თვე: მაისი 2021

Home 2021 მაისი
ბენზემა ნაკრებში დააბრუნეს!
ჩანაწერი

ბენზემა ნაკრებში დააბრუნეს!

ექვსწლიანი განკვეთა დასრულებულია! საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ქარიმ ბენზემა ეროვნულ გუნდში დააბრუნა. დღეს, ფრანგული და მსოფლიო პრესის ერთ-ერთი მთავარი თემა „რეალის” თავდამსხმელის მსოფლიოს ჩემპიონთა რიგებში აღდგენაა, რასაც „ეკიპი” სამშაბათსვე წინასწარმეტყველებდა. დეშამმა გამოაქვეყნა 26 კაციანი სია. მასში ჩამოწერილი ფეხბურთელები, ევროპის ჩემპიონატის წინ, უელსსა და ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც კი ახალმა ამბავმა მსოფლიოს ყურადღება...

ჯაბას გარეშე ერთი დებიუტანტით
ჩანაწერი

ჯაბას გარეშე ერთი დებიუტანტით

2 ივნისს და 6 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამხანაგური მატჩები ელის. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ჯერ რუმინეთს ეწვევა, შემდეგ – ნიდერლანდებს. სანიოლმა ამ მატჩებისთვის 36 ფეხბურთელი გამოიძახა და გუნდის მოსამზადებლად დროც ბევრი აქვს. ნაკრები შეკერებაზე 24 მაისს გადავა და 1 ივნისს რუმინეთში გაემგზავრება. ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდება გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა. გამოძახებულთა შორის ერთი დებიუტანტიც...

ჩავი ბარსელონას აეროპორტში გამოიჭირეს
ჩანაწერი

ჩავი ბარსელონას აეროპორტში გამოიჭირეს

ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი გუნდს  დატოვებს. ნიდერლანდელი გუნდში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მის შემცვლელს ვერ იპოვის, რაც ძნელად წარმოსადგენია. ამასობაში კი, ბარსელონას აეროპორტში ჩავი ერნანდესი შეამჩნიეს. კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება კი, „ბლაუგრანას“ მწვრთნელად ლეგენდარული ნახევარმცველის მიწვევა იყო. ცხადია, ჩავი ბარსელონაში ჩასვლა ჟურნალისტებს არ...

ტერ შტეგენი ევროპაზე ვერ ითამაშებს
ჩანაწერი

ტერ შტეგენი ევროპაზე ვერ ითამაშებს

ხუთშაბათს, 20 მაისს, „ბარსელონას” გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი შვედეთის ქალაქ მალმიოში მარჯვენა მუხლის მყესის მკურნალობას შეუდგება. ეს ინფორმაცია კატალონიური კლუბის სამედიცინო სამსახურმა გაავრცელა. ზემოთ თქმული იმას ნიშნავს, რომ ტერ შტეგენი გამოტოვებს ლა ლიგის ბოლო თამაშს „ეიბარის” წინააღმდეგ და, რაც მთავარია, მთელს ევროპის ჩემპიონატს. გერმანელი გოლკიპერის მკურნალობას ექიმი ჰაკან ალფრედსონი წარმართავს. მას „ბარსელონას” ექიმები დაეხმარებიან....

კეინმა ტოტენჰემს უთხრა
ჩანაწერი

კეინმა ტოტენჰემს უთხრა

ჰარი კეინმნა „ტოტენჰემ ჰოთსპურს” უთხრა, რომ წასვლა უნდა. ახლა მის ხელში ჩასაგდებად დიდი კონკურენცია გაიმართება. კეინის ფასი 150 მილიონი გირვანქაა. ინგლისური პრესა წერს, რომ თავდამსხმელის შეძენა ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტის” უნდა. 27 წლის ვარსკვლავის ყიდვა აგრეთვე სურთ „ჩელსისა” და „მანჩესტერ იუნაიტედს”, თუმცა „სფურზის” თავმჯდომარე დენიელ ლევი მაინც ებღაუჭება კეინის შენარჩუნების იმედს და დიდი ფასიც ამიტომ...

