თვე: მაისი 2021

Home 2021 მაისი
პენალტები, პენალტები, ჭრელი, ათასფერადი
ჩანაწერი

პენალტები, პენალტები, ჭრელი, ათასფერადი

პოლონეთის ქალაქ გდანსკში, „ვილიარეალმა” „მანჩესტერ იუნაიტედთან” ევროლიგის ფინალის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 ითამაშა, პენალტების სერიაში კი 11:10 მოიგო. ეს გახლდათ „ვილიარეალის” პირველი გამარჯვება ევროშეჯიბრებაში, რომელიც გუნდმა უკიდურესად დრამატულად მოიპოვა: ესპანეთის მეშვიდე გუნდმა ინგლისის მეორე გუნდს თერთმეტივე პენალტი გაუტანა. მათგან ბოლო, მეკარე ხერონიმო რულიმ შეაგდო, რომელმაც, შემდეგ, კოლეგის დავიდ დე ხეას დარტყმა მოიგერია და გუნდს...

კუმანი რამდენიმე დღით ისევ ბარსას მწვრთნელია
ჩანაწერი

კუმანი რამდენიმე დღით ისევ ბარსას მწვრთნელია

გუშინ, რონალდ კუმანი სამსახურიდან არ გაუშვიათ. ვნახოთ, რა მოხდება რამდენიმე დღის მერე. ამბობდნენ, რომ „ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კუმანს ვერდიქტს სამშაბათს გამოუტანდა: ან დატოვებდა მწვრთნელის თანამდებობაზე, ან მოხსნიდა. სინამდვილეში კი სულ სხვა რამ მოხდა. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ნახევარი საათი ილაპარაკეს, გასული სეზონი შეაფასეს და რამდენიმე დღეში ახალი შეხვედრა დათქვეს. კატალონიური პრესა წერს, რომ ამ ხერხით...

რეალს, ბარსელონას და იუვენტუსს დასჯიან
ჩანაწერი

რეალს, ბარსელონას და იუვენტუსს დასჯიან

უეფას ცნობით, ევროპის სუპერლიგის შექმნისა და არსებული საფეხბურთო სტრუქტურების დარღვევის მცდელობის გამო იწყება „რეალის”, „ბარსელონას” და „იუვენტუსის” სადისციპლინო პროცესი. თავიდან, სუპერლიგის პროექტში 12 კლუბი მონაწილეობდა, მაგრამ ამ სამის გარდა ყველამ უკან დაიხია და უეფას ხელახლა შეჰფიცა ერთგულება. შესაბამისად, დასასჯელი ეს სამეულია. უეფას ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მისმა ეთიკისა და სადისციპლინო საკითხთა ექსპერტებმა ჩაატარეს  „ეგრეთწოდებულ სუპერლიგასთან”...

საუკეთესო ბუნდესლიგელი
ჩანაწერი

საუკეთესო ბუნდესლიგელი

შესაძლოა, ბევრისთვის სადავო თემა იყოს, მაგრამ როგორც „დორტმუნდის“ პრესსამსახური იუწყება, ბუნდესლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ერლინ ჰოლანდი დასახელდა. და რობერტ ლევანდოვსკი? პოლონელს ფანტასტიური სეზონი ჰქონდა და შედეგიანობაში ლიგის ყველა დროის რეკორდი მოხსნა – 41 გოლი. თუმცა, ჯაბანი არც ყმაწვილი ნორვეგიელი იყო – 28 შეხვედრაში 27 გოლის გატანას და 8 საგოლე გადაცემის შესრულებას გვარიანი ბიჭობა უნდა. და...

არველაძემ ტაშკენტის მერს უარი უთხრა
ჩანაწერი

არველაძემ ტაშკენტის მერს უარი უთხრა

უზბეკური მედიის ცნობით, შოთა არველაძეს ტაშკენტის მერმა, ჯახონგირ ორტიხოჯაევმა დაურეკა და „ფახთაქორში” დაბრუნება სთხოვა. „ტაშკენტის მერმა ჯახონგირ ორტიხოჯაევმა პირადად დაურეკა არველაძეს „ფახთაქორში” რომ დაებრუნებინა. თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო, არველაძემ წინადადება არ მიიღო“, – წერს უზბეკური მედია. არველაძე „ფახთაქორიდან” წასვლის შემდეგ უმუშევარია. შოთა უზბეკურ გუნდში 2017 წელს მივიდა და 2020 წლის ბოლომდე თავკაცობდა მას. „ფახთაქორში” შოთასთან...

