თვე: მაისი 2021

Home 2021 მაისი
რა ფულს კარგავენ ბარსელონას ფეხბურთელები…
ჩანაწერი

რა ფულს კარგავენ ბარსელონას ფეხბურთელები…

„ბარსელონას” ფეხბურთელების მდიდრულ კონტრაქტებში არის პუნქტები, სადაც პრემიებზეა ლაპარაკი. იქ ყველაფერი გაწერილია, რა ჯილდოს მოგების შემთხვევაში ვის რამდენი ერგება. ყველაზე დიდი ბონუსები სეზონის ბოლოს იყრის ხოლმე თავს, თუმცა კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბლაუგრანას” მოთამაშეებს ამ სეზონში ჯიბის გასქელება არ ელით და ეს თავადაც კარგად მოეხსენებათ. და მაინც, იმ შემთხვევაში თუ „ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი გახდება, ფეხბურთელები...

გიჟური სეზონის გიჟური მატჩი
ჩანაწერი

გიჟური სეზონის გიჟური მატჩი

იმას, რაც ნიუკასლის „სენტ ჯეიმსის პარკზე” მოხდა პრემიერლიგის გიჟური სეზონის ყველაზე გიჟური მატჩი უწოდეს: „მანჩესტერ სიტიმ” მასპინძელ „ნიუკასლ იუნაიტედს” 4:3 მოუგო. მანკუნიანელთაგან სამი გოლი ფერან ტორესმა გაიტანა. ახლა, „ქალაქელებს” ყველა შეჯიბრებაში ერთად, სტუმრად, ზედიზედ 23 შეხვედრაში არ წაუგიათ და ეს გახლავთ რეკორდი. აქამდე, რეკორდსმენი იყო „ნოთს ქაუნთი”, რომელიც 2012 წელს პირველ ლიგაში ანუ ინგლისურ კლუბთა...

ტოკიოს ოლიმპიადა არ უნდა
ჩანაწერი

ტოკიოს ოლიმპიადა არ უნდა

იაპონელი მოსახლეობა ტოკიოს ოლიმპური თამაშების გაუქმებას ითხოვს. ადვოკატმა და პოლიტიკოსმა კენძი უცუნომიამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმების მოთხოვნით, პეტიციამ განათავსა და ერთი კვირის განმავლობაში 350.000-ზე მეტი ხელმომწერა დააგროვა. „იმ ვითარებააში, რომელშიც ვიმყოფებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელი იყოს. თამაშებისთვის მომზადებისა და ვარჯიშის მხრივ, სპორტსმენებს შორის დიდი განსხვავება იქნება. ამასთან, დაწესებული შეზღუდვები, დიდი...

ერთი ფინალი. ორი რეკორდი
ჩანაწერი

ერთი ფინალი. ორი რეკორდი

„დორტმუნდმა“ გერმანიის თასის ფინალში 4:1 დაამარცხა „ლაიფციგი“ და სეზონს მაჟორულ ნოტაზე ასრულებს. უკვე პირველ ტაიმში დუბლი მიითვალა დორტმუნდელთა განაპირა შემტევმა ჯეიდონ სანჩომ. აქამდე მასზე ახალგაზრდას თასის ფინალში დუბლი არავის შეუსრულებია. 21 წლის და 49 დღის სანჩო რეკორდის ავტორი კი შეიქნა, თუმცა სულ რაღაც ერთი საათით. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე დუბლი გაიფორმა სანჩოს თანაგუნდელმა ერლინგ...

ფინალის ადგილი შეიცვალა
ჩანაწერი

ფინალის ადგილი შეიცვალა

კარგა ხნის წინ იყო გადაწყვეტილი, რომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ფინალს სტამბოლი  უმასპინძლებდა. პანდემიის მესამე ტალღამ კი აქაც შეიტანა კორექტივები. თურქეთში კოვიდის გავრცელების ტემპი მაღალია და ქვეყანა ე.წ. „წითელ ზონაში“ მოხვდა. უეფას შესაბამისმა კომიტეტმა იმსჯელა და გადაწყვიტა, ფინალი პორტუში, სტადიონ „დრაგაუზე“ გადაეტანა. ერთ-ერთი ფაქტორი ისიც გახლდათ, რომ ბრიტანეთს პორტუგალია „მწვანე სიაში“ ჰყავს და ფინალიდან დაბრუნებულ ინგლისელ...