ქურდი პირიქით
ჩანაწერი

ქურდი პირიქით

შაბათ საღამოს პარიზის გარეუბან ბოჟივალეში მდებარე ვილაში, რომელიც ნეიმარს ეკუთვნის, მავანი 26 წლის ახალგაზრდა შეიპარა. ანგოლური ფესვების მქონე ემიგრანტმა თითქმის ვილის შესასვლელ კარამდე მიაღწია, მაგრამ დაცვის სამსახურმა რეაგირება მოაწრო და დააკავა. დაუპატიჟებელი სტუმარი პოლიციას გადასცეს. მას თან აღმოაჩნდა ზურგჩანთა, რომელშიც რამდენიმე „ბიბლია“ იდო. როგორც დაკავებულმა განაცხადა, ნეიმარისთვის „ღმერთის სიტყვის“ გადაცემა სურდა. ღამის საათებში საღვთო სჯულის...

შინდაგორიძეა თუ ჰერსტი?
ჩანაწერი

შინდაგორიძეა თუ ჰერსტი?

ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ამბობენ, გაისიდან საქართველოს ჩემპიონატში VAR (ვიდეოარბიტრი) დამკვიდრდებაო. საკმაოდ ძვირი სერვისია, მაგრამ აუცილებელი. კვირას, „ბათუმი“ – „საბურთალოს“ ტურის ცენტრალური მატჩის მე-6 წუთზე, მასპინძელმა ლაშა შინდაგორიძემ, დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზის წინ, სანტიმეტრებში დაეცა. თანამსაჯებთან მცირე კონსულტაციის შემდეგ, არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა, გოლი ჩათვალა. არადა, ვიდეოგამეორებაზე კარგად გამოჩნდა,...

პირველი ლივერპულელის სამიანი თავური
ჩანაწერი

პირველი ლივერპულელის სამიანი თავური

წუხელ, ალისონ ბეკერის გოლმა „ლივერპულს“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვენა მოუტანა… დიახ, მეკარე ალისონ ბეკერის გოლმა… „ვესტ ბრომვიჩთანთან“ „ლივერპული“ დიდ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ბოლო დამატებულ მეხუთე წუთამედ ანგრაიში 1:1 გახლდათ, მერე კი ალექსანდრ–არნოლდმა მოიპოვა კუთხური, მანვე მოაწოდა და ალისონმაც, ბევრი ფორვარდის შესაშურად, დამაჯერებელი თავურით გაიტანა – 2:1. ალისონ ბეკერი „ლივერპულის“ ისტორიაში პირველი მეკარე გახდა...

რეალი. ალეგრი. გალაქტიკოსი
ჩანაწერი

რეალი. ალეგრი. გალაქტიკოსი

აღარაა საიდუმლო, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ზინედინ ზიდანი „რეალიდან“ წავა. მის შემცვლელად მასიმილიანო ალეგრის და რაულის კანდიდატურები განიხილება. ზოგი წყაროს თანახმად  პრიორიტეტულად იტალიელის ვარიანტი ითვლება. 53 წლის ალეგრის „იუვენტუსში“ და „მილანში“ მუშაობის გამოცდილება აქვს და ტოპ-სპეციალისტად ითვლება. მას ახლაც აქვს შეთავაზებები იტალიური კლუბებისგან, თუმცა მზად არის „რეალი“ ჩაიბაროს. როგორც ამბობენ, წინა კვირაში ის მადრიდული კლუბის...

ბარსელონამ ბრძოლა დაასრულა
ჩანაწერი

ბარსელონამ ბრძოლა დაასრულა

ამ სეზონში „ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი ვეღარ გახდება. ეს ოფიციალურად მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც კატალონიელებმა მშობლიურ „კამპ ნოუზე” „სელტასთან” 1:2 წააგეს. ანგარიში ლეო მესიმ თავური დარტყმით გახსნა, მაგრამ სანტი მინამ ორი გოლით უპასუხა. მასპინძლებმა მეორე ტაიმი პირველზე უარესად ჩაატარეს. მართალია, ისინი თამაშს მეტ-ნაკლებად მაინც აკონტროლებდნენ, მაგრამ როდესან კლემენტ ლენგლემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა,...