თვე: მაისი 2021

Home 2021 მაისი
ბაიერნი ტიტულს დააცხრა
ჩანაწერი

ბაიერნი ტიტულს დააცხრა

ზედიზედ მეცხრედ გაჩემპიონებაში მიუნხენის „ბაიერნს“ უშუალო კონკურენტი დაეხმარა. „ლაიფციგი“ „დორტმუნდთან“ 2:3 დამარცხდა და ლიდერის დაწევის თეორიული შანსიც დაკარგა. ეს საჩემპიონო ტიტული 31-ე გახლავთ მიუხენური კლუბის ისტორიაში და არც იმის ნიშნები ჩანს, მიღწეულით დაკმაყოფილებას აპირებდნენ. წლეულს ერთი ლეგენდარული სერია იტალიაში „იუვენტუსს“ „ინტერმა“ შეაწყვეტინა. ვინ შეაჩერებს „რეკორდმაისტერს“?

დაკარგული 200 მილიონი
ჩანაწერი

დაკარგული 200 მილიონი

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაეშალა 200 მილიონგირვანქიანი კონტრაქტი The Hut Group – თან. კომპანიამ უარი თქვა შეთანხმებაზე, რომელიც 1 ივლისს უნდა შესულიყო ძალაში და 10 წელზე იყო გათვლილი. საქმე იმაშია, რომ გუნდის ფანებს აქტიური საპროტესტო კამპანია აქვთ გაჩაღებული „მანჩესტერის“ მფლობელი გლეიზერების ოჯახის წინააღმდეგ. ფანებმა ბოიკოტი გამოუცხადეს კლუბის ყველა სპონსორს, მათ შორის „ადიდასსაც“… ჰოდა, მომავალ სპონსორებს, რომელთა სათაო...

აგუეროოოოოჰ!
ჩანაწერი

აგუეროოოოოჰ!

მოკლედ ასეა: „მანჩესტერ სიტის” გუშინ შეეძლო პრემიერლიგის ჩემპიონი გამხდარიყო; უგებდა კიდეც „ჩელსის” რაჰიმ სტერლინგის გოლით, ხოლო, როდესაც მსაჯმა მიიჩნია, რომ სტუმართა საჯარიმოში ბილი გილმორმა გაბრიელ ჟესუსი წააქცია და პენალტი დანიშნა, უპირატესობის ორამდე გაზრდაც შეეძლო, მაგრამ… „ქალაქელთა” ლეგენდად მიჩნეულმა სერხიო აგუერომ პანენკას სტილში მოინდომა პენალტის დარტყმა და ეს ისე ცუდად გააკეთა, რომ ლონდონელთა მეკარემ ედუარ მენდიმ...

თუკი ჩაეძინა, კუმანის ბრალი არ არის
ჩანაწერი

თუკი ჩაეძინა, კუმანის ბრალი არ არის

კატალონიური პრესა წერს, რომ „ატლეტიკოსთან” შინ ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ ლა ლიგის ჩემპიონობა „ბარსელონასთვის” ჯერ ფუჭი ოცნება არ არის, მაგრამ რეალურიც აღარაა. უფრო ფუჭ ოცნებასთან არის ახლოს. „ბარსას” „კამპ ნოუზე” მადრიდელი სტუმრები აუცილებლად უნდა დაემარცხებინა, მაგრამ ვერ შეძლო: ოსმან დემბელემ, ლეო მესიმ და ილიაშ მორიბამ თავიანთი წილი მომენტები ვერ გამოიყენეს. თავის მხრივ, ვერც „ატლეტიკომ” მოახერხა გოლის...

ფეიენოორდს პლუს მსაჯი…
ჩანაწერი

ფეიენოორდს პლუს მსაჯი…

1981 წლის 22 აპრილს, როტერდამში, 35 000 მაყურებლის თვალწინ, „ფეიენოორდმა” თბილისში წაგებული 0:3-ის შემოტრიალება სცადა და ამაში ავსტრიელი მსაჯი ფრანც ვიორერი მოიშველია. ის, რაც იმ დღეს ვიორერმა იკადრა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში არნახულ უსინდისობად შევიდა, მაგრამ „დინამომ” გაუძლო… თბილისელებმა ორი შეხვედრის ჯამში 3:2 მოიგეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

თენგიზ სულაქველიძის ვარსკვლავური დღე
ჩანაწერი

თენგიზ სულაქველიძის ვარსკვლავური დღე

1981 წელს, თასების თასის ნახევარფინალში, ჰოლანდიურ „ფეიენოორდთან” პირველი შეხვედრა თბილისის „დინამომ” შინ გამართა და მეტოქეს შავი დღე აყარა — 3:0. ეს იყო თენგიზ სულაქველიძის ბენეფისი. გარდა იმისა, რომ შესანიშნავად ითამაშა, სულაქველიძემ ორი გოლი გაიტანა.

ანზრო გაბიტაშვილი, ბურთის გამტაცებელი
ჩანაწერი

ანზრო გაბიტაშვილი, ბურთის გამტაცებელი

ამას ვერ აღწერ! ეს უნდა ნახოთ! ამის ეგრეთწოდებულ „ლაივში” ნახვა კი ერთ რამედ ღირდა. 1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამოს” მასაჟისტმა, ანზორ გაბიტაშვილმა ფინალის ბურთი გაიტაცა და… ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა!

დი-ნა-მო, დი-ნა-მო!
ჩანაწერი

დი-ნა-მო, დი-ნა-მო!

თბილისის „დინამოს” უკვდავი ჰიმნი ბრწყინვალე ქართველმა კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა გუნდს 1976 წლის 3 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის თასის მოპოვების (ფინალში დინამოელებმა დაამარცხეს „არარატი” 3:0) მეორე დღეს მიუძღვნა და მას მერე ეს სიმღერა ბევრი დიდ წარმატებისკენ წარუძღვა ჩვენს ფეხბურთელებს!

უდიდესი გამარჯვება ქართული ფეხბურთის ისტორიაში!
ჩანაწერი

უდიდესი გამარჯვება ქართული ფეხბურთის ისტორიაში!

უდიდესი მატჩი ქართული ფეხბურთის ისტორიაში! 1981 წლის 13 მაისს, ქალაქ დიუსელდორფის „რაინშტადიონზე” თბილისის „დინამომ” იენის „კარლ ცაისს” 2:1 მოუგო და ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი აღმართა.