თვე: მაისი 2021

Home 2021 მაისი
ოლიმპიადა: ჩატარებას ჩაშლა სჯობს
ჩანაწერი

ოლიმპიადა: ჩატარებას ჩაშლა სჯობს

პარადოქსული ვითარებაა: იაპონიის ნომურას ინტიტუტმა დადო დასკვნა, რომ ოლიმპიადის არჩატარება ნაკლებ ზარალს მიაყენებს ქვეყანას, ვიდრე მისი ჩატარება საგანგებო რეჟიმის პირობებში. თუ ოლიმპიადა ჩაიშლება, ზარალი დაახლოებით 17 მილიარდი დოლარი იქნება. მეორე ვარიანტი: თუ ხელისუფლება თამაშებზე ადგილობრივ მაყურებლებს არ დაუშვებს, შემოსავალი 1,3 მილიარდი დოლარით დაიკლებს და 15 მილიარდს ვერ ასცდება, ღონისძიებაზე დახარჯული თანხები კი გაცილებით მეტია. „თამაშების...

დე ხეა ობლაკში ხომ არ გავცვალოთო
ჩანაწერი

დე ხეა ობლაკში ხომ არ გავცვალოთო

„მანჩესტერ იუნაიტედს” თავისი მთავარი პრობლემის გადასაჭრელად ამბიციური გეგმა აქვს — მადრიდის „ატლეტიკოს” დავიდ დე ხეას იან ობლაკში გაცვლა უნდა შესთავაზოსო, წერს ინგლისური პრესა. ჭკვიანური სვლაა. მანჩესტერელები დე ხეას „ოლდ ტრეფორდიდან” მოცილებას რა ხანია ცდილობენ. ესპანელმა მეკარემ, ორი დღის წინ, ევროლიგის ფინალში სულაც გადამწყვეტი პენალტი ააცილა — მას მერე, რაც „იუნაიტედისა” და „ვილიარეალის” შეხვედრაში (1:1) მატჩისშემდგომი...

ეს პარიზია, გენაცვალე
ჩანაწერი

ეს პარიზია, გენაცვალე

ბოლო დღეებში, მაურისიო პოჩეტინოზე ბევრს ლაპარაკობენ. მას მერე, რაც ზინედინ ზიდანმა „რეალი” დატოვა, არგენტინელს „სანტიაგო ბერნაბეუსთანაც” აკავშირებენ, მაგრამ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაცი დენიელ ლევი დარწმუნებულია, რომ ყოფილ თანამშრომელს დაიბრუნებს. ინგლისურ პრესაში დაიწერა, თითქოს თავად პოჩსაც სულ მეტად და მეტად უნდა ძველ სამსახურში დაბრუნება. „სანი” წერს, რომ მხარეები უკვე დაუკავშირდნენ კიდეც ერთმანეთს. ლევისთვის პოჩეტინიოს დაბრუნება ერთი გასროლით...

გოგონა სარბიელით
ჩანაწერი

გოგონა სარბიელით

შეხედავთ ამ გოგონას, გადახედავთ მის ნაწერს და გეამაყება: რაღაც მართლაც გაუკეთებია „სარბიელს“. როცა გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა, თინათინ ცეცხლაძე დაბადებულიც არ იყო, მაგრამ გაზეთი თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე პოპულარული ხდებოდა. ბევრჯერ უთქვამთ და ჩვენ, ერთხელაც გავიმეორებთ, ახალგაზრდები მშობლებისგან მიცემულ ხაჭაპურის ფულს იკლებდნენ, რომ „სარბიელი“ ეყიდათ; „მარშრუტკის“ ნაცვლად ფეხით მიდიოდნენ, რომ „სარბიელი“ შეეძინათ; გამყიდველს ფულს...

როლან გორგოძე
ჩანაწერი

როლან გორგოძე

29 წლის ეკა გორგოძემ კარიერის ყველაზე სერიოზულ წარმატებას მიაღწია – „როლან გაროსის“ ძირითად ბადეში ითამაშებს. საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში გორგოძემ ესპანელი ნურია პარიზას დიასი ორ სეტში – 6:3; 6:4 დაამარცხა. მატჩი საათნახევარს გაგრძელდა. ზოგადად, როგორც ქალთა ჩოგბურთში, ამ შეხვედრაშიც ორივემ მრავლად დათმო საკუთარი მოწოდება. თუმცა, ჩვენებურმა უფრო მეტჯერ იხეირა – ოთხჯერ შეასრულა ბრეიკი, მხოლოდ ორჯერ დათმო...

