თვე: მაისი 2021

Home 2021 მაისი
კონფერენს თასი
ჩანაწერი

კონფერენს თასი

მალე, ჩემპიონთა და ევროპა ლიგის პარალელურად სტარტს აიღებს ევროპის კიდევ ერთი ახალი საკლუბო გათამაშება – კონფერენს ლიგა. დღეს კი უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა კონფერენს ლიგის თასი წარადგინა, რომელიც 57.5 სანტიმეტრი სიმაღლისაა და 11 კილოგრამს იწონის…  

ჰარი ენდის შემდეგ
ჩანაწერი

ჰარი ენდის შემდეგ

ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში „ტოტენჰემმა“ სტუმრად 4:2 მოუგო „ლესტერს“. შედეგად, ლონდონურმა კლუბმა კონფერენსლიგის საგზური მოიპოვა, ხოლო „მელიები“ ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვა და ევროპა ლიგაზე გადაისროლა. თუმცა, ამ მატჩში სხვა საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა – ტოტენჰემელმა ჰარი კეინმა გოლი შეაგდო, რამაც პრემიერლიგის ბომბარდირი გახადა. ინგლისელმა თავდამსხმელმა სეზონში თავი 23-ჯერ გამოიჩინა, პლუს 14 საგოლე პასიც გაახერხა და 27...

ყველაფერი პირიქით
ჩანაწერი

ყველაფერი პირიქით

უცნაურად დაიწყო მე-15 ტური. ჩემპიონობის ორივე მთავარი მაძიებელი დამარცხდა: „ბათუმმა“ „ლოკომოტივთან“ წააგო, მოგვიანებით „დინამომ“  – „დილასთან“… „ლოკომოტივი“ ბოლო დრომდე საშინაო მატჩებს „დინამო არენაზე“ ატარებდა, ახლა კი ზედიზედ მეორე მატჩია სტუმრებს საგურამოს ბაზაზე მასპინძლობს და წარმატებითაც. წინა ტურში „სამტრედია“ 3:1 დაამარცხა, ახლა „ბათუმი“ – 2:1. რკინიგზელებმა მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგეს. მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი დისკვალიფიცირებულია და...

ბეილმა ქაოსისგან დაგვიფარა
ჩანაწერი

ბეილმა ქაოსისგან დაგვიფარა

„ტოტენჰემ ჰოთსპურის” ვეტერანმა ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა თქვა, ახლა რომ გითხრათ, მომავალი სეზონიდან სად ვითამაშებ, დიდ ქაოსს გამოვიწვევო. 31 წლის თავდამსხმელი „სფურზში” იჯარით თამაშობს და ზაფხულში წესით „რეალს” უნდა დაუბრუნდეს. უელსელი მადრიდის კლუბის საკუთრებაა. „ტოტენჰემმა” პრემიერლიგის ბოლო ტურში ლესტერში 4:2 მოიგო. ბეილმა ოთხიდან ორი გოლი შეაგდო, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი თქვა, რომ მისი მომავალი კლუბის სახელი...

აგუერო სიტის გამოეთხოვა
ჩანაწერი

აგუერო სიტის გამოეთხოვა

„მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში პრემიერლიგური კარიერის უკანასკნელი მატჩის წინ სერხიო აგუეროს საპატიო დერეფანი მოუწყვეს, რაც ქვემოთ, ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ. 65-ე წუთზე კი არგენტინელი ვეტერანი მოედანზე შევიდა და ორი გოლი გაიტანა. მისმა „სიტიმ” „ევერტონს” 5:0 მოუგო. ათწლიანი ერთგულების შემდეგ, 32 წლის თავდამსხმელმა „ეტიჰედ სთედიუმი” დატოვა. ამ ხნის განმავლობაში, აგუერომ „ქალაქელებს” ინგლისის ჩემპიონის ხუთი ტიტული მოაგებინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია...

