1981 წლის 4 მარტს თბილისის „დინამომ” ლონდონში, „აპტონ პარკზე”, „ვესტ ჰემს” 4:1 მოუგო. ეს იყო გამარჯვება, რომელმაც თბილისელებზე უდიდესი გავლენა იქონია. ბიჭებმა ირწმუნეს, რომ თასის მოპოვება შეეძლოთ.
უეფამ სუპერლიგელები მოათვინიერა
ევროპის სუპერლიგა მკვდრადშობილი აღმოჩნდა, ორი დღეც ვერ იარსება და 12-დან 9 დამფუძნებელმა კლუბმა დატოვა. უეფამ მეამბოხე 9 კლუბს გარკვეული პირობები წაუყენა, რასაც ისინი უკვე დათანხმდნენ. 1.9 კლუბი 15 მილიონი ევროთი დაჯარიმდება და ეს ფული ეროვნულ ასოციაციებზე გადანაწილდება. 2. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაცილებით დიდი იქნება. 3. ცხრავე კლუბი უარს ამბობს წლეულს ევროთასებზე გამომუშავებული თანხის 5...
ეკიპი: ნეიმარი პარიზში რჩება
დღეს, წესითა და რიგით, „პარი სენ ჟერმენი” ნეიმართან კონტრაქტს განაახლებს. ბრაზილიელი, ფრანგულ კლუბთან თანამშრომლობას 2026 წლამდე დაყაბულებულა. აქამდე, ნეიმარის კონტრაქტი, კილიან მბაპეს ხელშეკრულების მსგავსად, ძალაში 2021-22 წლების სეზონის დასრულებამდე იყო. დადიოდა ხმები, თითქოს ზაფხულში ნეიმარი „ბარსელონაში” დაბრუნდებოდა, მაგრამ ამას ხომ 2017 წლის შემდეგ, ყოველ ზაფხულს ამბობდნენ. ერთი წლის წინ, ნეიმარის მოსათაფლად კატალონიიდან პარიზში „ბარსას” წარმომადგენლებიც...
არადა, ჩეფერინი ჯონსონთან ვალშია
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა უეფას სთხოვა ფანების ინტერესებიდან გამომდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალი მონაწილეების, „მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” სამშობლოში ჩაატაროს. შეხვედრა 29 მაისს სტამბოლშია დანიშნული, მაგრამ თურქეთი covid 19-ის წითელ ზონაშია და 29 მაისამდე ამ სამწუხარო ზონას თავს ვერ დააღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრებს შინ დაბრუნების შემდეგ კოვიდსასტუმროებში მოუწევთ ათი დღის გატარება....
აზარს სიცილი არ აპატიეს
მადრიდის „რეალმა“ 6 მაისს ტრანფერზე დააყენა ედენ აზარი. მისი გადაბირების მსურველს 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ასე მოწმენდილ ცაზე ტრანსფერზე დაყენება ცოტა მოულოდნელი იყო, მაგრამ 30 წლის ბელგიელმა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ჩელსისთან“ მარცხის შემდეგ აზარი ყოფილ თანაგუნდელებთან მივიდა, გამარჯვება მიულოცა და რაღაც ხუმრობებზეც იცინა. აზარს სოცქსელებში ქომაგთა რისხვის ნიაღვარი დაატყდა...
კურტუას მამას ვინღა რჯიდა?
„ბოდიშს ვიხდი. დღეს, ჩემს შესახებ ბევრი კომენტარი წავიკითხე. მინდა გითხრათ, რომ გულშემატკივრის გაღიზიანება სულაც არ მინდოდა. მე ყოველთვის „რეალში” თამაშზე ვოცნებოდი და მადრიდში გამარჯვებისთვის ჩამოვედი. მიმდინარე სეზონი ჯერ არ დამთავრებულა. ჩვენ ახლა ლა ლიგის ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჰალა მადრიდ!” ეს სიტყვები ბელგიელმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა თავის ინსტაგრამზე დაწერა. ბოდიშის მიზეზი კი ძნელი მისახვედრი არ არის:...
ემერი რასაკვირველია ისევ ევროლიგის ფინალშია
ევროლიგის ფინალში „ვილიარეალი” გავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ „არსენალი” გავარდა ანუ ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ევროლიგაშიც ინგლისური ფინალი ვერ შედგება — „მანჩესტერ იუნაიტედს” „ვილიარეალთან” მოუწევს საქმის დაჭერა. კიდევ, „არსენალის” გავარდნა იმას ნიშნავს, რომ ამ კლუბმა 26 წლიანი უწყვეტი ევროისტორია დაასრულა. თუმცა, მაინც დავურთოთ სიტყვა სავარაუდოდ. სავარაუდოდ იმიტომ, რომ „მეთოფეები” პრემიერლიგის ცხრილში მე-9 ადგილზე არიან და მეექვსეზე...
ტატალაშვილი მტკივნეულ ბრინჯაოს დასჯერდა
ყაზანში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე საქართველოს დელეგაციამ მეორე მედალი მოიპოვა. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილმა ბრინჯაო მედალი ირგუნა. ჩვენებურმა საწყის რაუნდში ფილიპინელ კეისეი ნაკანოს დამაჯერებლად მოუგო, რომელსაც აზერბაიჯანელი ნურლან ოსმანოვი მიაყოლა, მეოთხედფინალში კი, რუმინელ ალექსანდრუ რაიკუსთან გაუჭირდა და დამატებითი დროში სძლია. ნახევარფინალში ტატალაშვილის მეტოქე რუსი აიუბ ხაჟალიევი იყო, რომელმაც ქართველი მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა....
ბითაძე კონფლიქტით დაბრუნდა
ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ გოგა ბითაძე სათამაშო მოედანზე საკრამენტოსთან მატჩში დაბრუნდა და მწვრთნელის ასისტენტთან კონფლიქტი თამაშის დროს მოუვიდა. ერთ-ერთი ეპიზოდისას ფოსტერმა ქართველი კალათბურთელს შენიშვნა მისცა, გოგამ საპასუხო შეტევაში სამქულიანი ჩააგდო და მწვრთნელს შეურაცხმყოფელად მიმართა – sit the f*** down. როგორც კი თამაში გაჩერდა, ფოსტერმა გოგასკენ გაიწია, მაგრამ ქართველ ცენტრს თანაგუნდელებმა განარიდეს. რაც შეეხება საკრამენტოსთან მატჩს...
აზარო, შე საზარო!
„სტემფორდ ბრიჯზე” „ჩელსიმ” „რეალს” 2:0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოთიშა, ედენ აზარი კი… ხალისობდა. კადრს, რომელშიც აზარი მხიარულობს, ცხადია, მთელმა მსოფლიომ მიაქცია ყურადღება და ყველას ერთი და იგივე შთაბეჭდილება შეექმნა: ბელგიელი თავისი გუნდის გავარდნით დამწუხრებული არ ჩანდა. „ჩელსი”, მოგეხსენებათ, მისი ყოფილი გუნდია და აზარსაც, შესაბამისად, თავის ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრა უხაროდა. საინტერესოა, რომ ესპანეთში, არა...