შერმადინი ესპანეთში გამეფდა
ჩანაწერი

შერმადინი ესპანეთში გამეფდა

გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელია. ეს, მით უფრო დიდი მიღწევაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ესპანურ ლიგაში NBA-ს ახლო წარსულის ვარსკვლავები – პაუ გასოლი, ნიკოლა მიროტიჩი, რუდი ფერნანდესი და სხვები ირჯებოდნენ. ლიგა ენდესას მესვეურებს გამოსაკითხად 4 სეგმენტი ჰქონდათ – გულშემატკივრები, ჟურნალისტები და ესპანური ლიგის მწვრთნელები და კალათბურთელები. თითოეულს 25-პროცენტიანი ძალა ჰქონდა. შერმადინმა გულშემატკივართა გამოკითხვა რომ...

დინამო ცხადაძეს ჩააბარეს
ჩანაწერი

დინამო ცხადაძეს ჩააბარეს

„დინამო“ თბილისი კახა ცხადაძემ ჩაიბარა. ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება გიორგი ნემსაძის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შემდეგ მიიღო. ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია არ ხმაურდება, მაგრამ კლუბი უახლოეს პერიოდში პრესკონფერენციას გეგმავს და ყველა დეტალის გაჟღერებას იქ აპირებს. ცხადაძემ მწვრთნელობა ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას დაიწყო, როდესაც თბილისის „ლოკომოტივში“ მოთამაშე მწვრთნელი იყო. 2005 წელს თბილისის „დინამო“ გააჩემპიონა და...

ყოჩაღი „ტორპედო“ და „სამგურალი“
ჩანაწერი

ყოჩაღი „ტორპედო“ და „სამგურალი“

საოცარი გუნდია „ტორპედო.“ ჯერ იყო და, მე-13 ტურამდე ერთადერთი გაუმარჯვებელი გახლდათ ლიგაში, ბოლო ადგილზე იდგა. ახლა კი ვეღარ აჩერებენ: მიჯრით სამი შეხვედრა მოიგო, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვია. შოთა ბაბუნაშვილს შრომა უფასდება. ამჯერად მათი „მსხვერპლი“ „შუქურა“ გახდა – 0:2. ქობულეთელები კი ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ. ისევ გაიტანა „ჩვენმა“, ქუთაისელმა ზიდანმა. ეს პალესტინელის მესამე გოლი გახლდათ...

რეალის, ბარსელონას და იუვენტუსის კონტრშეტევა
ჩანაწერი

რეალის, ბარსელონას და იუვენტუსის კონტრშეტევა

„რეალმა”, „ბარსელონამ” და „იუვენტუსმა” უეფას კონტრშეტევა მოუწყვეს. გუშინ გაგაცანით უეფას გადაწყვეტილება, დასაჯოს სუპერლიგის დამფუძნებელი ეს სამი კლუბი, თუმცა სამეული არ შეშინდა და საპასუხო განცხადება გაავრცელა. განცხადების ყველაზე მძაფრი მონაკვეთი მისი ბოლო წინადადებაა: „ფეხბურთს ან რეფორმას ჩავუტარებთ ან მისი გარდაუვალი დაცემის მოწმეები გავხდებით”. „რეალი”, „ბარსელონა” და „იუვენტუსი” განცხადებაში რამდენჯერმე უსვამენ ხაზს, რომ ეს სამი საფეხბურთო ინსტიტუტი...

წავიდა!
ჩანაწერი

წავიდა!

ზინედინ ზიდანმა გადაწყვიტა „რეალი” დატოვოს. მსოფლიო ფეხბურთის ფრანგმა ლეგენდამ წერტილი დაუსვა თავისი სამწვრთნელო კარიერის მეორე ეტაპს მადრიდული კლუბის თავკაცის თანამდებობაზე. ხსენებულ ეტაპზე, ზიდანმა „რეალს” ესპანეთის ჩემპიონის ტიტული და ქვეყნის სუპერთასი მოაგებინა, თუმცა ბოლო სეზონში კლუბი უტიტულოდ დარჩა. მწვრთნელს, რომლის ხელშიც მადრიდელებს სულ მოპოვებული აქვთ ორჯერ ლა ლიგა, ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ უეფას სუპერთასი, ორჯერ...