გლეიზერები შუაში გავჭრათ…
ჩანაწერი

გლეიზერები შუაში გავჭრათ…

„გაიცა ბრძანება დამატებითი ძალების მოზიდვის შესახებ. წინა ხაზზე სპეცდანიშნულების ახალი რაზმი გამოვიდა. „ვაჩვენოთ ძალა!” — დაიყვირა მეთაურმა. „იშიშვლეთ ხელჯოხები!” ასე იწყება „დეილი მეილის” წერილი მანჩესტერში, „ოლდ ტრეფორდზე”, წუხელ დატრიალებული ამბების შესახებ. ვითარება რამდენიმე ასეულმა ფანმა, უფრო სწორედ, როგორც გაზეთი წერს ხულიგანმა დაძაბა. შეგახსენებთ, რომ ეს  „ოცნებათა თეატრის” მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი სახალხო მღელვარება არ იყო. ინგლისი...

რეალმა ტრადიცია დაარღვია
ჩანაწერი

რეალმა ტრადიცია დაარღვია

ლა ლიგაში ორი ტური დარჩა და ამიერიდან, ჩემპიონის ვინაობა ესპანეთის დედაქალაქის კლუბებმა, ლიდერმა „ატლეტიკომ” და მდევარმა „რეალმა” უნდა გაარკვიონ. რამდენიმე დღის წინ ვწერდით, თუკი „რეალი” გრანადაში წააგებს, „ატლეტიკომ” ტიტული შეიძლება შემდეგ ტურშივე მოიგოსო, მაგრამ „რეალმა” ლა ლიგის ლიდერთა ბოლოდროინდელი ტრადიცია დაარღვია და შეხვედრა, რომელიც აუცილებლად უნდა მოეგო, მართლა მოიგო, თან 4:1. ახლა, „თეთრებს” 36 შეხვედრიდან...

სტუმართა ტური
ჩანაწერი

სტუმართა ტური

მე-13 ტურის ხუთივე შეხვედრაში სტუმრებმა იმარჯვეს. ლიდერთაგან „ბათუმმა“ „სამტრედიას“ მოუგო (0:2), „დინამომ“ კი „საბურთალო“ გაანადგურა (0:4). აი „დილა“ კი შინ დებიუტანტ „სამგურალთან“ 1:2 დამარცხდა, რაც მოულოდნელობად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ფაქტი ერთია, სოსო ფრუიძის მისვლის შემდეგ „სამგურალმა“ 5 მატჩიდან 3 მოიგო, ერთი წააგო და ერთიც ფრედ დაასრულა. ამიტომ,  „დინამოსთან“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ეს გორული წარმატება მთლად...

ზიდანი თითქმის წასულია
ჩანაწერი

ზიდანი თითქმის წასულია

სწორედ ამგვარ დასკვნას აკეთებენ მედიასაშუალებები, რომლებსაც “რეალის” კულუარებზე წვდომა აქვთ. ფრანგი გუნდიდან იმის მიუხედავად წავა, რომელ ადგილს დაიკავებ გუნდი პრიმერაში. ეს უმთავრესად იმის ბრალია, რომ ზიდანი ფლორენტინო პერესის მხარდაჭერას ვერ გრძნობს. დირექტორთა საბჭოს წევრებს გაუჭირდებათ, ის დარჩენაზე დაიყოლიონ. უკვე იმასაც ამბობენ, რომ ზიზუს ანდრეა ანიელიმ მოუსინჯა კბილი და ანდრეა პირლოს წასვლის შემდეგ “იუვენტუსის” გაძღოლას სთავაზობს....

ჟორჟინიომ დიდი ნაბიჯი შებოჭა
ჩანაწერი

ჟორჟინიომ დიდი ნაბიჯი შებოჭა

„გვინდა ჩემპიონთა ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ,” — ამბობდა „არსენალთან” შეხვედრის წინ „ჩელსის” გერმანელი მწვრთნელი თომას ტუხელი. ის „მეთოფეებთან” მოგებით ფინალისთვის ფსიქოლოგიურ მომზადებას გულისხმობდა. ტუხელის სამწუხაროდ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. მართალია, მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას „ლურჯები” ფლობდნენ, მაგრამ შეხვედრა ჩრდილოლონდონელებმა მოიგეს. ერთადერთი გოლი „ჩელსის” 29 წლის ნახევარმცველის, ჟორჟინიოს უხეში შეცდომის გამო გავიდა. ეს მე-16 წუთზე მოხდა....