თვე: მაისი 2021

Home 2021 მაისი
ჩელსიმ რეალს აჯობა
ჩანაწერი

ჩელსიმ რეალს აჯობა

და კვლავ, სეზონში, რომელიც ყველას წამხდარი ეგონა, „ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ასე მოხდა 2012-ში და იგივეა 2021-შიც. მაშინ, 9 წლის წინ, გუნდს მწვრთნელი შუა სეზონში შეუცვალეს — ანდრე ვილაშ-ბოაშის ნაცვლად რობერტო დი მატეო დანიშნეს და მან ფინალში „ბაიერნი” დაამარცხა. ახლა, 21-ში, შუა სეზონში, ფრენკ ლემპარდის ნაცვლად თომას ტუხელი მოვიდა და… დასავლეთლონდონელთა გუნდი ისევ ფინალშია....

ჩხვიმიანის ოქრო რუსეთიდან
ჩანაწერი

ჩხვიმიანის ოქრო რუსეთიდან

რუსეთის ქალაქ ყაზანში 5 მაისს ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო. პირველ დღეს ქართველთაგან ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ბაგრატ ნინიაშვილი (66) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52) გავიდნენ. აქედან მედალს მხოლოდ ჩხვიმიანი შესწვდა, ამასთან უმაღლესი ხარისხის. 60 კილოგრამი წონით კატეგორიის ფინალში ჩხვიმიანმა რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძეს მოუგო. ფინალი დრამატული გამოდგა. ძირითადმა ხუთწუთეულმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და ძიუდოისტებმა პირველ...

ქართველი ბურჯებისა ამბები
ჩანაწერი

ქართველი ბურჯებისა ამბები

ლევან ჩილაჩავა ამიერიდან „კასტრში“ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯმა „მონპელიეში“ თავის მესამე სეზონში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა 6 ტოპ 14-ში და ერთიც ევროთასზე, ხოლო 20 თებერვალს აჟენში ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მონპელიელთა განაცხადში არ გამოჩენილა. უკვე მაშინ გავრცელდა ხმები, რომ 29 წლის ქართველი ვარსკვლავი კარიერას „კასტრში“ გააგრძელებდა, სულ ახლახან კი ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა....

ლემანი რასიზმს შეეწირა
ჩანაწერი

ლემანი რასიზმს შეეწირა

გერმანიის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი იენს ლემანი ბერლინის „ჰერტას“ დირექტორთა საბჭოდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზი მისი მოკლე ტექსტური შეტყობინება გახდა, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა და რასისტულად შეფასდა. ლემანმა „სიტი“ – პსჟ-ს მატჩის მსვლელობისას Sky Germany-ს ექსპერტ დენის აოგოზე დაწერა: „აოგო ექსპერტად შავკანიანთა ქვოტით აიყვანეს“? და… შეტყობინება შეცდომით თავად აოგოს გაუგზავნა. აოგომ, რომელიც ასევე გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი იყო, პასუხი...

ენტონიმ ათეულში შეაბიჯა
ჩანაწერი

ენტონიმ ათეულში შეაბიჯა

„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ 36 წლის ფორვარდმა კარმელო ენტონიმ სტუმრად „ატალანტა ჰოუკსთან“ (114:123) 14 ქულა დააგროვა და ყველა დროის მექულეების ათეულში შევიდა. ენტონის NBA-ში ახლა უკვე 27.318 ქულა ქულა აქვს დაგროვებული. „მელომ“ ტოპ-მექულეებიდან ელვინ ჰეიზი (27.313) გამოაძევა. „ყველა დროის TOP 10-ში მოხვედრა, სულერთია რისი ათეულიც არ უნდა იყოს, განსაკუთრებული ამბავია. არ მინდა, რომ ამ მომენტს ჩვეულებრივად...

