კორონავირუსის პანდემიამ გამოუსწორებელი ფინანსური დარტყმა მიაყენა საფეხბურთო სამყაროს. 2019-2021 წლების პერიოდში უმაღლესმა საფეხბურთო ლიგებმა ჯამურად 7,2 მილიარდი, დაბალმა ლიგებმა კი 1,5 მილიარდი ევრო დაკარგეს.
ძირითადი დარტყმა საკლუბო ფეხბურთზე მოდის, სადაც მაყურებლებისგან მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
აღმოჩნდა, რომ ფეხბურთმა პანდემიის გამო 210 მილიონი მაყურებელი მოისაკლისა. ამის ფონზე გასაკვირია ფეხბურთელთა მზარდი სახელფასო მადა, რაც გაკოტრებით ემუქრება ბობოლა კლუბებსაც კი.
მეორე მხრივ, ვარსკვლავები, რომელთა დიდ ფეხბურთში დარჩენაც დროში შეზღუდულია, პანდემიის დასრულებას ვერ დაელოდებიან. ჯერჯერობით ოქროს შუალედს საუკეთესო მარკეტოლოგებმაც ვერ მიაგნეს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
