საფრანგეთის მეორე ელიტურ ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა და შაბათს პლეი-ოფის პირველი წრის მატჩები გაიმართება: „ოიონა“ „კოლომიეს“ უმაპინძლებს, ხოლო „ბიარიცი“ – „გრენობლს“. ყველა გუნდში ქართველები მოწინავე როლებზე არიან, ამიტომ ვგულშემატკივრობთ ოთხივეს. ამასობაში, პლეი-ოფს მიღმა დარჩენილმა კლუბებმა მომავალი სეზონისთვის შემადგენლობების გადახალისებას შესდგომიან. „რუანი“ გავარდნას რის ვაი-ვაგლახით გადაურჩა, არადა ამბიციები გიყვარდეს, ისეთი ჰქონდა. ეტყობა ამიტომაცაა, რომ საქართველოს ნაკრების...
ენცო
კოვიდპანდემია დაერია არგენტინულ „რივერ პლეიტს“. ერთბაშად 20 მოთამაშე დაინფიცირდა, მათ შორის, ოთხივე მეკარეც. არადა, წუხელ კოლუმბიურ „სანტა-ფესთან“ ლიბერტადორესის თასის მატჩი უწევდათ. ქვეყნის ჩემპიონატის ბოლო ტურში დებიუტანტი, 21 წლის მეკარე ლეონარდო დიასი უთამაშებიათ. მაგრამ ლეონარდო საკოპალიბერტადორესო განაცხადში შეყვანილი არ ჰყოლიათ და ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილან. მაგრამ გამოსავალი მაინც იპოვნეს. კარში არგენტინის ნაკრებისა და „ვალენსიის“ ყოფილი...
მანჩესტერი დღესვე მზადაა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე დაიწყო მზადება ევროპა ლიგის ფინალისთვის, რომელიც 26 მაისს პოლონურ გდანსკში გაიმართება. როგორც ინგლისური მედია იტყობინება, ოლე გუნარ სულშერმა, „მანჩესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა „ფულემთან“ პრემიერლიგურ შეხვედრაშიც ის შემადგენლობა ათამაშა, რომელსაც ფინალში გაიყვანს. მატჩი, მოგეხსენებათ, ფრედ 1:1 დასრულდა და მასპინძელთაგან თავი ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ გამოიჩინა ბრუნო ფერნანდეშის გადაცემის შემდეგ. პორტუგალიელმა კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა....
რატომ შემოუარა ჰარი კეინმა მოედანს? (video)
თვალცრემლიანმა ჰარი კეინმა სეზონის ბოლო საშინაო მატჩის შემდეგ მოედანს საპატიო წრე შემოუარა. ის იყო მარტო. „ტოტენჰემმა” „ასტონ ვილასთან” 1:2 წააგო. ამ შეხვედრას, პირველად დიდი ხნის შემდეგ, მაყურებელი დაესწრო. კეინი მათ დაემშვიდობა. რამდენიმე დღის წინ კეინმა „სფურზის” ხელმძღვანელობას აუწყა, რომ გუნდის დატოვება სურს. მისი გადაბირებით დაინტერესებულები არიან „მანჩესტერ სიტი”, „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ჩელსი”. ინგლისურ პრესაში დაისვა...
ბოატენგის უკანასკნელი მატჩი ბაიერნში
შაბათს, „აუგსბურგთან” შეხვედრაში, ჯერომ ბოატენგი „ბაიერნის” შემადგენლობაში უკანასკნელად ითამაშებს. მან მიუნხენში გატარებულ ათ წელიდას თვალი გადაავლო და კლუბს მადლობა გადაუხადა. „წარმოუდგენლად ვამაყობ იმით, რომ ამ კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდი, მომეცა მრავალ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება, შევიძინე მეგობრები და ვითამაშე ბაიერნული ფეხბურთი,” — თქვა 32 წლის მცველმა, რომელსაც არ დაუზუსტებია სად აპირებს კარიერის გაგრძელებას. 2014 წლის მსოფლიოს...
იმედი და მომავალი
საქართველოს ნაკრები მალე ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ჩვენები 2 ივნისს რუმინეთს ესტუმრებიან, 6-ში კი ნიდერლანდებს. სწორედ ამ მატჩებთან დაკავშირებით ეროვნული გუნდი 24 მაისიდან შეკრებაზე გადავა, დღეს კი მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ეს თქვა: „ წინა შეხვედრებში მეტი ქულის აღება შეგვეძლო, მაგრამ ერთს დავჯერდით. დავინახეთ, რომ ჩვენ არ ვართ შორს რაიმე განსაკუთრებულისგან. ცხადია აუცილებელია, რომ...
მარკო როისმა ნაკრები იუარა
„დორტმუნდის“ ლიდერი მარკო როისი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა მან სოციალურ ქსელში სცადა. „რთული და გამომფიტავი სეზონის შემდეგ ნაკრების მწვრთნელს ვესაუბრე და გადავწყვიტე, არ გავემგზავრო ევროპის ჩემპიონატზე. ეს რთული გადაწყვეტილებაა, რადგან გერმანიის ნაკრებში თამაში ყოველთვის სიამაყით აღმავსებდა. ამის მიუხედავად, საკლუბო დონეზე მიზნებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, ორგანიზმს დასვენების საშუალება მივცე.ისე კი, ბუნებრივია, ბუნდესგუნდის უერთგულეს ქომაგად ვრჩები”,...
ფრენკ ლემპარდ V
ფრენკ ლემპარდი ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზის წევრად აირჩიეს. „ჩელსის“ ექს-ფეხბურთელს და ექს-მწვრთნელს პრემიერლიგის 609 მატჩში 177 გოლი აქვს გატანილი და 102 საგოლე გადაცემა შესრულებული. ფრენკ ლემპარდი დიდების დარბაზის მეხუთე წევრია. მანამდე ეს პატივი წილად ალან შირერს, ტიერი ანრის, ერიკ კანტონას და როი კინს ერგოთ.
ლეო მესიმ მაიამიში კონტრაქტი გააფორმა
ლეო მესიმ მაიამიში კონტრაქტს ხელი მოაწერა, მაგრამ არა საფეხბურთო კლუბ „ინტერ მაიამისთან“, არამედ ხელშეკრულებას ახალი სახლის შესაძენ. როგორც ცნობილია, „ინტერ მაიამის“ მფლობელი ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია და მესის მის გუნდში გადაბირებაზე ოცნებობს, მაგრამ თავად არგენტინელი ჯერ კიდევ ევროპაში ბურთაობს. მაიამიში სახლის შეძენა, ოკეანის გაღმა კარიერის გაგრძელებით არ უნდა იყოს განპირობებული, რადგან მესის ფლორიდაში მანამდეც...
ბარსელონაში მომდევნო კვირიდან ცვლილებები დაიწყება
კატალონიის სპორტულ ფედერაციათა გაერთიანებამ და გაზეთმა „სპორტმა” მორიგი დაჯილდოვების ცერემონიალი მოაწყო. პრიზები გადაეცათ კატალონიურ სპორტში 2020 წელს წარმატებულ კლუბებსა და სპორტსმენებს. „ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჯილდო ქალთა გუნდის წარმატებათა გამო მიიღო, შემდეგ კი კაცთა გუნდზე ილაპარაკა: „ციკლი დასრულდა, დროა განახლებას შევუდგეთ. ადრე ვამბობდი, რომ გუნდის გამოსვლას სეზონის ბოლოს შედეგების მიხედვით შევაფასებდი. სეზონის ბოლო დადგა. ჩვენ...