გერმანიას ფლიკი გაწვრთნის
ჩანაწერი

გერმანიას ფლიკი გაწვრთნის

გერმანიის ფეხბურთის კავშირმა მიუნხენის „ბაიერნის“ აწ უკვე ყოფილ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკთან 2024 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. 56 წლის ფლიკი გერმანიის ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს. გერმანელთა მომავალი მწვრთნელი 2006-14 წლებში გუნდის ამჟამინდელი თავკაცის, იოაჰიმ ლიოვის თანაშემწე იყო და, შესაბამისად, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ტრიუმფატორიც გახლავთ. თავად ლიოვი კი, ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრების თავკაცის...

რეალის მწვრთნელობის კანდიდატებს ერთიც დაემატა
ჩანაწერი

რეალის მწვრთნელობის კანდიდატებს ერთიც დაემატა

ესპანეთში წერენ, რომ ზინედინ ზიდანი სავარაუდოდ „რეალის” მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს და მადრიდული კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მისი შემცვლელის მოძებნა დასჭირდება. სხვადასხვა კანდიდატთა შორის ერთ-ერთი ჩაბი ალონსოც ყოფილა. ბასკი სპეციალისტი, რომელიც 2004-09 წლებში „ლივერპულის”, 2009-14 წლებში „რეალის”, ხოლო 2014-17 წლებში „ბაიერნის” ფეხბურთელი იყო, „რეალ სოსიედადის” B გუნდს უდგას სათავეში და ის ისტორიაში მეორედ ლა ლიგა 2-ში...

პოჩეტინო ტოტენჰემში დაბრუნდება?
ჩანაწერი

პოჩეტინო ტოტენჰემში დაბრუნდება?

ვერ გეტყვით, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დროს ავსებენ თუ რა ხდება, მაგრამ ინგლისური პრესა წერს, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავმჯდომარე დენიელ ლევი მაურისიო პოჩეტინოს დაუკავშირდა და დაბრუნება სთხოვა. ამბობენ, არგენტინელი ჩრდილოეთ ლონდონში მართლა რომ დაბრუნდეს, ნუ გაგიკვირდებათო. საყვარელი მწვრთნელის ხელმეორედ მიყვანა „სფურზის” თავმჯდომარეს ჰარი კეინის დასატოვებლადაც უნდა. შეგახსენებთ, რომ პოჩეტინო „ტოტენჰემიდან” 2019 წლის ნოემბერში, ხუთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ...

ბოლქვაძემ როლან გაროსი მოგებით დაიწყო
ჩანაწერი

ბოლქვაძემ როლან გაროსი მოგებით დაიწყო

საფრანგეთის დედაქალაქი „როლან გაროსის“ მოლოდინშია. „დიდი სლემის“ ტურნირის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილიც იასპარეზებს, მაგრამ მანამდე საქმეში მარიამ ბოლქვაძე ჩაერთო ჩვენებურმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ნახევარფინალშიც გავიდა. ბოლქვაძეს (220-ე ჩოგანი) მეტოქედ 225-ე ჩოგანი უკრაინელი კატერინა ბონდარენკო ჰყავდა. ჩვენებურმა ორ სეტში – 6:4, 6:3 იმარჯვა. მატჩი 1 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. კვალიფიკაციის ნახევარფინალში ბოლქვაძე ვერა...

გერმანია გაემზადა
ჩანაწერი

გერმანია გაემზადა

გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა იოაჰიმ ლიოვის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშც 26 ფეხბურთელია: მეკარეები 1. მანუელ ნოიერი (ბაიერნი), 12. ბერნდ ლენო (არსენალი), 22. კევინ ტრაპი (აინტრახტი). მცველები 2. ანტონიო რუდიგერი (ჩელსი), 5. მატს ჰუმელსი, (დორტმუნდი), 4. მათიას გინტერი (გლადბახი), 15. ნიკლას ზულე (ბაიერნი), 16. ლუკას კლოსტერმანი, 3. მარსელ ჰალშტენბერგი (ორივე – ლაიპციგი), 20. რობინ გოსენსი (ატალანტა), 24. რობინ კოხი (ლიდსი), 26. კრისტიან გიუნტერი (ფრაიბურგი). ნახვერამცველები 23. ემრე ჯანი (დორტმუნდი), 6. ჯოშუა კიმიხი, 18. ლეონ გორეცკა, 14. ჯამალ მუსიალა (ყველა – ბაიერნი), 21. ილქაი გიუნდოგანი...