თვე: მაისი 2021

Home 2021 მაისი
ფინალზე ქომაგები დაუშვეს
ჩანაწერი

ფინალზე ქომაგები დაუშვეს

უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრას გულშემატკივრები დაესწრებიან, თუმცა, ბუნებრივია, მათი რაოდენობა შეზღუდული იქნება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალი პოლონურ გდანსკში 26 მაისს გაიმართება. პოლონურმა მხარემ დასტური მისცა უეფას, სტადიონზე ტევადობის 25%, ანუ 9500 მაყურებელი შეუშვას. ამ რაოდენობიდან 2-2 ათას ბილეთს ფინალისტები მიიღებენ. კიდევ 2 ათასი ბილეთი უეფას საიტზე ღია გაყიდვაში დაიდება. დარჩენილ...

მილანსა და ამსტერდამში კოვიდი დაავიწყდათ
ჩანაწერი

მილანსა და ამსტერდამში კოვიდი დაავიწყდათ

„ინტერისა” და „აიაქსის” ფანებმა კოვიდრეგულაციები არად ჩააგდეს. მათ თავიანთი კლუბების ჩემპიონობა ქალაქის ქუჩებში მასობრივად იზეიმეს. თავად კლუბებმა ქომაგებს რასაკვირველია თხოვეს სოციალური დისტანციის დაცვა, მაგრამ ეს თხოვნა ყურად არავინ იღო. სერია A-ში „ატალანტამ” და „სასუოლომ” 1:1 ითამაშეს, რის შედეგადაც ანტონიო კონტეს „ინტერმა” პირველად 2009-10 წლების სეზონის ანუ მას შემდეგ, რაც კლუბს ჟოზე მოურინიუ წვრთნიდა, სკუდეტო მოიპოვა....

შერმადინ პირველი
ჩანაწერი

შერმადინ პირველი

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის გამოკითხვას ხმათა 7.481 პროცენტით „ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ლიდერობს. ჩვენებურის უშუალო კონკურენტს, მადრიდის „რეალის“ ცენტრ ედი ტავარეშს 6.217 პროცენტი მოუგროვდა. მესამე ადგილზე მყოფ ბარსელონელ მიროტიჩს სულ რაღაც 1.623 პროცენტი აქვს. შერმადინი მიმდინარე სეზონში 13-ჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, რაც ყველაზე მეტია ლიგაში. ქართველი ცენტრი სამ-სამჯერ გახდა ტურის MVP და თვის...

დედოფალი
ჩანაწერი

დედოფალი

თანამედროვე ქართული პროზის კლასიკოსის გიო ახვლედიანის ეს დიდებული წერილი ჩვენს გაზეთში მაშინ დაიბეჭდა, როდესაც დედოფალმა 60 წლის იუბილე აღნიშნა… დრო კი საკმაოდ გავიდა, თუმც თავადაც დარწმუნდებით, ავტორის ლაზათიანი სიტყვა დღესაც საამო საკითხავია… საერთოდ, დედოფლად ყოფნა ძნელია. გარშემო იმდენი რამ იცვლება, დრო ისე გარბის, რომ ხშირად ადამიანი ვერც კი ასწრებს ყველაფრის შეთვისებას, გააზრებას, ამოცნობას. დედოფლებისთვის ეს...

სარბიელი წარმოგიდგენთ…
ჩანაწერი

სარბიელი წარმოგიდგენთ…

„სარბიელი“ წარმოგიგენთ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვას – ტრადიციულად 1993 წლიდან და გახსენებთ, რომ სწორედ „სარბიელის“ ვერსია ითვლება ყველაზე ღირებულ გამოკითხვად, რომლითაც ქართველი ფეხბურთლების გამორჩევა ხდება. ვთქვით, 1993 წლიდან-თქო და ამ 28 წელიწადში გვქონდა „ჩავარდნებიც“. შარშან გამოკითხვა პანდემიამ შეიწირა – ფაქტობრივად ჩავარდნილ სეზონს, ცხადია, გამოკითხვის ჩავარდნაც მოჰყვა. წლეულს კი, კვლავ დავასახელებთ სეზონის საუკეთესოს და ბოლო წლების...

