11 წელიწადია ასეთი რამ არ მომხდარა: „რეალმა” სეზონი ტიტულის გარეშე დაამთავრა. ბოლოს მადრიდის გუნდი ასეთი ხელმოცარული 2009-10 წლებში იყო. ლა ლიგის ბოლო ტურში „ლოს ბლანკოსმა” „ვილიარეალს” 2:1 მოუგო, მაგრამ პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „ატლეტიკომ” „რეალ ვალიადოლიდს” ასეთივე ანგარიშით აჯობა და ჩემპიონი გახდა. 2009 წელს, „რეალის” პრეზიდენტი გახდა ფლორენტინო პერესი, რომელმაც შეიძინა კრიშტიანუ რონალდუ, კაკა, ქარიმ ბენზემა...
აი, ეს არის ლუის სუარესი!
თუკი მადრიდის „ატლეტიკოს” ჩემპიონობა რომელიმე ფეხბურთელის დამსახურებაა, უპირველეს ყოვლისა ეს 34 წლის ურუგვაელი ლუის სუარესია. მან სეზონში 21 გოლი გაიტანა, მათ შორის გუშინ, „რეალ სოსიედადის” კარში, მთავარი და სიმბოლური, რომელმაც „მატრასის მკერავთა” პირველობას ბეჭედი დაჰკრა. თამაშის დასრულების შემდეგ სიხარულის ცრემლებში დამხრჩვალმა სუარესმა Movistar-ს უთხრა: „ახლა ბევრი რამ მახსენდება. განსაკუთრებით მას მერე, რაც მე გამოვიარე. მას...
დასრულდა და ასრულდა!
ლა ლიგის 38-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ 2:1 დაამარცხა „ვალიადოლიდი“ და ესპანეთის ჩემპიონი გახდა. მადრიდისვე „რეალს“ მეორე ადგილი ერგო, „ბარსელონა“ კი მესამეზე დარჩა. ეს „მემატრასეების“ მე-11 ტრიუმფია. აქედან, დიეგო სიმეონეს მწვრთნელობისას მეორე. წინა საჩემპიონო სეზონი „ატლეტიკოს“ 2013-2014 წლებში ჰქონდა. ამას გარდა, „ჩოლო“ სიმეონეს გუნდთან ერთად ჩემპიონობა ფეხბურთელის რანგშიც აქვს მოპოვებული. ეს შორეულ 1996 წელს მოხდა. ჩემპიონის...
შუათითი 4 ათასად შეფასდა
მილანის „ინტერის” დამრიგებელი ანტონიო კონტე და თავად კლუბი 2-2 ათასი ევროთი დაჯარიმდნენ. საქმე ეხება თებერვალში, ტურინის სტადიონ „ალიანც სთედიუმზე“ მომხდარ ეპიზოდს. მაშინ კონტე ტრიბუნისკენ შეტრიალდა, სადაც „იუვეს” დირექტორატის წევრები ისხდნენ და დემონსტრაციულად უჩვენა შუა თითი. ეპიზოდი ტელეკამერების ობიექტივში მოხვდა. მას შემდეგ სამი თვე გავიდა და იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ ვერდიქტი ახლაღა გამოიტანა. ანტონიო კონტემ ბოდიში მოიხადა, თუმცა...
მბაპე და რეალი შეთანხმებულები არიან
კილიან მბაპე ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. 19 წლისა უკვე მსოფლიოს ჩემპიონი იყო — პელეს შემდეგ მეორე თინეიჯერი, რომელმაც მუნდიალის ფინალში გოლი გაიტანა. „პარი სენ ჟერმენთან” მას 2022 წლამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ ფორვარდის ხელში ჩაგდებაზე ამთავითვე დიდი კონკურენციაა. თავად მბაპე პარიზელებთან ახალ კონრაქტს ხელს არ აწერს, როგორც ჩანს მომავალს სხვა კლუბში ხედავს. ფრანგი ვარსკვლავის აგენტმა ბრუნო...
