უკვე კარგა ხანია დადის ხმები, რომ „ბარსელონას” ლეგენდა ჩავი ერნანდესი „კამპ ნოუზე” დაბრუნდება. ჩავის კატალონიაში ბევრი რონალდ კუმანის შემცვლელად განიხილავს, მაგრამ ესპანეთის რვაგზის ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულმა ქომაგებს იმედი გაუცრუა. „ალ სადის” თავკაცმა გადაწყვიტა კონტრაქტი ყატარის კლუბთან გაახანგრძლივოს. პრეს-კონფერენციაზე ჩავიმ განაცხადა, რომ „ბარსაში” მისი შესაძლო გადასვლის ამბავი ტყუილია. „სადაცაა „ალ სადთან” განვაახლებ კონტრაქტს....
ფინალი შეიძლება ლისაბონში ჩატარდეს
„მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრებიან, მაგრამ, დიდი შანსია, რომ ეს „უემბლიზე” კი არა, პორტუგალიაში, მოხდება. თავიდან, ფინალის მასპინძლად სტამბოლი იყო დადგენილი, თუმცა თურქეთს covid 19-მა ახალი ძალით შეუტია და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს მოუვიდა იდეა, ორი ინგლისური გუნდის შეხვედრა ინგლისშივე ჩაეტარებინათ. აქ, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრიტანეთში მასობრივი ვაქცინაციის წყალობით,...
ბურთის მომტაცებელი ვეჯინიდან
9 მაისს ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი დიდებული კაცი გამოაკლდა – თბილისის „დინამოს“ ოდინდელი ექიმი ფიზიო-თერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი, „სიმონიჩი“, როგორც ახლობელ-მეგობრები მიმართავდნენ. 82 წლისა საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გაბიტაშვილი ლეგენდარული ადამიანი გახლდათ. დიუსელდორფის ფინალის დამთავრებისთანავე სწორედ მან გააგდებინა მსაჯს ხელიდან ბურთი და უკანმოუხედავად მოჰკურცხლა. „ბურთი მოვიტაცეო,“ – თავად ასე ამბობდა, კახურად. ათასჯერ ნანახი კადრები უკვე კლასიკადაა ქცეული....
ბორჯღალოსანთა ცხელი ზაფხული
როგორც იქნა, „მსოფლიო რაგბში“ ჩამოყალიბდნენ დამდეგი ზაფხულის ტესტების კალენდართან დაკავშირებით და ყველაფერი, რაც კულუარებში ჭორების დონეზე განიხილებოდა, ცხადი და ცალსახა გახდა – საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ივლისში ტიერ 1-ის გუნდებთან ერთბაშად 3 მატჩს გამართავს! ესაა უპრეცედენტო შემთხვევა ქართული რაგბის ისტორიაში. 2020 წელს თუ არ ჩავთვლით, როცა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მთელი საერთაშორისო კალენდარი თავდაყირა დადგა და მარტო...
ფლიკის მუნდიალი და ევროპა
მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი პოსტიდან მიდის. ქვეყნის საფეხბურთო კავშირი მის შემცვლელად ჰანს დიტერ ფლიკს მოიაზრებს და მას უკვე ოფიციალური შეთავაზებით მიმართა. თუ ფლიკი დათანხმდება, ის ნაკრებს მსოფლიოს 2022 და ევროპის 2024 წლების ჩემპიონატებზე უხელმძღვანელებს. მისთვის განსაკუთრებული გამოცდა 2024 წლის ევროპირველობა იქნება, რომელსაც გერმანია უმასპინძლებს. რაც შეეხება მიუნხენის „ბაიერნს“,...
პირლოს ბედი გადაწყვეტილია
„მილანთან“ კატასტროფული 0:3-ს შემდეგ ტურინის „იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილში მეხუთეა და შესაძლოა, პირველად 10 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს. ანდრეა პირლოს ბედი გადაწყვეტილია. მას ყველა ვარიანტში მოხსნიან. არ არის გამორიცხული, პირლოს სეზონიც არ ჩაამთავრებინონ. ასეთ შემთხვევაში უკვე 12 მაისს „სასუოლოსთან“ მატჩზე გუნდს პირლოს თანაშემწე იგორ ტუდორი გაიყვანს. „იუვეს“ და ხორვატიის ნაკრების ყოფილი წევრი მზადაა, ახლავე...
მანჩესტერ იუნაიტედის წრუწუნათა თეატრი
„ოლდ ტრეფორდს” ოცნებათა თეატრს უწოდებენ, მაგრამ გარი ნევილი ბოლო კვირების განმავლობაში დაჟინებით იმეორებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” სტადიონი ყველაფერია ოცნებათა თეატრის გარდა. და ნევილი ამას იმიტომ კი არ ამბობს, რომ ოლე გუნარ სულშერმა გუნდი ჩემპიონი ვერ გახადა, არამედ იმიტომ, რომ „იუნაიტედის” მეპატრონეების, გლეიზერების ოჯახის ხელში ნაგებობა გაპარტახდა. არადა, ერთი შეხედვით „ოლდ ტრეფორდი” ბრწყინვალე სარბიელია, რომელშიც 75...
უჩვეულო VAR-იანტი მადრიდში
თამაშის დამთავერბამდე თხუთმეტიოდე წუთი რჩებოდა. „რეალს” „სევილიასთან” შეხვედრაში ანგარიში ახალი გათანაბრებული ჰქონდა და მოგებაზე იწყებდა ფიქრს. მადრიდელთა კართან სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს, მასპინძლებმა საჯარიმოდან ბურთი გამოიტანეს, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, ქარიმ ბენზემა მეტოქის კარისკენ გაიჭრა, საჯარიმოში შეირბინა და იქ მაროკოელმა მეკარემ ბონომ წააქცია. მადრიდი აშკარა პენალტს ელოდა, მაგრამ… თურმე, ჯერ მათ საჯარიმოში ჩაწოდებული კუთხურის ამბავი ყოფილა გასარჩევი....
ბათუმური ზღაპარი
ამ არეულ დროში რაღაც რომ გაგიხარდება, უკვე დიდი შეღავათია. მით უმეტეს, თუ ეს სიხარული საფუძვლიანია. ბათუმის ახალი სტადიონი უკვე სრულფასოვნად გაიხსნა. 2020 წლის 27 ოქტომბერს ახალ ულამაზეს არენაზე ლენტი საზეიმოდ კი გაიჭრა . თუმცა იქ მხოლოდ ორი მატჩი ჩატარდა, ისიც უმაყურებლოდ და მინდვრის საფარის პრობლემების გამო, კიდევ ნახევარი წლით დაიხურა. და აი, 8 მაისს, უკვე...
თედო 4 ქულით დაბრუნდა
თედო აბჟანდაძე 20 თებერვლის მერე პირველად გამოჩნდა „ბრივის“ შემადგენლობაში. ეს მოხდა „სტად ფრანსესთან“ საშინაო მატჩში, რომელიც ბრიველებმა 28:31 დათმეს და მხოლოდ ბონუს-ქულას გამორჩნენ. 21 წლის ქართველი მგეზავი თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო და მისი დირიჟორობით გატარებული 24-წუთიანი მონაკვეთი „ბრივმა“ 19:7 მოიგო, ბონუსიც სწორედ ამ პერიოდში მოინადირა. ბრიველებმა ბოლო 18 წუთში თავისი სამივე ლელო გაიტანეს, რომელთაგან თედომ...