ოქროს ბურთი დარჩა
ჩანაწერი

ოქროს ბურთი დარჩა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონობა კარგა ხანია, იზეიმა. ბოლო ტურის შეხვედრას „აუგსბურგთან“ ერთადერთი ინტრიგა ახლდა: შეძლებდა თუ არა რობერტ ლევანდოვსკი სეზონში 41-ე გოლის გატანას და გერდ მიულერის 49 წლის წინანდელი რეკორდის მოხსნას. წინა ტურში ლევანდოვსკი მიულერს გაუტოლდა და ეს გერდის ფოტოიანი მაისურით აღნიშნა – „გერდი მარად!“ „აუგსბურგთან“ კი მეტოქის კარი თითქოს შელოცვილი იყო – მეტოქის მეკარემ რობერტის...

მხოლოდ ის და ჯორდანი
ჩანაწერი

მხოლოდ ის და ჯორდანი

NBA-ს რეგულარული სეზონის საუკეთესო მექულე „გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტეფ კარი გახდა. საშუალოდ მატჩში მისმა მონაგარმა 31,8 ქულა შეადგინა. მას მცირედით ჩამორჩა ბრედლი ბილი – 31,3 ქულა. სტეფ კარი კარიერაში მეორედ გახდა რეგულარული სეზონის საუკეთესო მექულე. ისე კი, კარი პირველია მაიკლ ჯორდანის შემდეგ, ვინც 33 წლის ასაკს გადაცილებულმა მოიპოვა ეს ტიტული.

სიკვდილის მარათონი: 21 დაღუპული
ჩანაწერი

სიკვდილის მარათონი: 21 დაღუპული

უბედურებას თითქოს არაფერი მოასწავებდა. ჩინურ პროვინცია განსუში შაბათ დილით ტრადიციულმა მეგამარათონმა მზიან ამინდში აიღო სტარტი. მეგამარათონის დისტანცია 100 კილომეტრია, მარშრუტი კი მთებში გადის. სტარტიდან მალევე ამინდი მკვეთრად შეიცვალა, ცივ წვიმას სეტყვა მოჰყვა, ეს ყველაფერი კი ყინვიანმა ქარიშხალმა შეცვალა. ტემპერატურის მკვეთრად დაცემის შემდეგ მონაწილეებმა ორგანიზმის გადაცივების შესახებ შეტყობინებები გაგზავნეს, ზოგი კი საერთოდ აღარ გადიოდა კავშირზე. ორგანიზატორებმა...

ქართული ლელოები
ჩანაწერი

ქართული ლელოები

საფრანგეთის მეორე ელიტურ ლიგა პრო დ2-ში პლეი-ოფის დრო მოვიდა და შაბათს პირველი წრის ორივე მატჩიც გაიმართა. ეს იყო ე. წ. შესარჩევი ნახევარფინალი, რომლის გამარჯვებულებიც „ნამდვილ“ ნახევარფინალში რეგულარულის გამარჯვებულსა და მეორეადგილოსანს შეხვდებიან. ისე მოხდა, რომ შაბათის მატჩების მონაწილე გუნდებშისულ ცოტა ერთმა ქართველმა ითამაშა. და ისე მოხდა, რომ წაგებულთა შორის პრესტიჟის ლელოები ჩვენებურებმა გაიტანეს. თავდაპირველად ერთმანეთის პირისპირ...

გრიზმანი: ქულები მნიშვნელოვან თამაშებში დავკარგეთ
ჩანაწერი

გრიზმანი: ქულები მნიშვნელოვან თამაშებში დავკარგეთ

ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონამ” სტუმრად მოუგო „ეიბარს” და მესამე ადგილს დასჯერდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა გაიტანა და Barça TV-ს მისცა ინტერვიუ: „კვლავ ვერ შევგუებივართ იმ ფაქტს, რომ ტიტული სხვამ მოიპოვა, — თქვა მსოფლიოს ჩემპიონმა, — რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩში დაგვიცდა ფეხი. ახლა ცოტას დავისვენებთ და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ისევ ისეთ გუნდად...