მესიმ ნებართვა აიღო
ლეო მესიმ გუშინ გუნდთან ერთად არ ივარჯიშა და დღეს „ეიბართან” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში არ ითამაშებს. არგენტინელმა ეს კლუბთან შეათანხმა. დღეს „ბარსა” ეიბარში თამაშობს. ამ მატჩის შედეგი კატალონიელებისთვის არაფერს იძლევა. „ბლაუგრანამ” ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოიგო და წინა ტურში ჩემპიონობის თეორიული შანსიც დაკარგა. მესის გარდა „ბარსელონამ” დღევანდელი თამაშის გამოტოვების ნება 18 წლის პედრისაც დართო....
შვიდი ბრალდებული
შვიდ პირს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი დიეგო მარადონას სიკვდილში. მათ 8-დან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ჯერჯერობით პროკურატურამ მკაცრი აღკვეთის ღონისძიებებზე უარი თქვა და ბრალდებულებს არგენტინის ტერიტორიის დატოვება აუკრძალა. პროკურატურის დასკვნაში ნათქვამია, რომ „დიეგო მარადონას ჯანმრთელობით დაკავებული ჯგუფის მოქმედებები იყო არაადექვატური, გაუაზრებელი, არასრულფასოვანი და პაციენტის მდგომარეობა ბედს მიანდეს“. შეგახსენებთ, დიეგო მარადონა გასული წლის ნოემბერში 60 წლის ასაკში...
ზარალი 7,2 მილიარდი
კორონავირუსის პანდემიამ გამოუსწორებელი ფინანსური დარტყმა მიაყენა საფეხბურთო სამყაროს. 2019-2021 წლების პერიოდში უმაღლესმა საფეხბურთო ლიგებმა ჯამურად 7,2 მილიარდი, დაბალმა ლიგებმა კი 1,5 მილიარდი ევრო დაკარგეს. ძირითადი დარტყმა საკლუბო ფეხბურთზე მოდის, სადაც მაყურებლებისგან მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. აღმოჩნდა, რომ ფეხბურთმა პანდემიის გამო 210 მილიონი მაყურებელი მოისაკლისა. ამის ფონზე გასაკვირია ფეხბურთელთა მზარდი სახელფასო მადა, რაც გაკოტრებით ემუქრება...
ფრენკ ლემპარდი ტუხელისა და აბრამოვიჩის შესახებ
ფრენკ ლემპარდი „ჩელსის” მწვრთნელის თანამდებობიდან იანვარში გაუშვეს. მას მერე, „ლურჯების” ყოფილ ვარსკვლავს ბევრი თავისუფალი დრო აქვს და ამას მან „დეილი მეილთან” ინტერვიუში უმუშევრობის ორი უპირატესობიდან ერთ-ერთი უწოდა. გასაგებია რატომაც: მუდამ დაკავებულს ოჯახისთვის დრო გაუჩნდა, ორი თვის წინ კი ვაჟიც შეეძინა. ლემპარდმა ვაჟს ფრედი დაარქვა. მეორე უპირატესობა კი, რასაკვირველია, საკუთარი შეცდომების გადახედვა და ანალიზია. ლემპარდმა თქვა:...
რა ღირს ედინ ტერზიჩი?
„დორტმუნდის” აღმასრულებელი შეფი ჰანს-იოაჰიმ ვაცკე შეგუებულია იმ აზრს, რომ 38 წლის მწვრთნელი ედინ ტერზიჩი, რომელსაც კლუბთან 2024 წლამდე აქვს კონტრაქტი, სეზონის ბოლოს შეიძლება წავიდეს. ტერზიჩის ხელმძღვანელობით „შავ-ყვითლებმა” წლეულს გერმანიის თასი მოიგეს. WAZ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვაცკემ თქვა: „მართალია, ჩვენ არ გვინდა ასე რომ მოხდეს, მაგრამ თუკი ედინი გვეტყვის, რომ მას სადმე უკეთეს პირობებს სთავაზობენ და გადასვლა...









