან მატჩით 44 დღეში იწყებს. კლოპმა თქვა: „სანამ ჰენდერსონი ვარჯიშს შეუდგება, ჯერ ბევრი ეტაპია გასავლელი. მწყობრში ჩადგომამდე შორი გზაა”. „ლივერპული” სეზონის ბოლო მატჩს 23 მაისს „კრისტალ...