ლა ლიგაში ორი ტური დარჩა და ამიერიდან, ჩემპიონის ვინაობა ესპანეთის დედაქალაქის კლუბებმა, ლიდერმა „ატლეტიკომ” და მდევარმა „რეალმა” უნდა გაარკვიონ.
რამდენიმე დღის წინ ვწერდით, თუკი „რეალი” გრანადაში წააგებს, „ატლეტიკომ” ტიტული შეიძლება შემდეგ ტურშივე მოიგოსო, მაგრამ „რეალმა” ლა ლიგის ლიდერთა ბოლოდროინდელი ტრადიცია დაარღვია და შეხვედრა, რომელიც აუცილებლად უნდა მოეგო, მართლა მოიგო, თან 4:1.
ახლა, „თეთრებს” 36 შეხვედრიდან 78 ქულა აქვთ და თანაქალაქელებს ორი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა უახლოესი მატჩი ძალიან რთული ელით — ბასკეთში, „ბილბაოსთან”.
„ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია, „ატლეტიკოს” დევნა და მისი დამარცხების იმედად ყოფნაა. ჩვენი შეცდომის გამო ლიდერთან ჩამორჩენა აღარ უნდა გაიზარდოს. შემდეგი თამაში ბილბაოში გვაქვს. ეს ფინალის ტოლფასი მატჩი იქნება”, — თქვა მატჩის შემდეგ „რეალის” ბელგიელმა მეკარემ ტიბო კურტუამ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
