თვე: მაისი 2021

Home 2021 მაისი
ატლეტიკომ კი ქულები არ დაკარგა
ჩანაწერი

ატლეტიკომ კი ქულები არ დაკარგა

„ატლეტიკომ” 83-ე წუთზე იგორ სუბელდიას მიერ ახლოდან დარტყმული ბურთი გაუშვა. მანამდე მადრიდელები იანიკ კარასკოსა და ანხელ კორეას (მე-16 და 28-ე წუთები) გოლებით 2:0-ს იგებდნენ ანუ სხვაობა სახიფათოდ შემცირდა. ვინც ბოლო ტურებში ესპანეთის ჩემპიონატს აკვირდება, იცის, რომ ტიტულისთვის მებრძოლი სამეული, „ატლეტიკო”, „რეალი” და „ბარსელონა”, ქულებს მონაცვლეობით კარგავს და მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანის ჩემპიონობას წინ თითქოს აღარაფერი...

ქართველებმა შექსპირის დადგმა და ფეხბურთის თამაში გვასწავლეს
ჩანაწერი

ქართველებმა შექსპირის დადგმა და ფეხბურთის თამაში გვასწავლეს

ნახევარი ცხოვრება კი გავიდა, მაგრამ ემოცია ჯერაც ვერ განელდა. Представляю, что сейчас творится в Тбилиси! Ликует столица Грузии – კოტე მახარაძის გულიდან ამოხეთქილი ეს ფრაზა საბჭოთა პოლიტკორექტულ ჩარჩოებში ნამდვილად ვერ ჯდებოდა, მაგრამ იმ წამს გენიალურ კომენტატორს ჩვენი, თბილისელების, მთელი საქართველოს მზიანი ღამის წევრობა სურდა. 13 მაისამდე ბევრი წელი, უდიდესი შრომა, დაწყვეტილი ნერვები და გაწყვეტილი ქანცი...

აიაქსმა თასი გულშემატკივრებს აჩუქა
ჩანაწერი

აიაქსმა თასი გულშემატკივრებს აჩუქა

ამსტერდამის „აიაქსმა“ ნიდერლანდების ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღდა. ერედივიზიონის დარულებამდე სამი ტურით ადრე აიაქსი მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა. საჩემპიონო თასი ამსტერდამელებს წინა ტურის შემდეგ გადასცეს. თუმცა, ის თასი უკვე აღარ არსებობს. კლუბმა თასი გადაადნო და 42.000 პატარა ვარსკვლავი დაამზადა, რომელსაც ყველა იმ ადამიანს გაუგზავნიან, ვისაც 2020-21 წლის სეზონის აბონიმენტი ქონდა შეძენილი და პანდემიის გამო თამაშებს ვერ დაესწრო....

ქულების დაკარგვის რიგი ისევ ბარსას მოუვიდა
ჩანაწერი

ქულების დაკარგვის რიგი ისევ ბარსას მოუვიდა

„ბარსელონასთვის” საჩემპიონო ბრძოლა ახლა ეტყობა მართლა დამთავრდა. ყოველ შემთხვევაში, კატალონიური პრესა ასე წერს: არც დაცვა ვარგოდა, არც კუმანის ცვლილებებმა გაამართლა და „სახურავიც ისევ „ლევანტესთან” ჩამოიქცა”. კატალონიელები მასპინძლებს თავიდან 2:0-ს უგებდნენ, მაგრამ მეტოქემ გაქვითა. შემდეგ ისევ „ბარსა” გავიდა წინ — მეტი თითქოს რაღა გინდა, — მაგრამ „ლევანტემ” კიდევ გაათანაბრა და თამაში, რომელიც „ბლაუგრანას” აუცილებლად უნდა მოეგო,...

ჯიჯი მიდის და რჩება
ჩანაწერი

ჯიჯი მიდის და რჩება

ლეგენდარულმა ჯიჯი ბუფონმა სეზონის დასრულების შემდეგ „იუვენტუსიდან“ წასვლის შესახებ გამოაცხადა. 43 წლის მეკარე ასეთივე კატეგორიული არ ყოფილა ზოგადად საფეხბურთო კარიერის დასრულების საკითხში. „სეზონის ბოლოს „იუვედან“ წავალ. ჩემი კარიერის ეს ციკლი დასრულებულია, თუმცა არ გამოვრიცხავ, სხვაგან გავაგრძელო თამაში“, – თქვა ბუფონმა. შეგახსენებთ, რომ ჯიჯი ტურინულ კლუბში 2001-2018 წლებში თამაშობდა, მერე ერთი წლით პსჟ-ში გადაბარგდა და 2019-ში...