სუნესი: სოფლელ იდიოტს ხალხის დახოცვა შეეძლო
ჩანაწერი

სუნესი: სოფლელ იდიოტს ხალხის დახოცვა შეეძლო

შოტლანდიური ფეხბურთისა და „ლივერპულის” ლეგენდა, გრემ სუნესი, რომელიც 1979 წლის 3 ოქტომბერს თბილისში, „დინამოსთვის” ისტორიულ შეხვედრაში (3:0) მონაწილეობდა, გაბრაზდა. მან თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” გამხეცებულ ფანებს ვინმეს მოკვლა შეეძლოთ. მათ, „ოლდ ტრეფორდზე”, „სქაი სპორტის” ექსპერტებს მაშხალები ესროლეს. გუშინ, „იუნაიტედის” ასობით გულშემატკივარი „ოცნებათა თეატრის” მოედანზე შეიჭრა, რაც საბოლოოდ, „ლივერპულთან” შეხვედრის გადადების მიზეზი გახდა. ბრბო, რომლის პროტესტიც...

ბარსა ფიცხელ ბრძოლაშია
ჩანაწერი

ბარსა ფიცხელ ბრძოლაშია

„ბარსელონამ” ხუთგოლიან თრილერში გაიმარჯვა და ლა ლიგის ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა — „ბლაუგრანამ” „მესტალიაზე” „ვალენსიას” 3:2 აჯობა. სტუმართაგან ორი გოლი ლეო მესიმ გაიტანა, ერთი — ანტუან გრიზმანმა. 34 ტურის შემდეგ, 76 ქულით ლიდერობს „ატლეტიკო”, რომელსაც „რეალი” და „ბარსა” ორი ქულით ჩამორჩებიან. ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. სტუმრებმა კარგად დაიწყეს. მათი თამაში აღარ ჰგავდა იმას, რომლის გამოც...

ბასილაშვილმა BMW მოიგო
ჩანაწერი

ბასილაშვილმა BMW მოიგო

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 3 მაისიდან მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით აინაცვლებს და 31-ე გახდება. აღდგომას ჩვენებურმა მიუნხენის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი მოიგო და 250 სარეიტინგო ქულასთან ერთად 41 145 ევრო და ახალთახალი BMW-ს ავტომობილი მოიპოვა. მიუნხენის ტურნირის სატიტულო სპონსორი ხომ BMW გახლდათ. ფინალში ბასილაშვილმა 2 სეტში 6:4 7:6 მოუგო მასპინძელ იან ლინარდ შტრუფს და კარიერაში...

პარიზელთა რეკორდსმენი
ჩანაწერი

პარიზელთა რეკორდსმენი

შაბათს, მარკო ვერატიმ პსჟ-ის მაისური 345-ედ მოირგო და ამ მაჩვენებლით კლუბის ახალი რეკორდსმენი შეიქნა. მანამდე 344 მატჩით სტეფან სუშიჩი ლიდერობდა. რაც შეეხება ვერატის, იტალიური „პესკარადან“ პარიზში 2012 წელს გადაბარგდა, ანუ მაშინ, როცა თანამედროვე პსჟ-ის მშენებლობა საძირკვლის დონეზე იყო. ვერატის სარგებლიანობა ციფრებში ნაკლებად ჩანს. ამ წლების განმავლობაში მან მხოლოდ 9 გოლი გატანა და 58 შედეგიანი პასი...

ატლეტიკოს გაუმართლა და პირველზე დარჩა
ჩანაწერი

ატლეტიკოს გაუმართლა და პირველზე დარჩა

„ატლეტიკომ” კინაღამ მორიგი ორი ქულა დაკარგა — 90-ე წუთზე, „ელჩეს” ნახევარმცვლემა ფიდელ ჩავესმა პენალტი ვერ გაიტანა. მან ძელს გაარტყა ბურთი და დიეგო სიმეონეს გუნდი ლა ლიგის ცხრილის სათავეში ორქულიანი უპირატესობით დატოვა. „მატრასების მკერავებმა” 1:0 გაიმარჯვეს. „დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო,” — თქვა მატჩის ერთადერთი გოლის ავტორმა მარკოს ლორენტემ. მას პასი იანიკ კარასკომ მიაწოდა, თავად გოლი კი...