უკრაინაში კვერცხები დააჭიდეს
ჩანაწერი

უკრაინაში კვერცხები დააჭიდეს

უკრაინულ პრემიერლიგაში საჩემპიონო ინტრიგა მკვდარია – პირველობა კიევის „დინამომ“ ირგუნა. ამის მიუხედავად, უკრაინელები ფანტაზიის და საინტერესო მოვლენების ნაკლებობას არ უჩივიან. პრემიერლიგის მორიგი ტური კი მართლმადიდებლურ აღდგომას დაემთხვა და რამდენიმე შეხვედრაში ათავისებურადაც აღნიშნეს. მაგალითად, „მარიუპოლი“ – „ლვოვის“ შეხვედრის დაწყებისას არბიტრმა კაპიტნებს ცენტრში უხმო და მონეტის აგდების ნაცვლად შეღებილი კვერცხები ჩაარტყმევინა იმის გასარკვევად, ვინ დაიწყებდა თამაშს. იდეა...

თამაშები ერთდროულად დაიწყება
ჩანაწერი

თამაშები ერთდროულად დაიწყება

ლა ლიგამ გადაწყვიტა, ბოლო ორ ტურში, როდესაც ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა უნდა გაირკვეს, შეხვედრები ერთდროულად დაიწყოს. ლაპარაკია მატჩებზე, რომლებიც გაიმართება ორ კვირა დღეს, 16 და 23 მაისს. 16 მაისის შეხვედრები ადგილობრივი დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, ხოლო 23 მაისის —18 საათზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი გულშემატკივარი თექვსმეტში ტელევიზორს 20 საათსა და 30 წუთზე...

სიტის შეუძლია დინამოს გაასწროს
ჩანაწერი

სიტის შეუძლია დინამოს გაასწროს

ისტორიას რიად მაჰრეზის ორი გოლი შემორჩება, ხოლო მეტოქის დარტყმულ ბერთს გადაფარებულ ოლექსანდრ ზინჩენკოსა და რუბენ დიასს აღარავინ გაიხსენებსო, წერს „დეილი მეილი”. მათ მეტოქის ძლიერ დარტყმულს სახე, თავი, სხეული შეუშვირეს. არავინ იცის, რა მოხდებოდა მათი თავგანწირვა რომ არა, გაუტანდა „პარი სენ ჟერმენი” „მანჩესტერ სიტის” გოლებს თუ ვერა. შესაძლოა, გაეტანა და სხვა შედეგი დამდგარიყო, თუმცა შეიძლება არც...

ჟოზეს მომდევნო გაჩერება – რომი
ჩანაწერი

ჟოზეს მომდევნო გაჩერება – რომი

იტალიურმა „რომამ“ ოფიციალურად გამოაცხადა ჟოზე მოურინიუსთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდს მომდევნო სეზონის დასაწყისში ჩაიბარებს და 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. აქამდე „რომას“ პაულუ ფონსეკა თავკაცობდა და კლუბის ბოსები ისედაც არ იყვნენ მისით აღფრთოვანებულნი, ბოლო წერტილი კი ევროპის ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერთან“ 2:6 მარცხი გახდა. ფონსეკა გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს. მოურინიუს კი იტალიაში სერიოზული შლეიფი...

შერმადინი რუსებმა გააჩერეს
ჩანაწერი

შერმადინი რუსებმა გააჩერეს

„ტენერიფე“ და მისი ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალის“ სათამაშოდ რუსეთში გაემართნენ, მაგრამ გუნდი ნიჟნი ნოვგოროდში ქართველის გარეშე დარჩა. რუსებმა ჩვენებური ქვეყანაში არ შეუშვეს. მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შერმადინმა ღამე ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში გაათენა. „ტენერიფეს“ ბრაზილიელმა მოთამაშემ მარსელინიო უერტასმა სოციალური ქსელის მეშვეობით იმ სავარძლის ფოტო გაავრცელა, რომელზეც შერმადინს ეძინა და კომენტარიც დაურთო. „დაუჯერებელია,...