სიტი ჩემპიონია!
ჩანაწერი

სიტი ჩემპიონია!

„მანჩესტერ სიტი” ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი. ეს მას მერე გახდა ცნობილი, რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ, „ლესტერთან” 1:2 წააგო. ამრიგად, პეპ გვარდიოლას გუნდმა ლიგის ანუ „კარაბაოს” თასს მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონის ტიტულიც დაამატა და ტრებლისთვის 29 მაისს, ჩემპიონთა ლიგის  მოგებაღა აკლია. ფინალში „სიტი” „ჩელსის” ხვდება. რაკი „ჩელსი” ვახსენეთ… „ქალაქელები” იმედოვნებდნენ, რომ ჩემპიონის ტიტულს...

ბასილაშვილის გზა რომიდან მოდის
ჩანაწერი

ბასილაშვილის გზა რომიდან მოდის

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის პირველივე წრეში დამარცხდა. ჩვენებურმა მასპინძელ მატე ბერეტინისთან 6:4; 3:6; 4:6 წააგო. ბერეტინი ჩვენებურზე წინ არის რეტინგში და 2 დღის წინ მადრიდის მასტერსის ფინალშიც ითამაშა. ასე რომ ფავორიტად ბერეტინი ითვლებოდა. ეს პროგნოზი გამართლდა – მიუხედავად პირველი სეტის წაგებისა, იტალიელმა მაინც სათავისოდ შეატრიალა მატჩი. პირველ სეტში ნიკოლოზი თავიდან 3:1 დაწინაურდა...

ინიესტამ საჩუქრად კონტრაქტი მიიღო
ჩანაწერი

ინიესტამ საჩუქრად კონტრაქტი მიიღო

დღეს XXI საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა 37 წლის გახდა. „ბარსელონას“ ლეგენდა თითქმის სამი წელიწადია, იაპონურ „ვისელ კობეში“ თამაშობს და თავს კომფორტულადაც გრძნობს. დაბადების დღის საჩუქრად იაპონელებმა ახალი 2023 წლამდე გათვალისწინებული კონტრაქტი შესთავაზეს. „ჯერ საკმაოდ ძლიერი ვარ. მინდა აქ გავაგრძელო და აქვე დავასრულო კარიერა. ამის შემდეგ უკვე სხვა გზით წავალთ და სხვადასხვა საფეხბურთო პროექტებს...

გაყიდე 30 დღეში!
ჩანაწერი

გაყიდე 30 დღეში!

10 მაისს იტალიურმა „სალერნიტანამ“ 3:0 გაანადგურა „პესკარა“ და კლუბის ისტორიაში მესამედ აღზევდა სერია A-ში. მაგრამ, აქვე გაჩნდა თავსატეხი: კლუბის მფლობელმა კლაუდიო ლოტიტომ 30 დღეში უნდა გაყიდოს „სალერნიტანა“. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბს უმაღლეს დივიზიონში არ დაუშვებენ. სინიორ ლოტიტოს ეკუთვნის რომის „ლაციოც“, უეფას წესდება კი ერთ ლიგაში ერთი მეპატრონის ერთზე მეტი კლუბის გამოსვლას კრძალავს. თეორიულად, რა თქმა უნდა,...

რონალდუ და მორატა ბურთს 25 წუთში ერთხელ იღებენ
ჩანაწერი

რონალდუ და მორატა ბურთს 25 წუთში ერთხელ იღებენ

ფრანგი თავდამსხმელი დავიდ ტრეზეგე „იუვენტუსში” 2000-2010 წლებში თამაშობდა და ტურინული კლუბის ბედ-იღბალი მისთვის სულერთი არ არის. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, რომელმაც „ბებერი ქალბატონის” მაისურით ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული, „მილანთან” თავისი ყოფილი კლუბის საშინაო მარცხზე (0:3) ილაპარაკა. შეგახსენებთ, რომ ამ მარცხის გამო „იუვენტუსი” მეხუთე ადგილზეა და თუ დარჩენილ სამ ტურში არ გაუმართლა, არ არის გამორიცხული...